ვორდპრესის მომხმარებელთა ჯგუფები

გააქვთ მულტიავტორიანი (როდესად რამდენიმე წევრი წერს ერთ ბლოგზე) ბლოგი ან უბრალოდ გსურთ, რომ თქვენს საიტზე იყვნენ ადამინები, რომლებსაც გარკვეული უფლებები ექნებათ თქვენს საიტზე?

ამის საშუალებას ვორდპრეის გვაძლევს User Roles-ების მეშვეობით. ეს არის ვორდპრესის მომხმარებელთა ჯგუფები. ესენია:

  • Administrator – ადმინისტრატორი
  • Editor – რედაქტორი
  • Author – ავტორი
  • Contributor – ჟურნალისტი
  • Subscriber – წევრი

თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება აქვს ბლოგზე, შესაბამისი შეზღუდვები და ხარისხები.

wordpress user groups

ვორდპრესის მომხმარებელთა ჯგუფები

დავიწყოთ უმაღლესით, ადმინისტრატორით.

Administrator – ადმინისტრატორი

ადმინისტრატორი გამორჩეულია სხვა ჯგუფებისგან შემდეგი ფუქნციებით:

  • არის ბლოგის მფლობელი
  • შეუძლია ადმინპანელში შესვლა
  • შეუძლია ბლოგის ყოველგვარი შესაძლო კონფიგურაცია
  • შეუძლია მომხმარებლების შექმნა და რედაქირება, ასევე წაშლაც
  • შეუძლია კონტენტის სრული მართვა (პოსტებისა, გვერდებისა და მედია ფაილების წაშლა, დამატება და რედაქტირება)
  • შეუძლია კომენტარების სრული მართვა
  • შეუძლია ლინკების (blogroll) სრული მართვა

Editor – რედაქტორი

რედაქტორს ვორდპრესის ბლოგში შეუძლია:

  • ადმინპანელში შესვლა
  • კონტენტის სრული მართვა
  • კომენტარების სრული მართვა
  • შენახული (Draft) პოსტების გამოქვეყნება და მათი რედაქტირება
  • კომენტარების სრული მოდერაცია
  • ლინკების (blogroll) სრული მართვა

Author – ავტორი

ბლოგზე ავტორი იმისთვსაა საჭირო, რომ წეროს პოსტები, ამის გაკეთება ზემოთხსენებული ორი ჯგუფის წევრებსაც შეუძლიათ, თუმცა “ავტორი” ამ თვალსაზრისით ოდნავ შეზღუდულია, მას შეუძლია მხოლოდ:

  • შევიდეს ადმინპანელში
  • წეროს და გამოქქვეყნოს მხოლოდ საკუთარი პოსტები
  • დაარედაქტიროს მხოლოდ საკუთარი პოსტები
  • გაუკეთოს კომენტარებს მოდერაცია, რომლებიც მხოლოდ მის პოსტებზეა გაკეთებული

Contributor – ჟურნალისტი

ჟურნალისტიც მსგავსად წინა ჯგუფებისა წერს პოსტებს, თუმცა:

  • იგი მხოლოდ ამატებს მოდარეციისთვის პოსტებს
  • მას არ შეუძლია პოსტების გამოქვეყნება

Subscriber – წევრი

ეს ჯგუფი ყველაზე მეტად არის “დაჩაგრული”

  • მას არ შეუძლია პოსტების დამატება ან სხვ.
  • იგი მხოლოდ შედის პროფილის შესაცვლელად
  • მას შეუძლია კომენტარების დატოვება

ახლა უკვე იცით ამ ხუთ ჯგუფს შორის რა განსხვავებაა, აწი, თუ კი მოგინდათ ბლოგზე მომხმარებლის დამატება (თუ რა თქმა უნდა თქვენ ბლოგის ადმინისტრატორი ხართ), გეცოდინებათ ამა თუ იმ ჯგუფის მინიჭების შემთხვევაში რა უფლებები ექნებათ თქვენს მომხმარებლებს.

რამდენიმე რჩევა

მინდა მოგცეთ რამდნიმე რჩევა, რომელიც წევრების დამატებისას გამოგადგებათ

  1. ნუ მისცემთ ადმინისტრატორის სტატუს, ისეთ პიროვნებას რომელსაც არ ენდობით. მანდ შესაძლოა რაიმე ზიანი მიაყენოს თქვენს ბლოგს.
  2. ადმინისტრატორის სტატუსის მიცემა სასურველია მხოლოდ იმ პიროვნებისთვის, ვინც თქვენსავით ან თქვენზე უკეთ ერკვევა ტექნიკურ საკითხებში და შეძლებს თქვენს დახმარებას.
  3. უმჯობესია “სანდო პიროვნება’-ს მიანიჭოთ რედაქტორის სტატუსი, რომელიც თავს მოაბავს საიტზე არსებულ კონტენტს.
  4. მსურველებს მიეცით ჟურნალისტის სტატუსი, რომლებსაც სურთ რაიმეს დაწერა თქვენს ბლოგზე, მაგრამ თქვენი ან რედაქტორის მოდერაციის გარეშე, იგი არ გამოქვეყნდება.
  5. თუ 4-ე პუნტქში არსებული პიროვნება თქვენს მოწონებას დაიმსახურებს, მაშინ შეგიძლიათ მას უკვე ავტორის სტატუსიც მისცეთ და იგი თვითოვნე გამოქვყენებს საკუთარ პოსტებს თქვენი მოდერაციის გარეშე.

შენიშნვა:

თითქმის ყველა ჯგუფზე მიწერია “ადმინპანელში შესვლა”, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ყველას შეუძლია მანდ შესვლა. სწორედ აქედან შეუძლიათ მათ პროფილის რედაქტირება და სხვა.

პოსტის ავტორი - Landish

ბლოგის ერთადერთი დამაარსებელი, სულის ჩამდგმელი და ბლოგოსფეროს სიყვარული.

Warning: printf() [function.printf]: Too few arguments in /home/landish/public_html/wp-content/themes/twentyten/functions.php on line 537

6 კომენტარი პოსტზე ვორდპრესის მომხმარებელთა ჯგუფები

  1. კიკიტო ამბობს:

    რაღაც სულ უფრო და უფრო მომწონს ვორდპრესი და გადმოვბარგდები მგონი მალე

  2. kate_alukard ამბობს:

    მადლობელი ვარ დიდი=))) ძლივს არ გავიგე ვინ არის ეს Contributor :D გაიხარე და გამრავლდი :D

    • Landish ამბობს:

      მანამ ამ პოსტის დაწერა არ გადავწყვიტე, იქამდე არც მე ვინტერესდებოდი, ვინ იყვნენ ეგ ჟურნალისტები :D
      მხოლოდ ადმინს ვიყენებდი
      ..გაიხარე..: )

  3. N i c k ამბობს:

    და მათი ფუნქციების რედაქტირება, ან ჩემი სურვილისამებრ ახალი სტატუსის შემქნა როგორაა შესაძლებელი? :)

    • Landish ამბობს:

      ანუ აახლი ჯგუფი,რომ შექმნა სხავდასხვა ფუნქციებით?
      ეგ ვორდპრესს დეფაულტ-ად ა ააქვს, მაგისთვის სპეციალური პლაგინი უნდა გამოიყენო, რომელიც მე არასდროს გაომიყენებია და ვერ გეტყვი, რომელი გირჩიო :)

კომენტარის დამატება

გთხოვთ აუცილებლად შეავსოთ სახელისა და ი-მეილის ველები *

*

კომენტარებში შესაძლებელია შემდეგი HTML ტეგებისა და ატრიბუტების გამოყენება: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>