პლაგინი: მსგავსი პოსტები

მინდა ერთი ძალიან კარგი და გამოსადეგი პლაგინის შესახებ გამცნობოთ, რომელიც ბლოგზე შეძლებს მსგავსი პოსტების ერთმანეთთან ბმულებით კავშირს. მათი სიმსგავსე თქვენზე იქნება დამოკიდებული, ანუ ყოველი პოსტის დაწერისას თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ ესა თუ ის სტატია, როგორც “მსგავსი პოსტი”, რომელიც შესაბამის ადგილას გამოჩნდება.

ეს ადგილი შეიძლება იყოს პლაგინის მიერ დამატებული ვიდგეთი, პოსტის ბოლოს არსებული სივცრე ან სხვა.

გადმოწერა

პლაგინის გადმოწერა შეგიძლიათ ავტორის ვებ-გვერდიდან შემდექი მისამართის გამოყენებით: Related Posts

მე თუ მკითხავ, ეს პლაგინი საუკეთესოა ამ სახის ჩანართებს შორის, ყველაზე მოხერხებული და ადვილად სახმარი.

სქრინები

related-posts1

მგსავსი პოსტების დამატება

picture-2

მსგავსი პოსტების პარამეტრები

პლაგინის გადმოწერისა და დაყენების შემდეგ თქვენს ბლოგზე გამოჩდნება ეს გვერდი, სადაც შეძლებთ საჭირო კონფიგურაციას თქვენი პლაგინისთვის. და გამოჩნდება დამატებითი ველი, რომელიც ყოველი ახალი პოსტის დაწერის გვერდზე იქნება, საიდანაც შეძლებთ მსგავის პოსტების დამატებას.

უნიკოდთან კონფიგურაცია

პლაგინს აქვს მცირე ხარვეზი ქართული ტექსტით არსებულ სათაურებთან და პოსტებთან მიმართებაში, თუმცა ამის გამოსწორება ძალიან მარტივია. ამისათვის უბრალოდ საჭიროა პლაგინის ფოლდერში გავხსნათ ფაილი microkids-related-posts.js. შიგ 25 ხაზზე არის ასეთი კოდი

var searchResults = "../wp-content/plugins/microkids-related-posts/
mrp-search.php?mrp_s="
+ escape( $("#MRP_search").val() );

ამ ხაზზე კი საჭიროა

+ escape( $("#MRP_search").val() );

შევცვალოთ ამით

+ $("#MRP_search").val() ;

და ბოლოს მივიღოთ ასეთი კოდი 25 ხაზზე

var searchResults = "../wp-content/plugins/microkids-related-posts/
mrp-search.php?mrp_s="
+ $("#MRP_search").val() ;

ამ მცირე ბაგის შესწორებისთვის მადლობა ალეკოს.

მემგონი ზედმეტი ახსნა-განმარტება აღარ იქნება საჭირო, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს პლაგინი :)

პოსტის ავტორი - Landish

ბლოგის ერთადერთი დამაარსებელი, სულის ჩამდგმელი და ბლოგოსფეროს სიყვარული.
პოსტი მოთავსებულია კატეგორიაში "ვორდპრესი" და იგი შეიცავს შემდეგ ტეგებს: , , .

2 კომენტარი პოსტზე პლაგინი: მსგავსი პოსტები

  1. ალეკო ამბობს:

    მადლობა ალეკოს.

    არაფრის :) კარგია :)

  2. Sweet Baby Girl ამბობს:

    და ის რომელია ავტომატურად რომ აგენერირებს? :უსერ:

კომენტარის დამატება

გთხოვთ აუცილებლად შეავსოთ სახელისა და ი-მეილის ველები *

*

კომენტარებში შესაძლებელია შემდეგი HTML ტეგებისა და ატრიბუტების გამოყენება: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>