ამას წინათ ბლოგის ერთ-ერთმა მომხარებლემა მკითხა, ადმინისტრატორის პაროლი დამავიწყდა და პაროლის აღდგენა არ მუშაობსო, და სხვანაირად პაროლს ვერ აღვადგენო? მეც ვუპასუხე, რომ ამის ალერნატივა phpmyadmin-იდან პაროლის შეცვლა იყო.

ეს სტატია გამოადგებათ მათ, ვისაც არ ახსოსვს, ადმინისტრატორის პაროლი, მაგრამ იცის თავისი ჰოსტის phpmyadmin-ის შესასვლელი მომხმამრებლის სახელი და პაროლი. სხვებმა შეგიძლიათ ამაზე წაკითხვისთვის დრო არ დახარჯოთ, თუმცა ცოდნის გასაზრდელად ცუდი არც იქენბოდა ერთი თვალით რომ შეგევლოთ კიდეც.

wordpress-incorrect-password

Wordpress Incorrect Password

პირველ რიგში ჩვენ გვესაჭიროება შესვლა phpmyadmin-ში.

შესვლის შემდეგ ავირჩევთ იმ მონაცემთა ბაზას, რომელზეც დაინსტალირებული გვაქვს ჩვენი ბლოგი.

pass1

მონაცემთა ბაზის არჩევა

ბაზის არჩევის შემდეგ ჩვენ უნდა მოვნიშნოთ ცხრილი wp_users

pass2

wp_users ცხრილის არჩევა

ამის შემდეგ ჩვენ უნდა დავაჭიროთ ღილაკს Browse, რათა ჩვენს წინაშე ჩამოიშალოს მომხმარებელთა სია

pass3

Browse ღილაკზე დაჭერა

ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ წევრს, ამ შემთხვევაში ადმინისტრატორს (admin) და ვაჭერ რედაქტირების ღილაკს

pass4

ადმინის რედაქტირება

და მივადეგით უკანასკნელ პუნქტსაც, ველში user_pass ინახება მომხმარებლის MD5-ში დაშიფრული პაროლი, მისი შეცვლა კი შემდეგნაირად შეგვიძლია, Function-ში უნდა მივუთითოთ MD5, ხოლო მის გასვწვირ ჩავწეროთ ჩვენი ახალი პაროლი (new_password_here-ს ადიგლას) და იგი გადაიყვანს MD5 შიფრაციაში.

pass5

ახალი პაროლის დაყენება

პაროლის ჩაწერის შემდეგ მშვიდად დავაჭიროთ ღილაკს Go. და ამის შმედეგ ახალი პაროლიც დაყენდება მომხმარებელზე, ვიმოდევონებ ამჯერად მაინც არ დაგავაიწყდებათ თქვენი პაროლი :)