მემგონი დედა არ ზრუნავს თავის შვილებზე და მათ განვითარებაზე ისე, როგორც ვორდპრესის დეველოპერები ვორდპრესზე
.
ბოლო პერიოდში ვორდპრესს არაერთი საინტერესო ფუნქცია დაემატა, გაუმჯობესდა მისი სამომხმარებლო ინტერფეისი, დაიხვეწა ტექნიკურად, გაუმჯობესდა თავდაცვა და სხვ. ვორდპრესის ახალი, 3.0 ვერსიის გამოშვება დაგეგმილია უახლოესი 2 თვის მანძილზე.
მაგრამ, მანამ სანამ იგი ოფიციალურად გახდება ყველასთვის ხელმისაწვდომი, მის რამდენიმე საინტერესო ფუნქციის შესახებ გამცნობთ.
1. იუზერნეიმის და პაროლის შეცვლა
აქამდე ვორდპრესის ინსტალაციისას ჩვენ არ შეგვეძლო ჩვენით აგვერჩია ადმინისტრატორის სახელი და პაროლი. იძულებულნი ვიყავით დავკმაყოფილებულიყავით სახელით “admin” და იმ პაროლით, რომელსაც ვორდპრესი ავტომატურად გვაძლევდა ხოლმე (მართალია სახელის და პაროლის შეცვლა ადვილი არ იყო, თუმცა არც შეუძლებელი).

ვორდპრესის ინსტალაცია. სახელის და პაროლის არჩევის ველები
ახალ ვერსიაში კი ეს საკითხი შემდეგნაირად გადაიჭრა, ინსტალაციისას ჩნდება ორი დამატებითი ველი, სადაც მომხმარებელი თავისით ირჩევს მისთვის სასურველ სახელს და პაროლს.
2. ახალი default დიზაინი
როგორც იქნა!
ის სტანდარტული დიზაინი, რომელიც აქამდე ეყენა ვორდპრესს, მემგონი საუკუნეების მანძილზე არ შეცვლილა, მაგრამ ახლა უკვე 2010 წელთან დაკავშირებით ვორდპრესმა როგორც იქნა გადაწყვიტა ახალი default დიზაინის დაყენება, რომელსაც სახელად TwentyTen ჰქვია, ანუ 2010 ჰქვია.

ვორდპრესის ახალი default თემა - TwentyTen 2010
იგი გამორჩეულია ორსვეტოვანი layout-ით, რომლის მთავარი ფონტიც არის Georgia. აღსანიშნავია ასევე drop-down მენიუ, რომელსაც დღეს-დღეობით ყოველი მეორე დიზაინი შეიცავს.
გეგმაშია ყოველწლიურად ახალი default დიზაინის გამოშვებაც!
3. უნიკალური ბექგრაუნდის მხარდაჭერა
ამიერიდან ვორდპრესის მომხმარებლებს შეეძლებათ თავიანთ დიზაინს მიუმაგრონ custom ფონი (background), ყოველგვარი CSS-ის ცოდნის გარეშე.

ვორდპრესში დიზაინის ფონის შეცვლის მხარდაჭერა
მისი გამოყენება ძალიან მარტივია, საჭიროა შემდეგი კოდის გაწერა თემის functions.php ფაილში:
add_custom_background();
რის შემდეგადაც ადმინპანელში გაჩნდება ქვე-მენიუ სახელად Background, საიდანაც მარტივად შეძლებთ სასურველი ფონის დაყენებას თქვენს ბლოგებზე.
4. მულტი-საიტებთან და WPMU-სთან ურთიერთობის შესაძლებლობები
ვორდპრესი და WPMU თავიანთ ბაზებს აერთიანებენ, რაც ერთმანეთთან კავშირს და ურთიერთობას ძალიან მარტივს გახდის.

მულტი-საიტებთან და WPMU-სთან ურთიერთობის შესაძლებლობები
ამიერიდან ვორდპრესის და WPMU-ს მომხმარებლებს არ შეექმნებათ პრობლემები მულტი-საიტთან მიმართებაში. (ამაზე უფრო მოგვიანებით დავწერ, როდესაც პირადად მექნება შეხება)
5. განსხვავებული ტიპის პოსტები
თუ კი აქამდე მხოლოდ გვერდების და პოსტების დამატება შეგვეძლო, ახლა უკვე ჩვენთვის სასურველი ტიპის კონტენტის დამატებას შევძლებთ.

განსხვავებული ტიპის კონტენტის მართვა
ქვემოთ მოცემული კოდის გამოყენების შემთხვევაში, შეიქმნება დამატებითი “საწერი” პანელი, სახელად Portfolio,
function post_type_portfolio() {
register_post_type( 'Portfolio',
array( 'label' =>
__('Portfolio'), 'public' => true, 'show_ui' => true ) );
register_taxonomy_for_object_type('post_tag', 'Portfolio');
}
add_action('init', 'post_type_portfolio');
საიდანაც შევძლებთ განსხვავებული ფორმის კონტენტის წერას (ამაზეც მოგვიანებით).
6. მენიუს მართვის სიადვილე
გარკვეული ზეწოლის გარეშე ჩვენ უბრალოდ არ შეგვეძლო შეგვეცვალა გვერდების და კატეგორიების ფიზიკური მდგომარეობა.

ვორდპრესის მენიუს მართვა
ვორდპრესს 3.0-ში ეს უკვე შესაძლებელია; ჩვენ შეგვიძლია გადავაადგილოთ გვერდები და დავალაგოთ ისინი ჩვენთვის სასურველი მდებარეობის მიხედვით. ასევე შეგვეძლება გარე ბმულების (external links) ჩართვა.

ვორდპრესის ნავიგაცია
ეს ფუნქცია ჩამატებული იქნა Woothemes-ის მიერ და მას Woonav ეწოდა.
7. ვორდპრესის სახელმძღვანელო
ვორდპრესი განსაკუთრებით ზრუნავს იმათზე, ვინც ახალბედაა ამ სისტემის მოხმრებაში, ამიტომ, სწორედ მათთვის დაამატა ფუნქცია wordpress guide, რომელიც გზას გაუკვლევს მათ, ვისაც აქამდე არ ჰქონია შეხება ამ პლატფორმასთან.
8. ავტორის შაბლონები
აქამდე ჩვენ შეგვეძლო კონკრეტული კატეგორიისთვის ინდივიდუალურად გამოგვეყენებინა ჩვენი საკუთარი შაბლონი. category-{slug}.php და category-{id}.php-ის სტრუქტურულად (Template Hierarchy).
3.0 ვერსიაში ანალოგიურად გვეძლევა შესაძლებლობა შევქმნათ თითოეული ავტორისთვის ინდივიდუალური შაბლონი, author-landish.php და author-1.php-ის მიხედვით.
9. განახლებული Media ინტერფეისი
2.9 ვერსიაში უკვე ვიხილეთ დამატებითი ხელსაწყოები მედიაში, რომელთა შესახებ ვრცლად მიწერია სტატიაში – WordPress 2.9 Features, მუშაობა ბევრ ფუნქციაზე ჯერ კიდევ მაგ ვერსიამდე იყო დაწყებული, თუმცა საბოლოო სახეს მხოლოდ 3.0 ვერსიაში ვიხილავთ. თუ რა დამატებითი ფუნქციებია, ეს ჯერ-ჯერობით ჩემთვისაც უცნობია, თუმცა მეც თქვენსსავით სულმოუთმენლად ველი.
10. ცხრილების მოქნილობა
ჯერ კიდევ 2.3 ვერსიაში მონაცემთა ბაზის ცხრილები: categories, post2cat, და link2cat ჩაანაცვლა taxonomies-ებმა. ამით მისი გამოყენება და მოხმარება ძალიან მარტივი გახდა.
3.0 ვერსიაში კი taxonomies-ს ცხრილებს ექნებათ ინდივიდუალური ტიპის ცხრილების მხარდაჭერა, მაგალითად რეიტინგებისთვის – Rating და სხვ. (ამაზეც დეტალურად დავწერ შემდგომ).
ჯერ-ჯერობით სულ ეს არის, ის 10 სიახლე, რომელიც ვორდპრესის 3.0 ვერსიაში გველოდება. მის გამოსვლას მოუთმენლად ველი და სიახლეებს შეგატყობინებთ, მანამდე კი ამედევნეთ თვითერზე @Landish და გაეცანით საინტერესო სიახლეებს.
P.S. თქვენ რას ფიქრობთ ამ ახალ ფუნქციებთან დაკავშირებით? რომელი მოგწონთ და რომელი არა? თქვენ რას ჩაამატებდით ან რას ამოიღებდით? და მთავარი შეკითხვა – ისევ ბლოგსპოტზე ხართ?
ყველაზე მეტად მაინც ბექგნაუნდი გამიხარდა
(გვერდების გადანაცვლებაც)
რაც არ უნდა მომწონდეს სემპლ დიზაინი, ზოგჯერ მინდება ხოლმე ბლოგის ჩემებურად გალამაზება.)
კარგი სიახლეებია ნამდვილად, ვიცი რომ ვორდპრესიდან არსადაც არ გადავალ.
საერთოდ ვორდპრესი რომ ბლოგსპოტთან შესადარებელი არაა, ეგ ყველამ უნდა იცოდეს
ბლოგსპოტზე კომენტარის დაწერის რომ მეშინია ისე არაფრის !
ვა ვა… მაგარია..
…და კიდევ ერთხელ დაერხევა Blogspot-ს!
)
ვაჰ, რა კარგია
მიყვარს ასეთი სიახლეები
მაგარი სიახლეა
მიხარია, იმიტომ რომ მეც ვორდპრესსზე ვარ
ნელნელა მაგრად ნვითარდება ვორდპრესსი
ბლოგსპოტს თავისი მომხმარებელი ყოველთვის ეყოლება… უმარტივესია და ვისაც ზედმეტი თავისტკივილი არ სურს, დარჩება მშვენივრად : )
მაგრამ გაუმარჯოს ვორდპრესს !
ველოდები! :>
ჰმ. ბლოგსპოტელები მაინც ჩვენ ადგილას დავრჩებით, ჩვენ გიკომენტარებთ თქვენ კიდე არა.ტაკოები ხარტ
DDD
როცა ისეთი სისტემა გექნებათ, როცა კომენტარის დატოვებაზე არ დავიტანჯებით, მაშინ დავტოვთ ხოლმე
ვაბშეტა disqus დააყენეთ რა : )
მადლობ ვლადიმერ
ვფიქრობ არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ განახლებები მაინც სასიამოვნოა
როგორც იქნა მიხვდნენ რომ ეს ავტომატურად პაროლის დაგენერირება მაგარი სისულელეა…
ამ სიახლეებიდან ყველაზე მეტად მაინც მენიუების მართვის სისტემა მომწონს, პლაგინის დეველოფმენთ ვერსია მეყენა და მგონი თვით ჯუმლაზე უკეთესი სისტემა გამოდის!
ძალიან მოსახერხებელია ასევე საწერი პანელების შექმნის შესაძლებლობაც.
იმედია ადმინკის დიზაინსაც შეცვლიან…
ჯუმლაზე მოხერხებული, როა ამას დიდი ხანია მივხდი
და ადმინკის დიზაინს რას ერჩი ? : )
მესამეჯერ მადლობა რომ ვორდპრესი ახლოს გამაცანი
ფანტასტიური ძრავაა თავის “პრიბამბასებით”!
დიზაინი დიდად არ მომეწონა მაგრამ, თვითონ ძრავა ძალიან მაგარია )))
მაგარია მე მართალია ჯერ ამ ვერსიის ფუნქციებშიც კარგად ვერ გავერკვიე მაგრამ 3.0 მაინც მახარებს Blogspot ახლდება და ბევრი რამ ემატება ასე რომ არც მთლად ასეა საქმე
მაგალითად?
რა მაგარიაააა!!! მარა ლანდიშ იცი რა მაინტერესებს?
ანუ ეს ვერსია მარტო იქ იმუშავებს სადაც ვორდპრესის ძრავაა თუ ზოგადად ბლოგებზე? ანუ ხო ხვდები რასაც გეკითხები
მიყვარს ვორდპრესიიი :*:*:*:
ეს ყველაფერი იმუშავებს ისეთ, ბლოგებზე, სადაც აყენია ვორდპრესი, მაგალითად ჩემთან.. თინისთან და სხვებთან : )
ეს განახლებები, ოღონდ მცირე რაოდენობით ექნებათ wordpress.com-ის მომხმარებლებსაც..
მაგალითად პირველი სიახლე, იუზერნეიმის და პაროლის შეცვლა არ გექნებათ თქვენ, იმ მარტივი მიზეზის გამო რო ინსტალაცია თქვენთან საჭირო არაა და ა.შ. : )
გამიგე?
გაიგე
მადლობა ამომწურავი პასუხისთვის
)))))