ვორდპრესის დეველოპერები მის ბირთვს ელვისებური სისწრაფით ანახლებენ და უამრავ საინტერესო ფუნქციას ამატებ ყოველ ვერსიაში. უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება 2.9 ვერსია, რომლის ახალ ფუნქციებზეც და მნიშვნელობებზეც დღეს ვისაუბრებ.

სანაგვე

ალბათ გქონიათ შემთხვევა, როდესაც რაიმე პოსტი, სურათი ან კომენტარი წაგშლიათ და გსურდათ მისი აღდგენა (მახსოვს ნატოშას დაემართა რამდენიმე დღის წინ ესეთი რამ), მაგრამ ვერაფერი გიღონიათ, რადგან იგი სამუდამოედ დაემშვიდობა თქვენს მონაცემთა ბაზებს.

ახალ ვერსიაში ამისთვის წამალი გამოიგონეს – სანაგვე  (Trash), რომელიც იგივე ფუქნციის იქნება, რასაც თქვენი Recycle Bin შვრება თქვენს ვინდოუსში. ინახავს “წაშლილ” ინფორმაციას, სანამ სანაგვეს არ გაასუფთავებთ.

wordpress-trassh

Wordpress Trash Can

მე თუ მკითხავთ, ეს იმდენად მნიშვნელოვანი ფუქნციაა, რომ აქამდე უნდა ჩამატებულიყო :)

სტანდარტულად სანაგვეში არსებული პოსტები 30 დღის შემდეგ იშლება, მაგრამ თქვენ ამ რიხცვის შეცვლა შეგიძლიათ wp-config.php ფაილში შემდეგი ხაზის გაწერით.

define('EMPTY_TRASH_DAYS',7);

სურათების რედაქტორი

მართალია ვორდპრესს ფოტოშოპი არ ჩაუმატებია, თუმცა ძირითადი და მნიშვნელოვანი მოქმედებების შესრულება შეეძლება ამ ახალ ფუქნციას, რომელიც სურათებისთვისაა გათვლილი.

wordpress-media

Wordpress Image Editing

მას შეუძლია მოჭრას, ამოაბრუნოს, შეუცვალოს ზომა და ჩაუტაროს სხვადასხვა ოპერაცია სურათს, რომელსაც რედაქტორში გახსნით. რედაქტორში გახსნა შეგიძლიათ კონკრეტული სურათის ქვემოთ არსებულ სარედაქტირო ღილაკზე დაჭერით (Edit).

მედია

მედია, ეს ის დანამატია, რომლის მეშვეობითაც ადვილად შეძლებთ სურათებისა და ვიდეოების დამატებას თქვენს ბლოგზე ისეთი საიტებიდან, როგორიცაა Flickr, Youtube და სხვ. მრავალი.

ეს ახალი დანამატი oEmbed-ის სახელით არის ცნობილი. oEmbed-ს შეუძლია კონტენტის აღება შემდეგი საიტებიდან:

  • YouTube
  • Blip.tv
  • Flickr images and videos
  • Hulu
  • Viddler
  • Qik.com
  • Revision3

ასევე შეგეძლებათ Google Video-დან, Polldaddy-დან და DailyMotion-იდან კონტენტის დამატება.

ვიდეოების ჩასმა შეგეძლებათ შემდეგი კოდით:

[html]http://www.youtube.com/watch?v=ZGp220EQUis&feature=popt00us0a[/html]

ეს სწორედ ის სამი ახალი ფუქნციაა, რომელიც ჩავთვალე, რომ ყველაზე მეტად დაგაინტერესებდათ, თუ დამატებითი ინფორმაციის მიღება გსურთ ამის თაობაზე გადაიკითხეთ აარონ ბრაზელის პოსტი და დაელოდეთ ოფიციალურ დოკუმენტაციას.

გამოიყენეთ ვორდპრესი და იგი ბლოგერის ცხოვრებას გაგიადვილებთ : )