ვისაც უხდება MySQL სერვერთან ბაზების შენახვა/აღდგენა მათ ეს სტატია აუცილებლად დააინტერესებთ, თუმცა ეს მხოლოდ მათთვის არ არის და სხვა მომხარებელსაც შეუძლია ცოდნის გარღმავება, მაშ ასე შევუდგეთ.
რა არის Sypex Dumper?
Sypex Dumper – ეს არის მცირე, მაგრამ მძლავრი PHP სკრიპტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას სწრაფად და მოხერხებულად შეინახოთ თქვენი ბაზის ასლი (backup) და აღადგინოთ (restore) იგი…

Sypex Dumper
Sypex Dumper შექმინლია უკრაინული კომპანია БИНОВАТОР-ის მიერ და იგი ვრცელდება GNU GPL-ის მეშვეობით სრულიად უფასოდ. მისი ბოლო ვერსია, Sypex Dumper Lite 1.0.8, 2006 წლის ოქტომბერში გამოვიდა და დღემდე პირნათლად ასრულებს მის დავალებას.
წინასწარი მომზადება
იმისათვის რომ თქვენ გამოიყენოთ Sypex Dumper, ამისათვის საჭიროა თქვენს სერვერზე ეყენოს:
- PHP 4.3.1 ან უფრო მაღალი ვერსია
- MySQL 3.23.56 ან უფრო მაღალი ვერსია
- PHP მოდულები: zlib და bz2 (რათა GZip და BZip 2 შეკუმშვის ფუნქციებთან ვიმუშაოთ)
ხოლო მომხარებლის კომპიუტერზე უნდა ეყენოს:
- ინტერნეტ ბრაუზერი (Internet Explorer 5.5+, Mozilla Firefox, Opera 8+ და ა.შ)
- JavaScript-ის მხარდაჭერა (ბრეუზერებს)
- FTP-მენეჯერი (სერვერზე შენახულ ფაილებთან სამუშაოდ: გადმოწერა/ატვირთვა)
როგორ გამოვიყენოთ Sypex Dumper?
- გადმოწერე ფაილი – Dumper.zip
- dumper.php ფაილი ატვირთეთ თქვენთვის სასურველ დირექტორიაში
- ატვირთულ ფოლდერ კი CHMOD დაუყენეთ 777
- აკრიფეთ თქვენს მიერ ატვირთული ფაილის მისამართი ბრაუზერის Address Bar-ში : http://domain.com/dumper.php
- ავტორიზაციის ფორმაში შეიყვანეთ თვენი ბაზის მომხარებლის სახელი და პაროლი
ბაზის შენახვა
- აირჩიეთ ბაზა, რომლის შენახვა გსურთ
- აირჩიეთ შეკუმშვის მეთოდი (Gzip ან Bzip2 ან არცერთი)
- აირციეთ შეკუმშვის დონე
- დააჭირეთ ღილაკს “ამოქმედება”
- უბრალოდ დაელოდეთ პროცესს (რამოდენიმე წამი) და შემდეგ სურვილისამებრ შეგიძლიათ გადმოწეროთ ფაილი
ბაზის აღდგენა
- აირჩიეთ ბაზა, რომლის აღდეგანც გსურთ
- აირჩიეთ შენახული ბაზის ფაილის სახელი (იგი თარიღდება შემდეგნაირად mysql_base_name_year_month_day_hout_minute.sql)
- დააჭირეთ ღილაკს “ამოქმედება”
- უბრალოდ დაელოდეთ პროცესს (რამოდენიმე წამი)
Sypex Dumper-ს თავისუფლად შეუძლია ასეულ მეგაბაიტობით ბაზებთან უპრობლემოდ მუშაობა, მაშინ როდესაც უბრალოდ phpmyadmin-ს ეს არც დაესიზმრება. Sypex Dumper ზემოთხსნებულ პროგრამასთან შედარებით 5ჯერ სტრაფია.
მისი ძირითადი თვისებები/ფუქნციებია
- მუშაობს MySQL სერვერთან: ანახლებს და ინახავსს მონაცემთა ბაზებს
- მუშაობის, როგორც მცირე, ასევე უზარმაზარი ზომების ბაზებთან (რამოდენიმე კილობაიტიდან – გიგაბაიტამდე)
- აქვს შესაძლებლობა ორ ფორმატში (Gzip და Bzip2) შეკუმშვის (თუ შესაბამისი PHP მოდულები აყენია სერვერზე)
- ცხრილების ფილტრაცია (რომლის მეშვეობითაც თავისუფლად შეილება ამოვირჩიოთ შესანახი ცხრილები)
- მუშაობს როგორც Windows ასევე Linux სერვერებზე
- მუშაობის მაღალი სიჩქარე (4-5ჯერ უფრო სწრაფად ვიდრე phpmyadmin)
- მოქმედების იდენტიფიკატორი, რომლის მეშვეობითაც ჩანს, თუ მუშაობის რა ეტაპზეა პროგრამა
- არის ძალიან კომპაქტური (სულ რაღაც 25KB)
- ადვილად ყენდებადია
- გააჩნია ავტორიზაციის საკუთარი ფორმა
ასევე ურთიერთობს სხვა დამპერებთან, phpmyadmin-თან და mysqldump-თან.
ამ პროგრამასთან მუშაობით თქვენ დარწმუნდებით რომ იგი მართლაც, რომ სწრაფია, მოხერხებული, კომპაქტური, გააჩნია მარტივი ინტერფეისი და რაც მთავარია შეუძლია იმუშაოს ნებისმიერი ზომის ბაზებთან.
შენიშვნა
თუ თქვენ ბაზის შენახვის ან აღდგენის დროს გამოგიჩნდათ შეცდომა
[html]Can’t connect to local MySQL server through socket ‘/tmp/mysql.sock[/html]
მაშინ გახსენით dumper.php ფაილი და შიგ მოძებნეთ შემდეგი კოდი
[php]define(‘DBHOST’, ‘localhost:3306′);[/php]
ხოლო localhost:3306-ის ნაცვლად კი ჩაწერეთ თქვენი MySQL სერვერის ჰოსტი…
ასევე თქვენ სურვილისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი კოდირება default კოდირებად…
გახსენით იგივე ფაილი (dumper.php) და მასში მოძებნეთ შემდეგი
[php]define(‘RESTORE_CHARSET’, ‘latin1′);[/php]
latin1-ის ნაცვლად კი შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი კოდირება..
როგორ გამოვიყენოთ ფილტრები?
- სიმბოლო * – აღნიშნავს სიმბოლოების ნებისმიერ რაოდენობას
- სიმბოლო ? – აღნიშნავს ერთ ნებისმიერ სიმბოლოს
- სიმბოლო ^ – აღნიშნავს, რომ ესა თუ ის ცხრილი არ იქნება შენახული
ფილტრების მაგალითები
- ib_* – ყველა ცხრილი რომელიც იცწყება “ib_“-ით
- ib_*, ^ib_sessions – ყველა ცხრილი, რომლიც იწყება “ib_“-ით, გარდა “ib_sessions“-ისა.
- ib_s*s, ^ib_sessions – ყველა ცხრილი, რომელიც იწყება “ib_s“-ით და მთავრდება ასო “s“-ზე, გარდა “ib_sessions“-ისა.
- ^*s - ყველა ცხრილი, გარდა იმათი, რომლებიც მთავრდება ასე “s“-ზე.
- ^ib_???? – ყველა ცხრილი, გარდა იმათი, რომლებიც იწყება “ib_“-ზე და ქვედა ტირის შემდეგ შეიცავს 4 სიმბოლოს.
პროგრამის სქრინები

ავტორიზაციის ფორმა

ექსპორტის დასასრული

ბაზის არჩევა და ექსპორტისთვის მზადება
გაქართულებული სკრიპტისთვის მადლობას ვუხდი Compinfo.Ge-ს და Ja_Ja-ს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://sypex.net/


მეც ვიყენებ ამას…. კაი რამეა
სხვათაშორის ახალი 2.0.5 ვერსია გამოვიდა
კი, მართალი ხარ, თუმცა ჯერ-ჯერობით ბეტა ვერსიაა, მაგრამ რაც ვნახე, აღფრთოვანება ვერ დავმალე. იმედი მაქვს სრული ვერსიის მხილველნი მალე გავხდებით.