რა არის Mofuse?

13 აპრილი, 2009 · 21:04 @ Landish  -  კომენტარების გარეშე

Share

Mofuse.Com არის ახალი სერვისი, რომლის საშუალებითაც ხდება ნებისმიერი საიტის გენერირება მობილური ვერსიისთვის, რომელსაც აქვს RSS-ის მხარდაჭერა და ხდება ვებ-გვერდის პერიოდული განახლება. Mofuse-ს აქვს გამოქვეყნების ორი ვარიანტი, ერთი მობილური ტელეფონებისთვის და მეორე Iphone-ებისთვის.

რითი დავიწყოთ?

პირველ რიგში შევიდეთ Mofuse-ს ოფიციალურ საიტზე და დავრეგისტრირდეთ. რეგისტრაციის შემდეგ გამოსულ ფანაჯარაში მთავარ გვერდზე დავამატოთ ჩვენი ბლოგის მისამართი ან RSS მისამართი, სასურველია RSS წყაროს მისამართი.

setup1

Add New Blog

თქვენი ბლოგის დამატების შემდეგ თქვენ მიიღებთ ასეთი სახის URL მისამართს: BLOGNAME.mofuse.mobi სადაც BLOGNAME თქვენი ბლოგის სახელია, რომელიც მიუთითეთ რეგისტრაციის დროს.

setup2

Set Up Blog

მაგალითად ჩემს შემთხვევაში, ჩემს მიერ დარეგისტრირებული ბლოგი landish.ge და მითითებული სახელი URL-ში, landish (ანუ BLOGNAME)  მიიღებს URL-ს ასეთი სახით landish.mofuse.mobi. თქვენ ამ ბლოგის ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ამ მისამართზე: http://landish.mofuse.mobi/

საიტის რედაქტირება

Mofuse-ს მეშვეობით თქვენ ასევე შეგიძლიათ მთავარი გვერდის რედაქტირება, გვერდების დამატება და ვიზუალური მხარის გაუმჯობესება თქვენი გემოვნების მიხედვით.

editcolors

Edit Colors

როდესაც თქვენს პროფილში შეხვალთ, დაინახავთ მარჯვენა ზედა კუთხეში ნავიგაციის ღილაკს, სახელწოდებით Design/Colors და მასზე დაჭერის შემთხვევაში გადახვალ იმ გვერდზე, სადაც ხდება ფერების რეგულირება. სტანდატულად ეს არის თეთრ ფონზე ლური ფერის ბმულებისა და შავი ფერის ტექსტის კომპინაცია, მაგრამ მათი შეცვლა თქვენი სურვილისამებრ შესაძლებელია და საბოლოოდ შეგიძლიათ მიიღოთ თუნდაც ასეთი სახის ბლოგი.

aftercustom

After Custom

მთავარი გვერდის რედაქტირება

კონტექსტურ მენიუში მარჯვნივ იხილავთ ბლოკს სახელწოდებით Add Content, რომლის ერთ-ერთი ბმულიც არის  Edit Homepage, სწორედ ამ გვერდზე გადასვლის შემთხვევაში შეიძლება მიიღოთ ქვემოთ ნაჩვენები სურათი, სადაც შეძლებთ მთავარი გვერდის რედაქტირებას. მაგალითად მისასალმებელი ტექსტის გამოქვეყნებას ან სხვ.

edithomepage

Edit Homepage

იქვე არის ღილაკი Add 2 Call-ის სახელწოდებით, რომელზეც დაკლიკვის შემთხვევაში თქვენ გადახვალთ იმ გვერდზე, საიდანაც შეძლებთ ისეთი ღილაკის დამატებას ვაპ გვერდზე, რომელზეც შესვლის შემთხვევაში დარეკავს თქვენ ტელეფონის ნომერზე.

დამეთანხმებით კარგი ფუნქციაა, თუმცა ამას თავისი მინუსებიც აქვს. არ არის გამორიცხული უცხო ხალხმა წამდაუწუმ გირეკოს და გაწუხოს. თუმცა ეს სერვისი მე არ დამიტესტავს.

საკუთარი დომენის მიბმა

თუ თქვენ მოგეწონათ Mofuse-ს სერვისი, მაგრამ არ მოგწონთ ის URL მისამართი, რომელსაც ავტომატურად აგენერირებს  ეს სისტემა, მაშინ თქვენ შეგიძლიათ იგი საკუთარ დომენზე მიაბათ. თუ კი რა თქმა უნდა ამის საშუალება აქვს თქვენს ჰოსტს.

მაგალითად ჩემს შემთხვევაში landish.mofuse.mobi-ს გამოყენებას მერჩევნა გამომეყენებინა ქვე-დომენი ჩემი ბლოგისთვის, wap.landish.ge, რომელიც ამჟამად მოქმედ მდგომაროებაშია და შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://wap.landish.ge/

საკუთარი დომენის მისაბმელად საჭიროა Mofuse-ს კონტროლ პანელში შეხვიდეთ Custom Domain-ის გვერდზე და ჩაწეროთ ის დომენი (ან ქვედომენი), რომელიც გამოყენებული იქნება თქვენი მობილური ვერსიის ბლოგისთვის. მაგალითად wap.tkveni-saiti.ge

შემდეგ უნდა შეხვიდეთ თქვენი დომენის სამართავ პანელში (ეს დამოკიდებულია იმაზე თუ სად გაქვთ ბლოგი დაჰოსტილი), ჩემს შემთხვევაში ეს იყო DirectAdmin-ის სამართავი პანელი და იქ DNS ჩანაწერებში უნდა გააქეთოთ CNAME ჩანაწერი თქვენი ქვედომენითვის.

dns1

DNS Management

ჩანაწერების გაკეთებამდე ვაპ გვერდისთვის განკუთვნილს ქვედომენზე არ უნდა იყოს რაიმე CNAME ჩანაწერი, თუ არსებობს (და იგი არსებობს სტანდარტულ შემთხვევებში) მაშინ იგი უნდა წაშალოთ და დაამატოთ ახალი ჩანაწერი და CNAME პარამეტრს მნიშვვნელობად უნდა დავუყენოთ BLOGNAME.mofuse.mobi. (ბოლოში წერტილი აუცილებელია!), სადაც BLOGNAME ბლოგის მისამარტია, რომელიც დაგენერირდა რეგისტრაციის დროს.

dns2

DNS CNAME

DNS ჩანაწერების გაკეთების შემდეგ თქვენი საკუთარი დომენი ამ სერვისზე მიბმული იქნება 48 საათის განმავლობაში და მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი თქვენს დომენზე შესვლა.

ესეც ასე. ახლა landish.ge-ზე მობლურით შემოსვლის შემთხვევაში გადამისამართებული იქნებით ამ გვერდზე, ხოლო Iphone-თი შემოსვლის შემთხვევაში კი ამ გვერდზე.

პირადად მე wap.landish.ge საჩვენებელ მაგალითად შევქმენი, ვეჭვობ ვაპით ვინმე ქართველი ჩემს ბლოგზე შემოვიდეს, რადგან ამისთვის ორი მიზეზი არსებობს: ერთი ის რომუმეტესობა ტელეფონებს არ ააქვს UTF-8 კოდირეს მხარდაჭერა, ანუ ქართულ ტექსტს ვერ კითხულობს, ხოლო მეორე კი ისაა, რომ აქ ისეთი სახის პოსტები მიწერია, რომ მათი უმეტესობა თქვენი მობილურის ტრაფიკს უბრალოდ “გადაჭამს” :D

ტეგები:

კომენტარის დამატება