თუ კი Google Docs-ის აქტიური მომხმარებელი ხართ, მაშინ თქვენთვის სასიამოვნო სიახლე მაქვს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში Google აქტიურად მუშაობდა მისი ერთ-ერთი პროდუქციის, Google Docs-ის განახლებაზე. ამ განახლებებზე მუშაობა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და დღეს-დღეობით უკვე შესაძლებელია ახალი ფუნქციების გამოყენება.

Google Docs Logo

ერთ-ერთი საინტერესო განახლება real-time რედაქტირებაა, რაც საშუალებას გაძლევთ რამდენიმე ადამიანს, იმუშაოთ ერთ ან რამდენიმე დოკუმენტზე ერთდროულად. თქვენ ასევე შეგიძლიათ თვალი ადევნოთ სხვა რედაქტორების მუშაობის პროცესსაც.

ამ რედაქტირებასთან ერთად დამატებულია ჩათის ფუნქციაც, რაც თქვენს კოლეგებთან სწრაფი და მარტივი კავშირის საშუალებას მოგცემთ. 

Google Docs (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

ამას გარდა, დოკუმენტებთან მუშაობისას გაადვილებულია სურათის ან რაიმე ტექსტური ნაწილის ერთი ადგილიდან მეორეში გადატანა drag and drop-ის საშუალებით. თქვენ ასევე შეგიძლიათ კომენტარების დამატებაც.

რაც შეეხება Google Spreadsheet-ს, აქ უკვე შესაძლებელია Exel-ის ფორმულების გამოყენება,  ველების გამარტივებული რედაქტირება და სვეტების ერთი ადგილიდან მეორეში (drag and drop-ით) გადატანა.

Google Docs Spreadsheet (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

გუგლს არც Google Drawing-ის შესახებ დავიწყებია. ახლა უკვე ძალიან მარტივად შეიძლება შექმნათ რუკები, სტატისტიკა და სხვ.

Google Docs Drawing (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

დეტალებში უკეთ გარკვევისთვის იხილეთ ეს ვიდეო და გადახედეთ Google Docs-ის დოკუმენტაციას.

ვფიქრობ, ეს ცვლილებები საკმაოდ დროული აღმოჩნდა, თუ გავითვალისწინებთ Microsoft-ის პროდუქტს Docs.Com-ის UI-ის (სამომხმარებლო ინტერფეისს) და ფუნქციების არსებობას. თქვენ რას ფიქრობთ? მოგწონთ ეს განახლებები? და საერთოდ იყენებთ თუ არა Google Docs-ს? და გამოიყენებთ თუ არა მას ამ ცვლილებების შემდეგ? : )