ვორდპრესი

WordPress 2.9 Features

ვორდპრესის დეველოპერები მის ბირთვს ელვისებური სისწრაფით ანახლებენ და უამრავ საინტერესო ფუნქციას ამატებ ყოველ ვერსიაში. უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება 2.9 ვერსია, რომლის ახალ ფუნქციებზეც და მნიშვნელობებზეც დღეს ვისაუბრებ.

სანაგვე

ალბათ გქონიათ შემთხვევა, როდესაც რაიმე პოსტი, სურათი ან კომენტარი წაგშლიათ და გსურდათ მისი აღდგენა (მახსოვს ნატოშას დაემართა რამდენიმე დღის წინ ესეთი რამ), მაგრამ ვერაფერი გიღონიათ, რადგან იგი სამუდამოედ დაემშვიდობა თქვენს მონაცემთა ბაზებს.

ახალ ვერსიაში ამისთვის წამალი გამოიგონეს – სანაგვე  (Trash), რომელიც იგივე ფუქნციის იქნება, რასაც თქვენი Recycle Bin შვრება თქვენს ვინდოუსში. ინახავს “წაშლილ” ინფორმაციას, სანამ სანაგვეს არ გაასუფთავებთ.

wordpress-trassh

Wordpress Trash Can

მე თუ მკითხავთ, ეს იმდენად მნიშვნელოვანი ფუქნციაა, რომ აქამდე უნდა ჩამატებულიყო :)

სტანდარტულად სანაგვეში არსებული პოსტები 30 დღის შემდეგ იშლება, მაგრამ თქვენ ამ რიხცვის შეცვლა შეგიძლიათ wp-config.php ფაილში შემდეგი ხაზის გაწერით.

define('EMPTY_TRASH_DAYS',7);

განაგრძე კითხვა →

როდის არის საუკეთესო დრო პოსტის დასაწერად?

ნამდვილად არ მინდა ეხა უაზრო სტატისტიკებით აგირიოთ თავგზა და შეგაწუხოთ. უბრალოდ მინდა იმ ხერხის შესახებ გითხრათ, რომელსაც მე ვხმარობ და ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე ეს მართლაც საუკეთესოა.

ისმის კითხვა, დღის რომელი ინტერვალია საუკეთესო პოსტის დასაწერად? დილა, შუადღე, საღამო თუ ღამე?

ოთხივე მათგანს თავისი დადებით და უარყოფითი მხარეები აქვს, როგორც მკითხველისთვის, ასევე ბლოგერისთვის. აქვე ვიტყვი, რომ როდესაც ვამბობ “დაწერას”, ვგულისხმობ “გამოქვეყნებას” :)

CBR003592

როდის არის საუკეთესო დრო პოსტის დასაწერად?

პოსტის დილაობით გამოქვეყნება

ეს ის დროა, როდესაც თქვენი მკითხვლების უმეტესობა სამსახურშია, ინსტიტუში ან თუნდაც სკოლაში. სამწურხაროდ არ შევხვედრივარ ისეთ პიროვნებას, რომელიც ზემოთხსნებულ დაწესებულებას, მხოლოდ იმიტომ გააცდენდა, რომ ბლოგზე პოსტი წაეკითხა :D . ასეთი ვინმე, რომც ყოფილიყო, 1-2 კომენტი და ვიზიტორი არაფერს მოგცემდათ. თქვენ ფართო აუდიტორიაზე უნდა იზრუნოთ :)

ამიტომ დილა გამორიცხულია განაგრძე კითხვა →

ვორდპრესის მომხმარებელთა ჯგუფები

გააქვთ მულტიავტორიანი (როდესად რამდენიმე წევრი წერს ერთ ბლოგზე) ბლოგი ან უბრალოდ გსურთ, რომ თქვენს საიტზე იყვნენ ადამინები, რომლებსაც გარკვეული უფლებები ექნებათ თქვენს საიტზე?

ამის საშუალებას ვორდპრეის გვაძლევს User Roles-ების მეშვეობით. ეს არის ვორდპრესის მომხმარებელთა ჯგუფები. ესენია:

  • Administrator – ადმინისტრატორი
  • Editor – რედაქტორი
  • Author – ავტორი
  • Contributor – ჟურნალისტი
  • Subscriber – წევრი

თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება აქვს ბლოგზე, შესაბამისი შეზღუდვები და ხარისხები.

wordpress user groups

ვორდპრესის მომხმარებელთა ჯგუფები

დავიწყოთ უმაღლესით, ადმინისტრატორით.

Administrator – ადმინისტრატორი

ადმინისტრატორი გამორჩეულია სხვა ჯგუფებისგან შემდეგი ფუქნციებით:

  • არის ბლოგის მფლობელი
  • შეუძლია ადმინპანელში შესვლა
  • შეუძლია ბლოგის ყოველგვარი შესაძლო კონფიგურაცია
  • შეუძლია მომხმარებლების შექმნა და რედაქირება, ასევე წაშლაც
  • შეუძლია კონტენტის სრული მართვა (პოსტებისა, გვერდებისა და მედია ფაილების წაშლა, დამატება და რედაქტირება)
  • შეუძლია კომენტარების სრული მართვა
  • შეუძლია ლინკების (blogroll) სრული მართვა

განაგრძე კითხვა →

მომხმარებლის პაროლის აღდგენა

ამას წინათ ბლოგის ერთ-ერთმა მომხარებლემა მკითხა, ადმინისტრატორის პაროლი დამავიწყდა და პაროლის აღდგენა არ მუშაობსო, და სხვანაირად პაროლს ვერ აღვადგენო? მეც ვუპასუხე, რომ ამის ალერნატივა phpmyadmin-იდან პაროლის შეცვლა იყო.

ეს სტატია გამოადგებათ მათ, ვისაც არ ახსოსვს, ადმინისტრატორის პაროლი, მაგრამ იცის თავისი ჰოსტის phpmyadmin-ის შესასვლელი მომხმამრებლის სახელი და პაროლი. სხვებმა შეგიძლიათ ამაზე წაკითხვისთვის დრო არ დახარჯოთ, თუმცა ცოდნის გასაზრდელად ცუდი არც იქენბოდა ერთი თვალით რომ შეგევლოთ კიდეც.

wordpress-incorrect-password

Wordpress Incorrect Password

პირველ რიგში ჩვენ გვესაჭიროება შესვლა phpmyadmin-ში. განაგრძე კითხვა →

პლაგინი: მსგავსი პოსტები

მინდა ერთი ძალიან კარგი და გამოსადეგი პლაგინის შესახებ გამცნობოთ, რომელიც ბლოგზე შეძლებს მსგავსი პოსტების ერთმანეთთან ბმულებით კავშირს. მათი სიმსგავსე თქვენზე იქნება დამოკიდებული, ანუ ყოველი პოსტის დაწერისას თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ ესა თუ ის სტატია, როგორც “მსგავსი პოსტი”, რომელიც შესაბამის ადგილას გამოჩნდება.

ეს ადგილი შეიძლება იყოს პლაგინის მიერ დამატებული ვიდგეთი, პოსტის ბოლოს არსებული სივცრე ან სხვა.

გადმოწერა

პლაგინის გადმოწერა შეგიძლიათ ავტორის ვებ-გვერდიდან შემდექი მისამართის გამოყენებით: Related Posts

მე თუ მკითხავ, ეს პლაგინი საუკეთესოა ამ სახის ჩანართებს შორის, ყველაზე მოხერხებული და ადვილად სახმარი. განაგრძე კითხვა →

WordPress iPhone-სთვის

WordPress ყველასთავის ცნობილი და ყველასათვის საყავრელო ბლოგინგ სისტემაა, როგორც WordPress.Com-ის მომხმარებლებისთვის,  ასევე Self-Hosted მომხმარებლებისთვის. iPhone კი დღესდღეოებით ყველაზე ელეგანტური ტელეფონია, რომელსაც უამრავი მომხმარებელი ჰყავს. თუმცა არა საქართველოში :D WordPress-მა გადაწყვიტა ამ ბლოგის მართვა ახლა უკვე iPhone-ს საშუალებითაც გაეადვილებინა და ვნახოთ რა გამოუვიდა.

ss-writeland

Wordpress for iPhone

iPhone-თი ბლოგის მართვა შესაძლებელია 2.5.1 ან უფრო მაღალ (უახლესს) ვერსიებზე, WordPress.Com-ზე და WordPress MU-ს 2.6.1 ან უფრო მაღალ ვერსიებზე. ამ სისტემას გააჩნია სურათების ავტომატურად დაპატარავების ფუქცია, Draft-ებში შენახვის და ნებისმიერ დროს მათი გამოქვეყნების საშუალება და უამრავი რამ, თითქმის არაფრით ჩამოუვარდება ბრაზუერით მართვას. პოსტების დამატება და მართვა ხდება XML-RPC სისტემის მეშვეობით.

განაგრძე კითხვა →

Default ავატრის შეცვლა

თუ კი კომენტარებისას თქვენ ბლოგზე იყენებთ ავატრებსაც და default ავატრად ჩანს ე.წ. Mystery Man-ის ავატარი, ალბათ არც თუ ისე სასიამოვნო იქნებოდა იგი თქვენთვის და არც თუ ისე კარგად მოერგებოდა იგი თქვენი ბლოგის დიზაინს. იმისთვის, რომ შევცვალოთ ამ პატარა კაცუნას ავატარი ჩვენი სასურველი ავატრით, საჭიროა პატარა ფუქციის დაწერა.

mystery-man-icon-intro

Default ავატრის შეცვლა

ყველა დიზაინის მოყვება დამატებით ფაილი, სახელად functions.php, სადაც custom ფუნქციების ჩაწერა შეგვიძლია, სწორედ ამ ფაილში უნდა ჩავწეროთ შემდეგი კოდი: განაგრძე კითხვა →

13 საჭირო პლაგინი ბლოგისთვის

დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი თქვენთაგანი ვისაც WordPress-ის ძრავი უყენია და ბლოგერობს, აუცილებლად იყენებს რაიმე პლაგინს (Plugins). მათ გარეშე ხომ WordPress-ი თითქმის არაფერია. პლაგინებს თქვენ ტქვენი გემვნებითვე აყენებეთ და საჭიროებისამებრ, მაგრამ დღეს მინდა 13 მნიშვნელოვანი პლაგინის შესახებ გიამობთ, რომელიც აუცილებლად უნდა გეყენოთ თქვენს ბლოგზე :)

1) Akismet

akismet

Akismet

ყველაზე ძლიერი და საუკეთესო დაცვა სპამებისგან. თუ კი კომენტარებში სპამებმა შეგაწუხეს, არ დაგჭიდება რაიმე CAPTCHA კოდების მქონე პლაგინების დაყენება და მომხარებლებისთვის ზედმეტი საფეხურის გავლის მოთხოვნა. დააყენეთ აკისმეტი და დაისვენეთ.

გადმოწერე – Akismet

განაგრძე კითხვა →

ავტორის ბლოკი WordPress-ში

ის, რომ ყოველი პოსტის სათაურის ქვეშ პოსტის ავტორის სახელი წერია კარგია, მაგრამ არ გიფიქრიათ რომ პოსტის შიგნით მცირეოდი ინფორმაცია ავტორის შესახებ უკეთესი იქნებოდა? ამაზე იფიქრეს უცხელმა ბლოგერებმა და თავის ბლოგზე გააკეთეს მსგავსი რამ, რის გაკეთებასაც მე თქვენ გასწავლით. ეს ძირითადად კარგია, იმ შემთხვევაში, როდესა ერთ ბლოგზე რამდენიმე ავტორი წერს, თუმცა მხოლოდ ერთ ავტორიანი ბლოგისთვისაც არ იქნებოდა ეს ურიგო.

უფრო ადვილად, რომ მიხვდეთ რაზე მაქვს საუბარი, იხილეთ ეს სქრინი

authorbox

Author Box

მსგავს ბლოკებს არაერთი დეველოპერის ბლოგზე შეხვდებით. ახლა კი შევუდგეთ ამ მარტივი ბლოკის გაკეთებას. განაგრძე კითხვა →

ბლოკი – ბლოგის სტატისტიკა

ერთ-ერთი მომხარებლის თხოვნით ვწერ პოსტს, სადაც აღნიშნული იქნება, ვორდპრესის ერთგვარი სტატისიკა. სწორედ ისეთივემ როგორიც ჩემი Sidebar-ის მარჯვენა ქვედა კუთხეშია. ბევრ ფილოსოფიას არ დავიწყებ და პირდაპირ კოდების წერას შევუდგები. ამ სტატისტიკის კოდში მე განვიხილავ პოსტების, გვერდების, ტეგების, კომენტარებისა და სპამების დათვლის კოდებს.

statistics

ბლოგის სტატისტიკა

განაგრძე კითხვა →