თბილისი

4 ივნისიდან სატელეფონო ინდექსები იცვლება

დიდი ხნის შესვენების შემდეგ, ბლოგზე საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციით გიბრუნდებით – 4 ივნისიდან საქართველოში სატელეფონი ინდექსები იცვლება. რას ნიშნავს ეს?

თუ მაგალითად თბილისში არსებული სატელეფონო ნომრები ამჟამად არის 6 ციფრიანი (XX-XX-XX), ზაფხულის დასაწყისიდანვე იგი 7 ციფრიანი (X-XX-XX-XX) გახდება.

ეს სიახლე ეხებათ, როგორც ქალაქის ნომრებს, ასევე მობილურ ოპერატორებსაც. თბილისის გარდა ინდექსების შეცვლა მოხდება საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებშიც. ამისათვის დეტალურად იხილეთ ცხრილი.

ახალი სატელეფონო ინდექსების ცხრილი

  • თბილისში და რეგიონებში არსებულ ნომრებს წინ დაემატებათ 2-იანი.
  • რუსთავში არსებული ნომრების საწყისი 1-იანი შეიცვლება 2-იანით (შეიცვლება ასევე ქალაქის კოდიც – 341).
  • მობილური ოპერატორების ნომრებში 8-იანს ჩაანაცვლებს 5-იანი.
  • ფიქსირებულ ნომრებს 8-იანის შემდეგ დაემატება 7-იანი.

მაგალითად, თუ თქვენ 5 ივნისს გადაწყვიტეთ ახალ ბინაში გადასვლა და ავეჯის გადასაზიდად გჭირდებათ შესაბამისი კომპანიის ნომერზე დარეკვა, 25-60-60-ის ნაცვლად თქვენ უნდა აკრიფოთ ნომერი 2-25-60-60. :უფასორეკლამა: განაგრძე კითხვა →

“ოქტობერფესტი” ქართულად

როგორც იქნა ნაბახუსევიდან (პახმელია) გამოვედი და ამ პოსტის დასაწერადაც მოვიცალე, ცოტა მოგვიანებით მართალია, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

გასულ შაბათ-კვირას კომპანია “ნატახტარმა” სასიამოვნო სიურპრიზი გაგვიკეთა ლუდის მოყვარულებს – საქართველოში პირველად ჩაატარა ლუდის ფესტივალი.

Tbilisi Beer Festival

ალბათ ჩვეულებად იქცა, რომ ყველაფერი პირველი საქართველოში პირველ საათზე უნდა დაიწყოს. ფესტივალიც სწორედ შაბათ დღეს, დღის პირველ საათზე დაიწყო.

ივნისის აუტანელ სიცხეს არც ორგანიზატორები შეუშინებია და არც იქ მისული სტუმრები. მზისაგან შეშინებული ალბათ მხოლოდ მე დავრჩი, რის გამოც მხოლოდ საღამოს გადავწყვიტე ვარდების მოედანზე მისვლა.

ხალხმაც სწორედ ამ დროს იმატა. ყოველ ნაბიჯზე ნახევრად შეზარხოშებული ახალგაზრდები კათხას კათხაზე ცლიდნენ, თივაში წამოწოლილიყვნენ და მწვადს მიირთმევდნენ. ბევრმა ამ დღის თავის მეხსიერებაში შენახვა გადაწყვიტა და ფოტოაპარატით შეიარაღებული მოვიდა.

დრო და დრო ფეხბურთის მატჩებს ქართველი შემსრულებლების სცენაზე გამოსვლა, შეჯიბრებები ლუდის სმაში და სხვადასხვა კონკურსები ენაცვლებოდა. დრო ხალისიანად გადიოდა, მოწყენილს ვერავის ნახავდით.

ასე მიილია ერთი და დაიწყო მეორე დღე, ზუსტად იგივე განრიგით, იგივე საზოგადოებით და რაც მთავარია იგივე განწყობით. რაღაც დაუჯერებელ ზღაპარს ჰგავს არა? რეალურად კი …

განაგრძე კითხვა →

“ტაო პრივატ ბანკის” მარკეტინგი

დღეს დილას, როდესაც გავიღვიძე და მობილურს დავხედე, რამდენიმე ახალი მესიჯი დამხვდა. ერთ-ერთი კი სხვებისგან ორიგინალურობით გამოირჩეოდა.

მანამ მესიჯს გავხსნიდი, ჩანდა მხოლოდ შემდეგი ტექსტი: “momenatre, gelode” და მეთქი ვა, ვიღაც ნაშას მოვენატრე და სადღაც მელოდება თქო. თვალები გამიბრწყინდა და წინასწარ მოვემზადე გრანდიოზული დღისთვის :D .

ტაო პრივატ ბანკი

ხოლო როდესაც დროისა და ადგილის გასაგებად მთლიან მესიჯში შევედი მის წასაკითხად, დამხვდა შემდეგი სახის შეტყობინება: “momenatre, gelodebi TaoPrivatBankshi. Sheni sakredito barati :) ” და ვიფიქრე, მეთქი რაღაც მეშლება, თუმცა ჯერ არ ვიყავი ბოლომდე გამოფხიზლებული, მაგრამ არც წინა ღამეს დაიმლევია იმდენი, რომ მეორე დღეს ვეღარ მეაზროვნა :D .

ბოლოს გამახსენდა, რომ წინა პარასკევს განაცხადი შევიტანე ამ ბანკში საკრედიტო ბარათის აღებასთან დაკავშირებით, რომელიც მომდევნო დღეს უკვე მზად იყო, თუმცა მას შემდეგ მოყოლებული დღემდე, ვერა და ვერ მოვახერხე მისი გამოტანა. ამის შემდეგ გავიდა ერთი კვირა და როგორც ჩანს 7 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ასეთი ტიპის მესიჯები იგზავნება კლიენტებთან. განაგრძე კითხვა →

3D ამირანში

WOW, ალბათ ეს ის შორისდებულია, რომელიც შეიძლება პირველი თქვა 3D განზომილებით ნანახი ფილმის შემდეგ. ასეც არის, წუხელ მქონდა ბედნიერება პირველად ცხოვრებაში მენახა სამ განზომილებიანი ფილმი. ამის საშუალება კინოთეატრ “ამირანმა” ამა წლის 2 იანვრიდან მოგვცა. მე კი მხოლოდ გუშინ შევძელი ამ ახალი ტექნოლოგიებით დატკბობა.

3D ამირანში

3D ამირანში

ემოციების დამალვა სათვალის გაკეთების პირველივე წუთიდან მოყოლებული ამ პოსტის წერამდე მიჭირს. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ერთი შეხედვით პლასტმასის უცნაურმა სათვალემ და კომპიუტერულმა გრაფიკამ თავი ანიმაციურ სამყაროში მაგრძნობინა. თავი მულტფილმის ერთ-ერთი გმირი მეგონა, იმდენად რეალურად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული.

ანიმაციური ფილმი “საშობაო ზღაპარი“  სავსე იყო ექსტრემალური ეფექტებით და გადაღებით, რის გამოც, არაერთი სცენის დროს სკამისთვის ხელების მჭიდროდ ჩაჭიდება მომიწია. ცოტაც და ვიფიქრე მეც გავფრინდები მეთქი. თოვლის ეფექტი იმდენად რეალური იყო, რომ რაღაც მომენტში ვიფიქრე თვალში არ ჩამივარდეს ფიფქები თქო. ახლო კადრიდან გადაღებული ადამიანის სახეები და ხელები კი ანიმაციური გმირის გვერდით ყოფნის ეფექტს ჰქმნის. განაგრძე კითხვა →

განათლების ახალი რეფორმა – 10 სავალდებულო საგანი ეროვნულ გამოცდებზე

საკუთარ ყურებას არ დავუჯერე, როდესაც კურიერის ერთ-ერთი სიუჟეტში მოვისმინე შემდეგი ფრაზა, რომ ეროვნულ გამოცდებზე 10 სავალდებულო საგნის ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს, მაშინ როდესაც წელს 4 სავალდებულო საგნის ჩაბარებაა  აუცილებელი, შარშან კი არც მეტი, არც ნაკლები 3 იყო.

აბიტურიენტი გოგონა

პირველი რაც გავიფიქრე იყო, აი სად გავასწარი მეთქი, მეორე – საწყალი აბიტურიენტები თქო, მესამე კი, ნუ მესამეს ალბათ ყველანი ხვდებით :D . ეს რეფორმა 2011 წლიდან ამოქმედდება და მასზე ექსპერტები უკვე მუშაობენ.

მოდით ვეცადოთ ზედმეტი გინებისა და ლანძღვის გარეშე ობიექტურად შევაფასოთ სიტუაცია. ჩვენი განათლების სამინისტრო ბოლო წლებია აქტიურად ცვლის სასწავლო რეფორმებს. დამეთანხმებით, რომ უმეტესობა მათგანი მოსახლეობის (მოსწავლეებისა და მასწავლებლების) მიერაა დაწუნებული.  განაგრძე კითხვა →

დალუქული ბუნკერები

რამდენიმე დღის წინ ნაგვის გასატანად რომ ვიყავი ბუნკერში, შევნიშნე რომ მილი ამოლუქული იყო. თავიდან ვიფიქრე მეზობლებმა ამოლუქეს თქო, თუმცა რატო ამოლუქეს მაინც ვერ გამეგო. ნაგვის პარკით შინ რომ შევბრუნდი, ვიკითხე, იცოდნენ თუ არა ამის შესახებ და პასუხად მივიღე, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩვენი ბუნკერი კვირაზე მეტია იმყოფებოდა :D .

თურმე ქალაქის მერიას კორპუსებში ბუნკრების დალუქვა დაუწყია და ეს დიდი ხნის ამბავი ყოფილა, უბრალოდ ჩემთან მოაღწია სიახლეებმა გვიან.

bunkeri

ნაგვის კონტეინერი

თავიდან ეს ფაქტი მეუცნაურა, ოღონდ რამე ახალი გააკეთონ და რას აკეთებნ თვითონაც არ იციან თქო.

მარა მე გამახსენდა ყოველი მინუსი, იმისა რაც ბუნკერს მოჰქონდა. ეს იყო, ვირთხები, ბუზები, აუტანელი სუნი და ყოველგვარი სანიტარია. ახლა ასეთი რამ აღარ არის. ეს ყველაფერი კი ნაგვის კონტეინერების დამსახურებაა.

თბილისის უბნების უმეტესობას უკვე დაულუქეს ბუნკრები, ნაწილს მალე ემუქრება ეს ფაქტი. თუმცა სიტყვა მუქარა აქ შეუსაბამოა, რადგან დამეთანხმებით, რომ ეს ჩვენსვე სასიკეთოდ კეთდება. წარმოუდგენელი იყო კორპუსებში ბუნკრის მხარეს მქონე ბინებში ცხოვრება. განსაკუთრებით ზაფხულში, ვერც ფანჯარას გააღებდი და ვერც აივინს კარს. სარეცხის დასაფენად კი ელვისებური სისწრაფით უნდა გემოქმედათ, ან როგორც მინიმუმ, “პროწივა გაზი” უნდა გაგეკეთებინათ. მძაფრი სუნი მაღალ სართულებზეც აღწევდა, რომ არაფერი ვთქვათ დაბალ სართულებზე. ნაგვის არომატი განსაკუთრებით მაშინ იყო გამძაფრებული, როდესაც დასუფთავების სამსახურიდან იყვენენ მოსულნი და ბუნკერს ასუფთავებდნენ. განაგრძე კითხვა →

უმნიშვნელოვანესი კვირა ქართული ბლოგოსფეროს განვითარებისთვის – ახალი მედიის ფორუმი და სხვ.

ის, რომ გასული რამდენიმე დღე და კვირა ქართული ბლოგოსფეროს განვითარებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, ეს ბევრმა შენიშნა. 12-13 ოქტომბერს “მთაწმინდის პარკი” ახალი მედიის წარმომადგენლებს  – ბლოგერებს, ჟურნალისტებს და უბრალოდ სიტყვის თავისუფლების გამოხატვის მოყვარულებს მასპინძლობდა. პარკი ღონისძიებაზე ასეულობით ქართველ თუ უცხოელ სტუმარს მასპინძლობდა.

  • რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო?
  • როგორ ჩაიარა ყველაფერმა?
  • რატომ უნდა გვქონდეს ბლოგი, თუნდაც პირადი?
  • რა არის ზოგადად ბლოგი და როგორ გავხადოთ იგი პოპულარული?
  • საიდან სჯობს დავიწყოთ ბლოგის გაკეთება?
  • რა არის დროის მოკვლის საუკეთესო საშუალება?
  • როგორ შევქმნათ პოდკასტი და საერთოდაც, რა არის იგი?

ამ და სხვა საინტერესო თემებზე ჩატარდა კონფერენციები, პრეზენტაციები ქართველი და უცხელი ექსპერტების მიერ და იწერებოდა უამრავი ინტერვიუ. (პრეზენტაციები, რომელიც ქართველებმა ბლოგერებმა მოამზადეს, სავარაუდოდ დაიდება ახალი მედიის ფორუმზე, ან მათ პირად ბლოგებზე: – Sweet, Dodka, Rocko )

New-Media-Forum-Logo

New Media Forum

მიუხედავად ჩამოსული უცხოელი ექსპერტებისა, რომლებიც პარალელლურად ატარებდნენ სემინარებს, ქართველი ბლოგერების პრეზენტაციებზე სავსე იყო აუდიტორია. პირადად ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ნოდარ დავითურის (a.k.a. Rocko) პრეზენტაცია – “როგორ შევუყვარდეთ საძიებო სისტემებს?”.  სხვა დანარჩენ პრეზენტაციებში ახალი ვერაფერი შევიტყვე, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ყველაფერი აქამდე ვიცოდი :)

თუ კი შენ ბლოგის გაკეთების სურვილი გაქვს და არ იცი როგორ, მაშინ შენ სამწუხაროდ უამრავი სასარგებლო ინფორმაცია დაკარგე :(

ზოგადად წინა ორი დღის განრიგი ასე გამოიყურებოდა  – 12 ოქტომბერი და 13 ოქტომბერი. განაგრძე კითხვა →

თბილისი-ბორჯომის მატარებელი და ოთარ ჭილაძის “სინათლის წელიწადი”

კვირაზე მეტია, რაც ბორჯომიდან დაბრუნებული თბილისის აუტანელ სიცხეებს ვცდილობ შევეგუო. ახლა კი იმის შესახებ მოგიყვებით, რაც ამ ზაფხულს ყველაზე მეტად დამამახსოვრდა.

old_train_2

ძველებური მატარებელი

რადგან ბორჯომი ვახსენე, მოდით აქედან დავიწყებ. გამოცდების დასრულებისთანავე ბარგი ავიკიდე და რამდენიმე დღით ზემოთხსენებულ ადგილას გავემართე დასასვენებლად. გადაწყვეტილი მქონდა, რომ გზაში მატარებლით უნდა მემგზავრა, რატომღაც ვფიქრობდი რომ ასე უფრო მალე ჩავიდოდი, მეგონა მატარებელი თავის სახელს გაამართლებდა თქო – “ელექტრიჩკა”-ს, მაგრამ შევცდი.

ვინაიდან და რადგანაც მგზავრობის დიდი მოყვარული არ ვარ, ჩემთვის მთავარი დანიშნულების პუნქტამდე სწრაფად ჩასვლა იყო და არა კომფორტულად მგზავრობა. მანამდე ახლობლებისგან მქონდა გაგონილი, რომ მაგ მატარებელში ათასი რჯულის და რასის ხალხი მგზავრობდა და მათი ოფლის სუნი სიცხეში გადაადგილების პროცესს აუტანელს ხდიდა. ამ დროს გავიფიქრე, მაშინ ოპტიმალური ვარიანტი სამუშაო დღეს, დილის რეისზე გამგზავრება იქნებოდა, რადგან ხალხი ამ დროს ნაკლებად სარგებლობდა ამ ტრანსპორტით, აქაც კვლავინდებურად შევცდი. განაგრძე კითხვა →