საზოგადოება

4 ივნისიდან სატელეფონო ინდექსები იცვლება

დიდი ხნის შესვენების შემდეგ, ბლოგზე საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციით გიბრუნდებით – 4 ივნისიდან საქართველოში სატელეფონი ინდექსები იცვლება. რას ნიშნავს ეს?

თუ მაგალითად თბილისში არსებული სატელეფონო ნომრები ამჟამად არის 6 ციფრიანი (XX-XX-XX), ზაფხულის დასაწყისიდანვე იგი 7 ციფრიანი (X-XX-XX-XX) გახდება.

ეს სიახლე ეხებათ, როგორც ქალაქის ნომრებს, ასევე მობილურ ოპერატორებსაც. თბილისის გარდა ინდექსების შეცვლა მოხდება საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებშიც. ამისათვის დეტალურად იხილეთ ცხრილი.

ახალი სატელეფონო ინდექსების ცხრილი

  • თბილისში და რეგიონებში არსებულ ნომრებს წინ დაემატებათ 2-იანი.
  • რუსთავში არსებული ნომრების საწყისი 1-იანი შეიცვლება 2-იანით (შეიცვლება ასევე ქალაქის კოდიც – 341).
  • მობილური ოპერატორების ნომრებში 8-იანს ჩაანაცვლებს 5-იანი.
  • ფიქსირებულ ნომრებს 8-იანის შემდეგ დაემატება 7-იანი.

მაგალითად, თუ თქვენ 5 ივნისს გადაწყვიტეთ ახალ ბინაში გადასვლა და ავეჯის გადასაზიდად გჭირდებათ შესაბამისი კომპანიის ნომერზე დარეკვა, 25-60-60-ის ნაცვლად თქვენ უნდა აკრიფოთ ნომერი 2-25-60-60. :უფასორეკლამა: განაგრძე კითხვა →

გინესის რეკორდების წიგნი

1951 წლის 4 მაისს კომპანია “Guinness Brewery“-ის დირექტორი, სერ ჰიუ ბივერი, სანადიროდ ვექსფორდში, ირლანდიაში გაემგზავრა. აქ იგი კამათის მონაწილე გახდა, თუ რომელი ფრინველია ყველაზე სწრაფი ევროპაში. კამათისას ბივერი მიხვდა, რომ ამის გაგება ენციკლოპედიებიდან შეუძლებელი იყო. ამიტომ გადაწყვიტა მსგავსი ენციკლოპედიის შექმნა, რომელიც ყველას დააინტერესებდა და პოპულარული გახდებოდა. ასე წარმოიშვა “გინესის რეკორდების წიგნი”.

პირველი “გინესის რეკორდების წიგნი“, რომელიც 197 გვერდისგან შედგებოდა, გამოვიდა 1955 წლის 27 აგვისტოს და საშობაოდ ეს კრებული ყველაზე პოპულარული წიგნი გახდა დიდ ბრიტანეთში. პირველი გამოცემიდან დღემდე მოყოლებული გაყიდულია 400 მილიონზე მეტი ეგზემპლიარი. დღეს-დღეობით “გინესის რეკორდების წიგნი 2011″ ბოლო გამოცემაა.

ეს რაც შეეხებოდა მცირე ისტორიას, ამ პოსტში კი იმ პიროვნებების შესახებ მოგითხრობთ, რომლებიც ამ წიგნში საპატიო ადგილს იკავებენ.

Gary Turner

გარი თურნერი ბრიტანეთიდან, რომელსაც შეუძლია თავისი სხეულის კანი გაწელოს 15,8 სანტიმეტრამდე. ეს ყველაფერი კი ელერს-დანლოსის სინდრომის დამსახურებაა. იგი გინესის რეკორდების წიგნში “ადამინი-რეზინის” სახელითი არის შესული.

განაგრძე კითხვა →

გვერდები: 1 2

ყოველ 15 წუთში

ყოველ 15 წუთში ავტოკატასტროფაში იღუპება ადამიანი. ბავშვი, კაცი, ქალი, თუ მოზარდი, მნიშვნელობა არ ააქვს, სიკვდილთან ყოველი ჩვენგანი თანასწორია.

აქცია "ყოველ 15 წუთში"

აქცია "ყოველ 15 წუთში"

ამერიკის შეერთებულ შტატებში,  შერვუდის უმაღლეს სკოლაში ჩატარდა აქცია სახელწოდებით “ყოველ 15 წუთში”. დროის ამ შუალედით სტუდენტები სიმულირებულ კატასტროფაში “იღუპებოდნენ”. აქციის მიზანი საზოგადოების ყურადღების გამახვილება არაფხიზელ მდგომარეობაში საჭესთან ჯდომის საშიშროების შესახებ იყო. განაგრძე კითხვა →

“სოციალური მედიის დღის” ასოციალური მოვლენები

რამდენიმე თვის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ კი სოციალური მედიით და ბლოგინგით იმდენი ხალხი დაინტერესდებოდა, რამდენიც 30 ივნისს “მთაწმინდის პარკის” ამფითეატრში შეიკრიბა. ხალხის ოდენობა რამდენიმე ასეულს შეადგენდა. ზოგმა ახალი ნაცნობები შეიძინა, ზოგმა ძველები მოინახულა, ზოგმაც რაღაც საინტერესო გაიგო არსებული პრეზენტაციიდან და რაღა თქმა უნდა, ზოგმაც ეს ყოველივე გააკრიტიკა.

“რა საჭირო იყო სოციალური მედიის დღის ჩატარება?”, “რა არაშესაფერისად იყო შერჩეული თემები”, “სოციალური მედია მხოლოდ ბლოგინგს არ ნიშნავს” და მსგავსი პროვოკაციული შეძახილები არაერთ ქართულ ბლოგსა და მათ კომენტარებში ვიხილე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ეს ბლოგები, პოსტები და კომენტარები თქვენ თვითონვე მოიძიოთ, რადგან გამოჩნდება ვინმე პროვოკატორი და იტყვის, შენგან რა მესწავლება, გუგლის გამოყენება შენზე უკეთ ვიცი და ა.შ.

თუმცა მოდით გასული დღის პრობლემას/საკითხს ცოტა სხვანაირად მივუდგეთ. სულ რომ ბლოგებზე და ბლოგერებზე არ ვისაუბროთ, ვეცდები სხვა მაგალითი მოგიყვანოთ. განაგრძე კითხვა →

ფული ხელის ჭუჭყია

მახსოვს ადრე, ძალიან ადრე, მქონდა ყალბი 10 ლარიანი, რომელიც კარგად რომ მოვძებნო სადმე ახლო-მახლო მექნება შენახული, თან ეს იმ დროს, როცა 10 ლარი ჯერ კიდევ ფული იყო და რაღაცის ყიდვა შეიძლებოდა მაგით.

 2 ლარი VS. 10 ლარი

2 ლარი VS. 10 ლარი

დღესდღეობით 10 ლარი არაფერია, ბევრს ვერაფერს შეიძენ მაგ თანხით, რომ არაფერი ვთქვათ  2 ლარზე. სულ, რომ ვკვდებოდე შიმშილით და პურის ფული არ მქონდეს, მაგით (იმ ყალბი თუმანით) პურს ნამდვილად არ ვიყიდდი. მაგრამ არის ხალხი, რომელიც ათს კი არა, ორ ლარსაც ყალბს გამოიყენებს, იმის გულისთვის, რომ მას მეტი შეხვდეს. ალბათ არ  სმენიათ იმ აფორიზმის შესახებ, “რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია”. ეს ადამიანი არიან სამარშრუტო ტაქსის მძღოლები.  განაგრძე კითხვა →

ეს უნდა იკითხოს ჩვენმა მომავალმა თაობამ?

დღეს მქონდა ბედნიერება გავცნობოდი საბავშვო ლიტერატურის ნამდვილ ზეიმს. ხელთ ჩამივარდა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ერთ-ერთი საბავშვო სახელმძღვანელო სახელად “პრინცესები“.

წიგნი: პრინცესები

არ დაგიმალავთ და ყდამ ძალზედ მომხიბლა, ვიფიქრე სად იყო ჩემს დროს ასეთ ყდიანი წიგნები თქო და გადავშალე. მასში ლამაზად იყო ჩაწყობილი 12 ცალი პატარა ზომის ბლოკნოტის მაგვარი წიგნი, სადაც 12 სხვადასხვა ისტორია ეწერა პრინცესების შესახებ. გადავწყვიტე ინტერესის გრძნობა მომეკლა და წამეკითხა ისინი, თითოს წაკითხვას წუთიც კი არ მოვანდომე. წარმოგიდგენთ მათ: განაგრძე კითხვა →

მოგბეზრდათ სკაიპში გაუთავებელი საუბარი?

სათაური ისე გამომივიდა, თითქოს ახლა რაიმე პროდუქტის რეკლამირებას ვიწყებდე, როგორც “ტვ-შოპზეა”, მაგრა არა.

ამას წინათ ჩემს ერთ ახლობელს Skype-ში “გავუჩალიჩე” შემდეგი რამ, რასაც არ მეგონა თუ “ჩაყლაპავდა” და დაიჯერებდა.

alien_and_bee_talking_on_skype_web

Skype-ში საუბარი

ეს მეთოდი ზედგამოჭრილია იმ შემთხვევაში, როცა თქვენ ხართ Invisible Mode-ში, ანუ ხართ ე.წ. “დამალული”, არ ხართ საუბრის ხასიათზე და ამ დროს გწერთ თქვენი კონტაქტების სიიდან თქვენი რომელიმე ნაცნობი, ან უცნობი.

თქვენ მას უნდა დაუხვედროთ მსგავსი შინაარსის ტექსტი, ინგლისურად ან რუსულად (მეტი დამაჯერებლობისთვის).

მაგალითად:

This is automatically generated message, when user is offline. Please try to contact him or her later.

ან რაღაც მაგდაგვარი.

მთავარი მიზანი ისაა, რომ ჩვენი მომწერი, დავაჯეროთ იმაში, რომ თქვენ ამჟამად ხართ გასული, მაგრამ გაქვთ ჩართული ერთგვარი ავტომოპასუხე, რომლის შესახებაც მას ნამდვილად არ სმენია აქამდე. ხოლო, თუ რა ტექსტს მოიფიქრებთ, ეს თქვენზეა დამოკიდებული.

ეს ხერხი, რამდენიმეზე ვცადე და მხოლოდ 1-2-მა თუ გაიგო, რაში იყო საქმე და მომწერეს, მე მაგით ვერ დამაგოიმებო : ))

ხოდა ეს მოკლედ თქვენზეა და იმაზე დამოკიდებული, თუ რამენად არის ის პიროვნება, ვისთანაც საუბარი არ გსურთ, ინფორმაციულად აღჭურვილი ტექნიკურ საკითხებში.

ამით თქვენ შეილება რეალურადაც დააჯეროთ ვინმეს, რომ მარლა ხართ გასული და ჩართული გაქვთ ავტომოპასუხე.

ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რომ არ მივწერო, რა მოხდება? განაგრძე კითხვა →

ძველი ნაცნობები

Clicky_Sticker_by_hello_cup

ძველი ნაცნობები

- ვაიმე გიო ეს შენ ხარ?
- ვაა მარი?
- როგორა ხარ ბიჭო? მაგრად გამიხარდა შენი ნახვა
- მე ძალიან მაგრად ვარ, შენ?
- მეც მაგრად. რა ხდება შენსკენ ახალი? სად ხარ დაკარგული?
- რავი არაფერი, ძველებურად ვარ, შენ?
- მეც მასე რა.

(უხერხული დუმილი … ) განაგრძე კითხვა →

სიყვარულის ახსნა – ეფექტური მეთოდი

ცხოვრება სიყვარულზეა აგებული, მის მოპოვებას და შენარჩუნებას დიდი დრო სჭირდება, დანგრევას და დაკარგვას კი ერთი წამი. სიყვარულის გარეშე ჩვენ რანი ვიქნებოდით? სიყვარული ყველა ასაკშია მოსალოდნელი და ყველასთვის ეს ტერმინი და გრძნობა სხვადასხვანაირად გამოიხატება.

როგორ ავუხსნათ ჩვენს რჩეულს სიყვარული? როგორ გამოვუტყდეთ გრძნობებში? როგორ გავიგოთ, ისიც იმავეს გრძნობს თუ არა, რასაც ჩვენ? და რაც მთავარია როგორ მოვახერხოთ ეს ეფექტურად, რომ მოწონებული ადამიანის გული დავიპყროთ?

1407374374_d4042c9be2

სიყვარულის ახსნა - ეფექტური მეთოდი

ამაზე მეცნიერები ასწლეულობით ფიქრობდნენ და საშველს ვერ მიადგნენ, თუმცა ამ პრობლემის გადაჭრა ორმა ახალგაზრდამ შეძლო. მათ სურთ თავიანთი გამოცდილება ჩვენც გაგვიზიარონ, რათა ჩვენი გრძნობები უფრო მალე გახდეს ერთმანეთისთვის ნათელი.

ეფექტური მეთოდის გამოყენება ძალიან მარტივად გახდა შესაძლებელი, სულ რაღაც სამ დღეში თქვენ შეგიძლიათ თქვენი რჩეული გვერდით იყოლიოთ. სამი დღე დიდი დრო არაა, თუმცა ზოგს შესაძლოა მოთმინებამაც უმტყუნოს. მაგრამ რას არ იზამს ადამიანი საყვარელი პიროვნების მოსაპოვებლად? განაგრძე კითხვა →

ფრთხილად! საჭესთან ქალია!

არსებობს უამრავი ლეგენდა და ფაქტი იმის შესახებ, რომ ქალები საუკეთესო მძღოლები არ არიან. ეს გზაზე ერთგვარ საფრთხესაც ჰქმნის. ამიტომ როგორც ჩანს, ზოგმა ქალბატონმა გადაწყვიტა, რომ სხვებზე ეზრუნა და თავის ავტომობილს ასეთი ნიშანი მიამაგრა (იხ.სურ.).

Untitled-1

ფრთხილად, საჭესთან ქალია!

ასეთი ნიშანი არაერთ ავტომობილზე შევნიშნე, მაგრამ სურათის გადაღება მხოლოდ ამ უკანასკნელისთვის მოვახერხე, რათა ბლოგზე დამედო :D

სიმართლე რომ გითხრათ, ასეთი ნიშანი 2 ადგილას უნდა დაიდგას, პირველი 150 მეტრში, ხოლო მეორე უშუალოდ ნიშნის მოქმედების წინ, ასე ბევრად უსაფრთხო იქნება მგზავრობა ამ ავტომობილის მიდამოებში :D

ველი კომენტარებს… :)