პირადი ჩანაწერები

ო, ღმერთო! სულ სექსი, სექსი! როსღა გვეღირსოს ჩვენ გათავება?

ის, რომ თვალსაც მაკლია და ყურსაც (მოკლედ ინვალიდი ვარ) უცხო არავისთვის არის. ამ ნაკლების გამო არაერთხელ ჩავმდგარვარ უხერხულ სიტუაციაში, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ჰეფი ენდით მთავრდება.

სექსი

სექსი

ბოლო პერიოდში ძალიან უცნაური რამ მემართება. ადრე ასეთი რამ სმენის გამო დიალოგებში მემართებოდა, ახლა კი მხედველობის გამო მემართება, რადგან ახლა ხალხთან ძირითადად კომპიუტერით მაქვს მიმოწერა. და მაინც რა მემართება?

იმ დღეს თინის ეწერა ფეისბუქზე სტატუსად: “მაგრად მეძინვის” და მე რატომღაც წავიკითხე “მაგრად მენძვრის”. არ ვიცი ეს ფაქტი რას დავაბრალო, მაგრამ მსგავსი რაღაცეები, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე არაერთი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. მეც შესაბამისად დავუკომენტე მაგ სტატუსზე და შესაბამისად ორივეს გაგვეცინა (:D). მარა რა იყო აქ სასაცილო ვერ ვხვდები. განაგრძე კითხვა →

მქონდეს მაინც რამე შესაჯამებელი (2009-2010)

ამ პოსტის დაწერას არ ვაპირებდი მანამ, სანამ რამდენიმე სხვა ბლოგერის პოსტებს არ ვნახავდი, თუ როგორ აჯამებდნენ ისინი გასული წლის მოვლენებს. მეც გადავხედე წინა წელს და თურმე რამდენი რამ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში.

To Do List

2009 წლის მოვლენები

  • ავიღე დომენი landish.ge
  • შედარებით სერიოზულად მოვკიდე ხელი ბლოგინგს
  • ოქტომბრის თვეში ახალი მედიის ფორუმზე ბევრი საინტერესო რამ შევიტყვე და ცოდნა მივიღე
  • უკვე მეორედ ვიყავით ფილმზე “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2“-ზე, როგორც ბლოგერი
  • ჩავაბარე გამოცდები და მოვხვდი უმაღლეს სასწავლებელში
  • ავიხდინე 12 წლიანი ოცნება – მოვინახულე საქართველოში ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ციხექალაქი ვარძია
  • ნახევარწლიანი პარტნიორის ძიების შემდეგ, როგორც იქნა შევედი ცეკვაზე (ცეკვის პარტნიორის :D )
  • 6 წლიანი სურვილის და ვაი-ვაების შემდეგ როგორც იქნა მოვკიდე გიტარას ხელი
  • ცხოვრებაში პირველად დამჭირდა ექიმის ჩარევა, რომ გარესამყაროსთან თავი სრულყოფილად მეგრძნო – გავიკეთე სათვალე
  • შევიძინე უამრავი კარგი მეგობარი, ხოლო ძველებთან ურთიერთოვა გავიმკვრივე
  • ლამის აზრი შემეცვალა და ნაადრევად არ “შემომეყვანა” ცოლი  :D
  • სხვას ვერაფერს ვიხსენებ, რადგან ამ პოსტს, “გადარბენაზე” ვწერ .. : )

განაგრძე კითხვა →

სიცილი სიცილიურად, ანუ ეპიზოდი “ევროტურიდან”

რამდენად “ევრო” გამოვიდა ჩემი საზაფხულო დასვენება (ტური) არ ვიცი, მაგრამ ბევრი კარგი რამ დამამახსოვრდა და ბევრიც ვიცინე.

ერთ-ერთი კურიოზი, რის შესახებაც მინდა ამ პოსტში დავწერო, დღემდე მოყოლებული მაგის გახსენება სახეზე ღიმილს მიტოვებს.

mi-skuzi-episode-eurotrip

ეპიზოდი "ევროტურიდან"

ფილმი “ევროტური” ალბათ ყველას გაქვთ ნანახი, რომელი გამოშვების დღიდან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, როგორც ქართველ ასევე უცხოელ მაყურებლებს შორს. რა შუაში ეს ფილმი ჩემს პოსტთან, ამას მოგვიანებით შეიტყობთ. განაგრძე კითხვა →

თბილისი-ბორჯომის მატარებელი და ოთარ ჭილაძის “სინათლის წელიწადი”

კვირაზე მეტია, რაც ბორჯომიდან დაბრუნებული თბილისის აუტანელ სიცხეებს ვცდილობ შევეგუო. ახლა კი იმის შესახებ მოგიყვებით, რაც ამ ზაფხულს ყველაზე მეტად დამამახსოვრდა.

old_train_2

ძველებური მატარებელი

რადგან ბორჯომი ვახსენე, მოდით აქედან დავიწყებ. გამოცდების დასრულებისთანავე ბარგი ავიკიდე და რამდენიმე დღით ზემოთხსენებულ ადგილას გავემართე დასასვენებლად. გადაწყვეტილი მქონდა, რომ გზაში მატარებლით უნდა მემგზავრა, რატომღაც ვფიქრობდი რომ ასე უფრო მალე ჩავიდოდი, მეგონა მატარებელი თავის სახელს გაამართლებდა თქო – “ელექტრიჩკა”-ს, მაგრამ შევცდი.

ვინაიდან და რადგანაც მგზავრობის დიდი მოყვარული არ ვარ, ჩემთვის მთავარი დანიშნულების პუნქტამდე სწრაფად ჩასვლა იყო და არა კომფორტულად მგზავრობა. მანამდე ახლობლებისგან მქონდა გაგონილი, რომ მაგ მატარებელში ათასი რჯულის და რასის ხალხი მგზავრობდა და მათი ოფლის სუნი სიცხეში გადაადგილების პროცესს აუტანელს ხდიდა. ამ დროს გავიფიქრე, მაშინ ოპტიმალური ვარიანტი სამუშაო დღეს, დილის რეისზე გამგზავრება იქნებოდა, რადგან ხალხი ამ დროს ნაკლებად სარგებლობდა ამ ტრანსპორტით, აქაც კვლავინდებურად შევცდი. განაგრძე კითხვა →

წითელი ლენტა

თუ კი შენ ამას კითხულობ, ეს იმას ნიშავს, რომ შენ ჩემს, ლანდიშას ბლოგზე ხარ, რომელიც სულ რამდენიმე საათია, რაც ქართული ინტერნეტ-სივრცით სუნთქავს. შენ უკვე ალბათ იცოდი ჩემი რამდენიმე ბლოგის შესახებ, მაგალითად http://landish.caucasus.net/   და http://landish.wordpress.com/-ების შესახებ. ეს ბლოგი მათთან შედარები ბევრად დახვეწეილი და გაუმჯობესებულია.

ribbon-cutting-424

წითელი ლენტა

პირველ რიგში მანამ კომენტარების წერას დაიყწებ მინდა ერთგვარი ტური ჩაგიტარო ბლოგის ვიზუალური და თემატური მხარის შესახებ.

განაგრძე კითხვა →