პირადი ჩანაწერები

როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა?

შემოდგომა ჩემთვის უდაოდ კარგად დაიწყო, იმის გათვალისწინებით, რომ მთელი სექტემბრის მანძილზე რუსთავში მართვის მოწმობის ასაღებად დავრბოდი, ხოლო წუხელ კი, 1 ოქტომბერს, დიდი ხნის (უფრო სწორად კი 5 სამუშაო დღის) მოლოდინში მყოფი SMS მივიღე, რომ ჩემი მართვის მოწმობა დაიბეჭდა და მის ასაღებად კონკრეტულ მისამართზე უნდა მივსულიყავი.

ამის შესახებ ბლოგზე დაწერას სულაც არ ვაპირებდი, სანამ ჩემმა რამდენიმე მეგობარმა არ მთხოვა, რომ ეს გამაკეთებინა. ამისკენ ცოტათი უტვინოს პოსტმაც – განაღდებული მართვის მოწმობა – მიბიძგა.

მართვის მოწმობაახლა კი დავუბრუნდეთ მთავარ საკითხს, თუ როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა? ამისათვის საჭიროა ორი გამოცდის ჩაბარება, ერთი თეორიულის, რომელიც 30 სხვადასხვა საკითხისგან შედგება და მეორე – პრაქტიკულის, რომელიც 6 საკითხისგან შედგება.

გამოცდაზე დასაშვებად საჭიროა იქონიოთ:

ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, ანუ ფორმა 100, იგივე „ფსიქო“, რომელსაც ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში (პოლიკლინიკა, საავადმყოფო და ა.შ.) მოგცემ გარკვეული შემოწმების ჩატარების შემდეგ და მისი ფასი საშუალოდ 25-40 ლარამდე ღირს. პირადობის მოწმობა და ბანკში გადახდილი თანხის ქვითარი. განაგრძე კითხვა →

IWPR-სთან თანამშრომლობის შემდეგ …

მიუხედავად იმისა, რომ ამ პოსტის წერა დაგვიანებით დავიწყე და არჩევნების თემაც დღეს უკვე ნაკლებად აქტუალურია, მაინც მსურს იმ გამოცდილების შესახებ ორიოდე სიტყვით ვთქვა, რომელიც IWPR-სთან (IWPR Insitute for War & Peace Reporting/ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი) თანამშრომლობის შემდეგ მივიღე.

IWPR-ის ოფისში რამდენიმე ბლოგერი

IWPR-ის ოფისში რამდენიმე ბლოგერი

მაგრამ, ჯერ მოდით სულ თავიდან დავიწყოთ, ჯერ კიდევ იმ დღიდან, როდესაც ოფისში მე, დოდკა და სხვა რამდენიმე ბლოგერი ვიყავით მისულნი. საქმიანი დიალოგის თემა „არჩევნების გაშუქება“ იყო. მათ სურდათ ქართველი ჟურნალისტებისა და ბლოგერების (თავისუფალი ჟურნალისტები) დახმარებით შეექმნათ ისეთი საინფორმაციო წყარო, რომელიც არჩევნების მოვლენებს მომენტალურად გააშუქებდა. განაგრძე კითხვა →

ბოულინგი “თბილისი ცენტრალში”

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სპორტის ისეთი სახეობებით დავინტერესდი, სადაც ზედმეტი სირბილი და გაოფლიანება საჭირო არაა, ისეთები, როგორიცაა ბილიარდი, ბოულინგი, გოლფი და სხვ. ბილიარდს წელიწადზე მეტია ვთამაშობ, მინი გოლფი ბავშვობაში მითამაშია, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „ვაკის პარკში“ „გოლფ კლუბი“ იყო გახსნილი. ამჯერად კი ბოულინგის ჯერი დადგა.

ბოულინგი “თბილისი ცენტრალში”

ორიოდ დღის წინ კი „თბილისი ცენტრალში“ გახსნილი ბოულინგ კლუბს მე და ჩემმა ძმაკაცებმა მივაკითხეთ, რომლის შესახებაც თაასგან შევიტყვე – Tbilisi Central Opening. საღამოს 11 საათი იქნებოდა, ამ დროს კი ფასები ყველგან და ყველაფერში მატულობს ხოლმე, ამიტომაც მხოლოდ ერთი საათი შევძელით იქ გაჩერება.

თამაშის დაწყებამდე სპეციალური ფეხსაცმელები გადმოგვცეს, რომელიც იატაკს იცავს დაზიანებისა და ნაკაწრებისგან. მას საგულდაგულოდ რაღაც აეროზოლი “მიაშხურეს”, რომელიც ალბათ ფეხსაცმელს სუნისა და სოკოს გადადებისგან იცავს. ეს ფეხსაცემელები ასე გამოიყურება: განაგრძე კითხვა →

ქუჩაში რომ შემოგხვდეთ

როგორც ჩანს, ბლოგოსფეროს ამ თამაშის მახეში მეც გავები. რამდენიმე კვირის წინ ეკამ დამტაგა და ახლა მიწევს საკუთარი თავის დახასიათება, რათა მიცნობდეთ, იმ შემთხვევაში, თუ კი ქუჩაში ერთხელ მაინც დამინახავთ.

სად?

თითქმის ყველგან. ძირითადად ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში, ბარებსა და კაფეებში. განსაკუთრებით PUB-ებში “პეროვსკაიას” ქუჩაზე, “დონატებში” აბაშიძეზე და სხვ.

ლანდიშა - სათვალეების გარეშე

ლანდიშა - სათვალეების გარეშე

ასევე ტრანსპორტში, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ავტობუსებში, უფრო ხშირად #14 ნომერში, რადგან ტაქსის ფული ნაკლებად მაქვს და ამიტომაც ბილეთსაც არასდროს არ ვიღებ. თუ კონტროლიორი გამაჩერებს და ბილეთის წარდგენას მთხოვს, მაშინ თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ ხოლმე და ჩემი დილის გავარჯიშებაც ეს არის :D

ზაფხულში და კარგ ამინდში ძალიან მიყვარს ბაღებში, სკვერებში და მსგავს ადგილებში ყოფნა, ასე რომ ძალიან ხშირად შესაძლოა მიხილოთ “მთაწმინდის პარკში”, “ვერის ბაღში”, კუს ტბაზე და სხვ. ძირითადად ლუდის ბოთლით ხელში : ) განაგრძე კითხვა →

Trip to Yerevan at Deep Purple Concert

24 მაისის ღამე იდგა, რამდენიმე საათში უნდა გამეღვიძა და “ელიტ-ტურის” ოფისთან უნდა წავსულიყავი. დავწექი და მომავალი ორი დღის შესახებ დავიწყე ფიქრი. ემოციების გამო დაძინება მიჭირდა, თუმცა ბოლოს მაინც მოვახერხე და ორიოდ საათით მოვხუჭე თვალი.

Deep Purple - Georgian Fans Sprinter

გათენდა, დილის 6 საათზე უკვე ფეხზე ვიდექი, მივიღე შხაპი და პატარაზე ვისაუზმე. ცოტა ხანში გზას გავუდექი, ტაქსით დანიშნულ ადგილას მივედი, სადაც უკვე Deep Purple-ს ფანები შეკრებილიყვნენ და გასამგზავრებლად ემზადებოდნენ.

გასვლა დილის 7 საათზე უნდა ყოფილიყო, ამიტომაც სწორედ ამ დროისთვის დაგვიბარეს ყველანი, თუმცა გასაკვირი არავისთვის იყო, რომ 8 საათისთვის ჯერ კიდევ არ დავძრულვართ ადგილიდან. ბოლოს როგორც იქნა, ყველანი შეიკრიბნენ, ავტობუსებში გადაგვანაწილეს და ერევნისკენ გავეშურეთ. განაგრძე კითხვა →

PR სკოლა

უკვე 2 კვირაზე მეტია, რაც PR სკოლაში პიარის ლექციებს ვესწრები. ამის შესახებ კურსის დასრულების შემდეგ ვაპირებდი დაწერას, თუმცა ერთ-ერთი გასული ლექცია იმდენად საინტერესო იყო, რომ გადავიწყვიტე ეს პროცესი დამეჩქარებინა.

GAU Tbilisi PR School

PR სკოლა, რომელიც Gepra-სა და GAU-ს თანამრომლობის შედეგია, ყველა დაინტერესებულ პირს უტარებს ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურს, რომელიც  მარკეტინგს, პიარს, ივენთ-მენეჯმენტს, მედია დაგეგმარებას და ყველა იმ პუნქტს მოიცავს, რაც სამომავლოდ პიარ მენეჯერს დასჭირდება.

კურსი 3 თვის მანძილზე გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში ყოველი ლექცია იმდენად დატვირთულია ინფორმაციით, რომ თითეულ მათგანზე გამოყოფილი დრო შესაძლოა მცირედ მოგეჩვენოს. განაგრძე კითხვა →

მოგზაურობა თურქეთში: დიდი რაგბი და დაუვიწყარი ვიქენდი!

თითქმის ერთი კვირა გავიდა, რაც თურქეთიდან ჩამოვედი, თუმცა პოსტი ამის შესახებ დღემდე ვერ დავწერე, რადგან ეს მოგზაურობა იმდენად ემოციური იყო, რომ აქამდე ეიფორიაში ვიყავი.

19 მარტის მოსაღამოვებულ ჟამს საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ შეკრებილი ათასობით ადამიანი “ვარდების მოედანზე” ელოდა თავის ტრანსპორტს. ზოგი შვილებს აცილებდა, ზოგი დედას და მამას, ზოგიც საყვარელ ადამიანს და ზოგიც მეგობარს.

Trabzon / Hollywood

საღამოს 10 საათისთვის ყველანი ჩვენს ჩვენს ავტობუსებში ვისხედით და გამგზავრებას ველოდით.წინ გრძელი გზა გველოდა. როდესაც ორგანიზატორები დარწმუნდნენ, რომ ყველანი ადგილზე ვიყავით და არავინ გვაკლდა, გზას შევუდექით, რასაც ხალხის ჟრიამული მოჰყვა.

წინ რომ გრძელი გზა გველოდა და მეორე დღეს საინტერესო მატჩი, ეს მეც კარგად ვიცოდი, ამიტომ ვიფიქრე ცოტას წავუძინებ მეთქი და ენერგიებს შევინახავ თქო, თუმცა ვინ მაცალა, ქართველების ამბავი ხომ იცით? ქეიფი და ლხინი ავტობუსის დაძვრისთანავე დაიწყო, არყებითა და ლუდებით მომარაგებული ახალგაზრდობა ერთმანეთს სადღეგრძელოების თქმით ავსებდა. განაგრძე კითხვა →

13 მარტი

ის თუ რა მოხდა 13 მარტს საქართველოში, შეგიძლიათ შეიტყოთ:

რიცხვი 13

ის თუ რა შემემთხვა პირადად მე, შეგიძლიათ შეიტყოთ:

რა გეგონათ? გრძელ პოსტს დავწერდი და მე ვიბუტბუტებდი? : ) – ვერ მოგართვით : )

რა საჭიროა, რაღაცის 10ჯერ განმეორება, როდესაც შეგიძლია ყველაფერი ის შეაჯამო, რასაც ეთანხმები? : )

P.S. თუ კი ვინმეს რაიმე საინტერესო უწერია ამ თემებთან დაკავშირებით და მათი ლინკები ამ სიაში არ ჩანს, მე მაპატიეთ და კომენტარის სახით შემატყობინეთ : )

ავატარი – ფილმის მიმოხილვა

ავატარი, ეს სწორედ ის ფილმია, რომელმაც შეძლო მთელი მსოფლიოს ალაპარაკება. მის გამოსვლას ყველა მოუთმენლად ელოდა, მათ შორის ქართველებიც. დღეს კი სწორედ ამ ფილმის პრემიერა გადიოდა კინოთეატრ “ამირანში”, საიდანაც რამდენიმე საათის წინ დავბრუნდი და ემოციებისგან ჯერ კიდევ არ დავცლილვარ.

ავატარი (პოსტერი)

ავატარი (პოსტერი)

ამ ფილმის გამო არაერთი ხმაური იყო ატეხილი, თუმცა მის შესახებ არაფერი ვიცოდი, უფრო სწორად კი არ ვიცოდი ავატარი რას ნიშნავდა ამ ფილმის მიხედვით, უბრალოდ მის პუბლიკაციას ველოდი, რომ თავად გამეგო ყველაფერი.

რა არის ავატარი? – მოდით, მეტი გარკვევისთვის ფილმის მნიშვნელოვან ნაწილს მოგიყვებით, რაც მეტ წარმოდგენას შეგიქმნით ამ ყველაფრის შესახებ. განაგრძე კითხვა →

3D ამირანში

WOW, ალბათ ეს ის შორისდებულია, რომელიც შეიძლება პირველი თქვა 3D განზომილებით ნანახი ფილმის შემდეგ. ასეც არის, წუხელ მქონდა ბედნიერება პირველად ცხოვრებაში მენახა სამ განზომილებიანი ფილმი. ამის საშუალება კინოთეატრ “ამირანმა” ამა წლის 2 იანვრიდან მოგვცა. მე კი მხოლოდ გუშინ შევძელი ამ ახალი ტექნოლოგიებით დატკბობა.

3D ამირანში

3D ამირანში

ემოციების დამალვა სათვალის გაკეთების პირველივე წუთიდან მოყოლებული ამ პოსტის წერამდე მიჭირს. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ერთი შეხედვით პლასტმასის უცნაურმა სათვალემ და კომპიუტერულმა გრაფიკამ თავი ანიმაციურ სამყაროში მაგრძნობინა. თავი მულტფილმის ერთ-ერთი გმირი მეგონა, იმდენად რეალურად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული.

ანიმაციური ფილმი “საშობაო ზღაპარი“  სავსე იყო ექსტრემალური ეფექტებით და გადაღებით, რის გამოც, არაერთი სცენის დროს სკამისთვის ხელების მჭიდროდ ჩაჭიდება მომიწია. ცოტაც და ვიფიქრე მეც გავფრინდები მეთქი. თოვლის ეფექტი იმდენად რეალური იყო, რომ რაღაც მომენტში ვიფიქრე თვალში არ ჩამივარდეს ფიფქები თქო. ახლო კადრიდან გადაღებული ადამიანის სახეები და ხელები კი ანიმაციური გმირის გვერდით ყოფნის ეფექტს ჰქმნის. განაგრძე კითხვა →