სანაგვე

Life before Like Button and after it…

“ცხოვრება ლაიქ ღილაკამდე და მის შემდეგ” – ასე ჰქვია მარკ ცუკერბერგის ახალ წიგნს, რომელიც 2011 წლის გაზაფხულზე გამოვა. ექსპერტების ვარაუდით იგი ბესტსელერი გახდება.

“ალბათ ყველას გახსოვთ ის დღე, როდესაც ფეისბუქს like ღილაკი დაემატა. ბევრს ეს იდეა მოეწონა, ბევრისთვის კი შემაწუხებელი და მომაბეზრებელი იყო ახალი ნოთიფიქეიშენების მიღება. თუმცა დროთა განმავლობაში ყველა მიეჩვია და ამ ღილაკს დამატებითი ფუნქციაც გამოუჩინეს.

ჩვენ შევადარეთ ფეისბუქის მონაცემები და როგორც აღმოჩნდა ყველაზე მეტად ამ ღილაკს რუსეთის სამხრეთით მდებარე ერთ პატარა ქვეყანაში, საქართველოში იყენებენ. ფეისბუქის ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს გამოკვლევა და როგორც აღმოჩნდა მხოლოდ ქართველებს მოაფიქრდათ ამ ღილაკის გამოყენება სხვადასხვა კონკურსებში.

სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მონაცემთა ბაზაზე და ჩვენს სერვერებზე მიდის სერიოზული დატვირთვა. ჩვენი IT გუნდის წევრები მუხლჩაუხრელად შრომობენ, რომ აღმოფხვრან ყოველგვარი ხარვეზი, თუმცა დატვირთვა იმდენად დიდია, რომ ჩვენ პრობლემებს ვერ ავუდივართ, რის გამოც ხშირად ითიშება ჩვენი საიტი, ხშირად იტვირთება კონტენტი დაგვიანებით და სხვ. ზარალმა უკვე მილიონებს გადააჭარბა.” – აცხადებს ცუკერბერი CNN-თან ინტერვიუს დროს. განაგრძე კითხვა →

გინესის რეკორდების წიგნი

1951 წლის 4 მაისს კომპანია “Guinness Brewery“-ის დირექტორი, სერ ჰიუ ბივერი, სანადიროდ ვექსფორდში, ირლანდიაში გაემგზავრა. აქ იგი კამათის მონაწილე გახდა, თუ რომელი ფრინველია ყველაზე სწრაფი ევროპაში. კამათისას ბივერი მიხვდა, რომ ამის გაგება ენციკლოპედიებიდან შეუძლებელი იყო. ამიტომ გადაწყვიტა მსგავსი ენციკლოპედიის შექმნა, რომელიც ყველას დააინტერესებდა და პოპულარული გახდებოდა. ასე წარმოიშვა “გინესის რეკორდების წიგნი”.

პირველი “გინესის რეკორდების წიგნი“, რომელიც 197 გვერდისგან შედგებოდა, გამოვიდა 1955 წლის 27 აგვისტოს და საშობაოდ ეს კრებული ყველაზე პოპულარული წიგნი გახდა დიდ ბრიტანეთში. პირველი გამოცემიდან დღემდე მოყოლებული გაყიდულია 400 მილიონზე მეტი ეგზემპლიარი. დღეს-დღეობით “გინესის რეკორდების წიგნი 2011″ ბოლო გამოცემაა.

ეს რაც შეეხებოდა მცირე ისტორიას, ამ პოსტში კი იმ პიროვნებების შესახებ მოგითხრობთ, რომლებიც ამ წიგნში საპატიო ადგილს იკავებენ.

Gary Turner

გარი თურნერი ბრიტანეთიდან, რომელსაც შეუძლია თავისი სხეულის კანი გაწელოს 15,8 სანტიმეტრამდე. ეს ყველაფერი კი ელერს-დანლოსის სინდრომის დამსახურებაა. იგი გინესის რეკორდების წიგნში “ადამინი-რეზინის” სახელითი არის შესული.

განაგრძე კითხვა →

გვერდები: 1 2

ბოროტი კუ (?)

ამ ვიდეოს სრულიად შემთხვევით წავაწყდი, რომელიც არც ნახვების დიდი რაოდენობით გამოირჩევა და არც დიდი ორიგინალურობით. უბრალოდ stop-motion ანიმაციის სახეობის ერთ-ერთი ქართული ვიდეოა, რომელიც როგორც ჩანს, 2009 წელს ვინმე ნატალიამ გადაიღო თავისი ტელეფონით.

ვიდეოს ბმული – http://www.youtube.com/watch?v=ehamNxhHKYc

“ვიყოლიებ შეყვარებულს”

სურათი, რომელიც ფეისბუქზე აღმოვაჩინე : )

Justin Bieber Fail(s)

ჯასტინ ბიბერი 16 წლის კანადელი მომღერალია. იგი ძირითადად პოპსა და R & B-ს ასრულებს. მან სახელი Youtube-ზე დატრიალებული კლიპებით გაითქვა. მათ ვისაც უფრო მეტი აინტერესებს ამ ნიჭიერი ახალგაზრდის შესახებ, შეგიძლიათ ვიკიპედიაზე იხილოთ ინფორმაცია.

Justin Bieber Fail

განაგრძე კითხვა →

რატომ არ უნდა იჯდეს ქალი საჭესთან?

ბმული – http://www.youtube.com/watch?v=4wT7zM8XgXQ

შეკითხვები გაქვთ? : )

Opera-ს პასუხი Google Chrome Speed Test-ზე

რამდენიმე კვირის წინ Google Chrome-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახული იყო, თუ რაოდენ სწრაფია ამ ბრაუზერით ვებ-გვერდების ჩატვირთვა.

Opera Vs. Potato Vs. Google Chrome

ამის საპასუხოდ Opera-მ მსგავსი ტიპის ვიდეო გადაიღო შინაარსით Opera უფრო სწრაფია თუ კარტოფილის მოხარშვა. :D

განაგრძე კითხვა →

moved to new host

ალბათ გემახსოვრებათ, თუ რამდენს ვწუწუნებდი ჰოსტის შეცვლასთან დაკავშირებით. ამას გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვახერხებდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის შესაფერისი ჰოსტი დიდი ხანია, რაც შერჩეული მაქვს.

Serv.ge - servers for you

გასული დღეების მანძილზე კი ბლოგი გათიშული იყო. ამ დღეებში ჰოსტს ვიცვლიდი, თუმცა ჰოსტის შეცვლა ასეთი რთული და შრომატევადი ნამდვილად არ არის. არც ამ პოსტს ვწერ მხოლოდ იმიტომ, რომ ახალ ჰოსტზე ვარ, არამედ იმიტომ, რომ მთელი ამ დროის მანძილზე serv.ge-ს ადმინისტრაცია და Cpanel-ის Support Team ჩართული იყო და ერთობლივად ცდილობნენ ჩემთვის, ერთი მოკვდავი ბლოგერისთვის, იმ პრობლემის გადაჭრას, რომელიც ჩემი კაპრიზებიდან გამომდინარე წარმოიშვა.

მაშინ როდესაც სხვა არსებულ ჰოსტებზე ყოფნისას ტექნიკური დახმარების მიღებისთვის მესაჭიროებოდა რაიმე სახის რიგში დგომა ან პასუხისთვის ლოდინი, აქ თითოეულ დასმულ შეკითხვაზე ვიღებდი დეტალურად ახსნილ და გასაგებ პასუხს, იმის თაობაზე, თუ რა პროცესში იყო ჩემს მიერ (კაპრიზნულად) მოთხოვნილი ცვლილებების შეტანაზე მუშაობა.

ამ მხარდაჭერისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი თითეულ იმ პიროვნებას, რომლის დრო და ენერგია დაიხარჯა ჩემი, როგორც ერთ-ერთი კლიენტის სურვილის დაკმაყოფილებისთვის.

ამის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ serv.ge-ში ნამდვილი პროფესიონალები მუშაობენ და აწი ჰოსტის შეცვლაც აღარ დამჭირდება. განაგრძე კითხვა →

ლანდიშა მერად!

დიახ, გადავწყვიტე საკუთარი ძალები პოლიტიკაშიც გამოვცადო და 30 მაისს, მერის არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. გაგაცნობთ ჩემს პროგრამას და ყველა იმ პირობას, რომელიც შესრულებული იქნება ჩემი მერობის არჩევის შემთხვევაში.

მერობის კანდიდატი - ლანდიშა! ხმა მიეცით მას! შემოხაზეთ ნომერი 0!

შემოხაზეთ ნომერი 0!

თქვენს წინაშეა ყველაზე ახალგაზდა, ენერგიული (როცა არ ეძინება), ყველაზე წარმაცი და ამავდროულად შრომის მოყვარე (შრომასაც გააჩნია), ყველაზე მონდომებული (მონდომების მიზანს გააჩნია) და ყველაზე წარმატებული (მომავალი) პოლიტიკური ფიგურა ქართულ პოლიტიკაში. განაგრძე კითხვა →

ოცნების ქალაქი – საოცნებო ფილმი (?)

ბოლო რამდენიმე წელია რაც ქართველი კინორეჟისორები ეროვნული პროდუქტით გვანებივრებენ. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი დავით იმედაშვილის “ოცნების ქალაქია”, რომლის პრემიერაც 14 აპრილს გაიმართება.

ოცნების ქალაქი

ამ ფილმს ჯერ კიდევ მის გამოსვლამდე დიდი ინტერნეტ მხარდაჭერა აქვს. ოფიციალურ საიტზე ყველანაირი ინფორმაცის მოძიებაა შესაძლებელი ფილმთან დაკავშირებით. myvideo-ს არხზე ვიდეო-ტრეილერების ნახვაა შესაძლებელი. ფეისბუქზე შექმნილ გვერდზე კი ყოველდღიურად იდებოდა ფოტოები გადაღებებიდან.

გადაღებები ზამთრის პერიოდში მიმდინარეობდა და სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც ალბათ უკვე მიხვდით ფილმში საახალწლო განყწობა სუფევს. განაგრძე კითხვა →