დეველოპმენტი

ერორები XHTML ვალიდაციისას

დიზაინის აწყობის შემდეგ, როგორც წესი ვებ-მასტერი თავის xhtml დოკუმენტს უკეთებს ვალიდაციას, რაც ნიშნავს კოდის სტანდარტებთან შემოწმებას. თუ ვალიდაციის დროს აღმოჩნდება რაიმე შეცდომეა, იგივე error, მაშინ იგი ცდილობს რომ ეს შეცდომა გამოასწოროს და მიიღოს “სუფთა” xhtml კოდი.თუმცა ხშირად ამას არავინ აქცევს ყურადღებას, რაც ჩემი აზრით არც თუ ისე მართებულია. ქვემოთ მოყვანილია პატარა სია, იმისა თუ ყველაზე ხშირად რა შეცდმომები გვხდება ვალიდაციის დროს.

w3c

The World Wide Web Consortium

განაგრძე კითხვა →

PHP-ს ისტორია

1995 წელს რასმუს ლერდორფმა შექმნა პროგრამირების ეს ენა. თავდაპირველად იგი მას, თავისი რეზიუმეს დამთვალიერებლების რაოდენობის და სტატისტიკის დასათვლელად იყენებდა. ეს იყო ერთგვარი ნაკრები Perl სკრიპტებისა, რომელსაც თავის დროზე “Personal Homepages Tools” დაარქვა.

ამის შემდეგ იგი იწყებს უფრო გაფართოებული და მრავალფუნქციონარული ვერსიის წერას, რომელიც უკვე მონაცემთა ბაზასთან მუშაობს, მას ამის დაწერა html ფორმებთან ინტეგრიებისთვის დასჭირდა. საბოლოოდ გამოქვეყნდა PHP/FI (Personal Home Page / Forms Interpreter), რომლის კოდიც ლერდორფმა საჯარო განხილვის თემა გახადა. ამ ენას ძალიან ბევრი საერთო აქვს Perl-თან, თუმცა მასთან შედარებით PHP-ს სწავლა ბევრად ადვილია.

800px-php-n_logosvg

PHP-ს ლოგო

1997 წლის ნოემბერში ოფიციალურად გამოვიდა მეორე ვერსია, PHP/FI 2.0, რომელსაც უკვე 50 000-ზე მეტი მომხამრებელი ჰყავდა მსოფლიოს მაშტაბით. მიუხედავად იმისა რომ PHP-ის შექმნაზე უამრავი ადამინი მუშაობდა იგი კვლავინდებურად ითვლებოდა ლერდორფის პერსონალურ პროექტად. ამ პროექტმა იარსება მანამ სანამ არ გამოვიდა PHP 3.0 ვერსია. განაგრძე კითხვა →

რა არის Sypex Dumper?

ვისაც უხდება MySQL სერვერთან ბაზების შენახვა/აღდგენა მათ ეს სტატია აუცილებლად დააინტერესებთ, თუმცა ეს მხოლოდ მათთვის არ არის და სხვა მომხარებელსაც შეუძლია ცოდნის გარღმავება, მაშ ასე შევუდგეთ.

რა არის Sypex Dumper?

Sypex Dumper – ეს არის მცირე, მაგრამ მძლავრი PHP სკრიპტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას სწრაფად და მოხერხებულად შეინახოთ თქვენი ბაზის ასლი (backup) და აღადგინოთ (restore) იგი…

supex_1

Sypex Dumper

Sypex Dumper შექმინლია უკრაინული კომპანია БИНОВАТОР-ის მიერ და იგი ვრცელდება GNU GPL-ის მეშვეობით სრულიად უფასოდ. მისი ბოლო ვერსია, Sypex Dumper Lite 1.0.8, 2006 წლის ოქტომბერში გამოვიდა და დღემდე პირნათლად ასრულებს მის დავალებას. განაგრძე კითხვა →

სუპერგლობალური მასივი – $_SERVER

შეიძლება ითქვას, რომ სუპერგლობალური მასივი – $_SERVER, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მასივი/ფუნქცია PHP-ში, მისი მეშვეობით ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას სერვერიდან. ამ ინფორმაციის გარეშე ჩვენი ვებ აპლიკაცია ვერ იქნებოდა სრულყოფილი. ამ სტატიაში აღვწერ ყველაზე ხშირად გამოყენებად და მნიშვნელოვან პარამეტრებს ამ მასივისა.

superglobals

სუპერგლობალური მასივი - $_SERVER

$_SERVER -ის ყველა ცვლადის ნახვა თქვენ შეგეძლებათ ან ფუნქციით print_r, ან phpinfo();-ს ეკრანზე გამოსახულებით. განაგრძე კითხვა →

FooterStick

დღეს გასწვალით თუ, როგორ შეიძლება DIV-ებისა და CSS-ის მეშვეობით  ფუტერის ყოველთვის ერთ ადილას მოთავსება, ანუ სულ ბოლოში.

რა არის footerstick?

ყველა ვებ-გვერდს აქვს თავისი, ჰედერი, კონტენტი და ფუტერი. რადგან ფუტერი არის დიზაინის ქვედა ნაწილი, ხშირად იგი კონტენტის სიმაღლის მიხედვით მდებარეობს, და ხან ეკრანის ზემოთა ნაწილში ჩანს, ხანაც სულ ეკრანს მიღმაა.

footerstick

Footerstick

ამ პოსტის მეშვეობით კი, თქვენ გეცოდინებათ, თუ როგორ მოაგვაროთ ეს პრობლემა და მოათასვოთ ფუტერი საიტის ქვედა ნაწილში, ისე რომ იგი კონტენტის მიუხედავად, მუდმივად ერთ ადგილას იყოს “მიმაგრებული”.

ახლა კი კოდის წერას შევუდგეთ. განაგრძე კითხვა →

CSS – კურსორის შეცვლა

მოგეხსენებათ, რომ CSS ტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებელია საიტის დიზაინის კორექტირება, მაგრამ იცოდით თუ არა, რომ იმავე CSS-ით შესაძლებელი იყო მაუსის კურსორების შეცვლა? შესაძლებელია, როგორც სტანდარტული კურსორების, ასევე თქვენი ფაილის კურსორად გამოყენება (CUR ან SVG ფორმატებში).

cursors

CSS Cursors

განაგრძე კითხვა →

Favicon.ico

რა არის Favicon და როგორ შევქმნათ იგი? თქვენ ალბათ არაერთხელ გინახავთ საიტებზე შესვლილას, თქვენს ბრაუზერში ვებ-გვერდის მისამართის გვერდით პატარა ხატულა, იგივე იკონკა, და გდომებიათ მსგავსი რამის გაკეთება თქვენს საიტზე. სწორედ ეს არის Favicon და მისი დაყენება ძალიან მარტივია.

faviconinaction

Favicon.ico

Favicon-ის ზომა უნდა იყოს 16X16 პიქსელზე, და აუცილებლად ico ფორმატში. არსებობს რამოდენიმე ხერხი ამ ხატულის შესაქმნელად: ფოტოშოპის პლაგინები, სპეციალურად ამისთვის შექმნილი პროგრამები და ა.შ. მაგრამ რატომ იტკიებთ აუტკიებელ თავს? არ ჯობია ნეტში მოვძებნოთ რაიმე ისეთი, რაც მარტივია, სწრაფი და ხარისხიანი?

განაგრძე კითხვა →

27 სუპერლოგო – ნათურები

დრო და დრო აქ პოსტების სახით საუკეთესო ნამუშევრებს დავდებ ხოლმე, ვებ-დიზაინიდან, ლოგოებიდან, თუ სხვა კატეგორიებიდან. დღეს ლოგოების იმ ნაწილის სიას იხილავთ, სადაც აქცენტი ნატურაზეა გაკეთებული. ზოგადად ნათურა ახალი, კრეატიული იდეეის სიმბოლოა.

ლოგოები - ნათურა

lbl-simply-ideas

Simply Ideas

განაგრძე კითხვა →

საიტები სახის ილუსტრაციებისთვის

დარწმუნებული ვარ ერთხელ მაინც იქნებით ისეთ საიტზე შესული, სადაც არაფრისგან ქმნით თქვენი პერსონის ანიმაციურ ვარიანტს, ილუსტრაციას და დარწმუნებული ვარ დიდად გიხალისიათ და მოგწონებიათ თქვენი თავი ასეთ ამპულაში დანახვისას :D . სწორედ ასეთი ტიპის საიტების მცირე ნაკრებს ჩამოვთვლი ამ პოსტში.

1) Portrait Illustration Maker

http://illustmaker.abi-station.com/

illustrate

Portrait Illustration Maker

განაგრძე კითხვა →

რა არის Mofuse?

Mofuse.Com არის ახალი სერვისი, რომლის საშუალებითაც ხდება ნებისმიერი საიტის გენერირება მობილური ვერსიისთვის, რომელსაც აქვს RSS-ის მხარდაჭერა და ხდება ვებ-გვერდის პერიოდული განახლება. Mofuse-ს აქვს გამოქვეყნების ორი ვარიანტი, ერთი მობილური ტელეფონებისთვის და მეორე Iphone-ებისთვის.

რითი დავიწყოთ?

პირველ რიგში შევიდეთ Mofuse-ს ოფიციალურ საიტზე და დავრეგისტრირდეთ. რეგისტრაციის შემდეგ გამოსულ ფანაჯარაში მთავარ გვერდზე დავამატოთ ჩვენი ბლოგის მისამართი ან RSS მისამართი, სასურველია RSS წყაროს მისამართი.

setup1

Add New Blog

თქვენი ბლოგის დამატების შემდეგ თქვენ მიიღებთ ასეთი სახის URL მისამართს: BLOGNAME.mofuse.mobi სადაც BLOGNAME თქვენი ბლოგის სახელია, რომელიც მიუთითეთ რეგისტრაციის დროს. განაგრძე კითხვა →