დეველოპმენტი

როგორ მივაბათ საკუთარი დომენი Gmail-ს?

თუ, თქვენ გაქვთ საკუთარი დომენი, არ ააქვს ამას მნიშვნელობა, იქნება ეს .ge, .com თუ .net დომენურ ზონაში და ხართ Google-ს პროდუქტების მოყვარული, მაშინ თქვენ გეძლევათ საშუალება საკუთარი დომენი მიაბათ Google-ის მეილს (gmail) და სხვა რამდენიმე პროდუქტს.

Google Appsმაგალითად, თუ თქვენი იმეილი ადრე იყო ასეთი chemi.saxeli@gmail.com, ახლა შეგიძლიათ იგივე რამ გააკეთოთ chemi.saxeli@domeni.ge და რაც მთავარია გუგლის პროდუქტები გამოიყენოთ.

ჩვეულებრივ chemi.saxeli@domeni.ge ტიპის იმეილის გაკეთება ძალიან მარტივია, როდესაც თქვენ შეძენილი გაქვთ ჰოსტი, რომელსაც აქვს ვებ-მეილების სისტემა, ეს კი ჰოსტების 99.9%-ს გააჩნია. თუმცა პირადად მე ასეთი მეილ სერვერები არასდროს გამომიყენებია და მუდამ გუგლის ერთგულად ვრჩებოდი. განაგრძე კითხვა →

ქართული “KissYoutube”, ანუ linkMYVIDEO.GE

ვინც არ იცით, გეტყვით რომ KissYoutube არის საიტი, საიდანაც მარტივად შეგიძლიათ Youtube-ზე არსებული ვიდეოების გადმოწერა.

მისი მთავარი პლიუსი და სიმარტივე ისაა, რომ ვიდეოს გადმოსაწერად საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ “youtube.com/watch?v=VKMm4XBsqhk“-ის წინ სიტყვა “kiss“-ის დამატება, შემდეგ კონკრეტულ გვერდზე გადახვალთ და გადმოწერთ ვიდეოს.

დღეს კიდევ ერთი ვებ-გვერდი აღმოვაჩინე, რომელიც ქართულ ვიდეო-ჰოსტინგ საიტიდან, Myvideo.Ge-დან იწერს ვიდეოებს მსგავსად. ეს არის საიტი linkMYVIDEO.

ოღონდ ამ ჯერად, წინა მაგალითისგან განსხვავებით, საჭიროა სიტყვა “link“-ის დამატება “myvideo.ge/?video_id=980113“-ის წინ.  განაგრძე კითხვა →

Opera-ს პასუხი Google Chrome Speed Test-ზე

რამდენიმე კვირის წინ Google Chrome-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახული იყო, თუ რაოდენ სწრაფია ამ ბრაუზერით ვებ-გვერდების ჩატვირთვა.

Opera Vs. Potato Vs. Google Chrome

ამის საპასუხოდ Opera-მ მსგავსი ტიპის ვიდეო გადაიღო შინაარსით Opera უფრო სწრაფია თუ კარტოფილის მოხარშვა. :D

განაგრძე კითხვა →

15+ Google Chrome Extensions for Facebook

მას შემდეგ, რაც Google Chrome-ის აქტიური მომხმარებელი გავხდი, დავიწყე მისთვის გამოსადეგი და საინტერესო გაფართოებების/ედონების ძებნა. ძიებისას არაერთ ათეულ საინტერესო გაფართოებას წავაწყდი, რომელთა გამოყენებამ ინტერნეტში ძრომიალი უფრო საინტერესო გამიხადა.

მინდა ეს გაფართოებები თქვენც გაგიზიაროთ, რათა ჩემსავით შვება იგრძნოთ. დღეს კონკრეტულ თემას, ფეისბუქს შევეხები და მისთვის გამოსადეგი ედონების სიას ჩამოგითვლით, თან ვეცდები თითეული მათგანის ფუნქცია აგიხსნათ.

1. Beautify Facebook

Beautify Facebook

ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი გაფართოებაა, მას შემდეგ რაც ფეისბუქმა სახე იცვალა, რის შემდეგაც რთული გახდა ინფორმაციის მიღება ახალი შეტყობინებების და სხვა ქმედებების (activities) შესახებ.

ამ ედონის საშუალებით თქვენი ფეისბუქის გვერდი ისეთივე გახდება, როგორც ზემოთა ფოტოზე; დაემატება ახალი სმაილები ჩატში, ფეისბუქის title ტეგში, favicon-ის გვერდით დაეწერება ახალი შეტყობინებების/ქმედებების რაოდენობა და სხვ.

სხვების თუ არა, ამ გაფართოების დაყენებას ყველას გირჩევთ : ) განაგრძე კითხვა →

როგორ გავტეხოთ Adobe-ს პროდუქტები?

გულზე ხელის დადებით მიპასუხეთ, რამდენი თქვენგანი იხდის ფულს კომპიუტერული პროგრამების შესყიდვაში? – არცერთი. მართალია, ან სულ მცირე 1% მაინც, ვისაც ამა თუ იმ პროგრამის უზრუნველყოფა ძალიან სჭირდება, აქვს ზედმეტი ფული, ან უბრალოდ ძალიან პატიოსანია. მაგრამ რეალურად, თითოეული ჩვენგანი ვიყენებთ, როგორც გატეხილ ვინდოუსს, ასევე გატეხილ სხვა პროგრამებსაც.

Adobe-ს პროდუქტების გატეხვა

Adobe-ს პროდუქტების გატეხვა

ასეთი ერთ-ერთი პროგრამული ნაკრების სერიას წარმოგვიდგენს კომპანია Adobe. მისი ერთი პროგრამა მაინც გექნებათ დაყენებული კომპიუტერში, მიუხედავად იმისა ხართ თუ არა დიზაინერი, დეველოპერი, ან მუშაობთ თუ არა რაიმე ვიდეო რედაქტირებაზე. Adobe-ს პროდუქცია ერთი-ერთი ყველაზე ძვირია კომპიუტერულ პროგრამებს შორის, მასზე მოთხოვნაც ძალიან დიდია. ამიტომაც ბევრს არ ააქვს საშუალება იხადოს ათასობით დოლარი, რათა გახდეს ამ პროგრამების მომხმარებელი.

სწორედ ამიტომ, დღეს მე გასწავლით რეალურ გზას, თუ როგორ შევძლოთ Adobe-ს პროდუქციის ფუნქციონალურად გამოყენება სრულიად უფასოდ! განაგრძე კითხვა →

რა არის MyPhoneExplorer და როგორ გამოვიყენოთ იგი?

ძალიან ბევრი მსაყვედურობს იმას, რომ არ ვიცი მესიჯზე პასუხის მიწერა. იმის გამო, რომ კომპიუტერთან ჯდომის დროს მეზარებოდა ტელეფონის ხელში აღება და რამდენიმე სიტყვის მიწერა, ამან არაერთ ნაცნობთან კონფლიქტი შემიქმნა, რომელიც საბედნიეროდ კარგად დასრულდა. მსგავსი რამ რომ აღარ მომხდარიყო, დავიწყე გამოსავლის ძიება, საბოლოოდ ერთ გადაწყვეტილებას მივადექი, ეს არის  MyPhoneExplorer.

MyPhoneExplorer მესიჯების გაგზავნა

MyPhoneExplorer მესიჯების გაგზავნა

რა არის MyPhoneExplorer?

ეს არის პროგრამა, რომლის საშუალებითაც ადვილად ხდება კომპიუტერიდან თქვენი მობილურის მართვა. მას შეუძლია:

  • მესიჯების გაგზავნა
  • კონტაქტების დამატება/რედაქტირება/წაშლა
  • ფაილების იმპორტი/ექსპორტი
  • კალენდრის და სხვადასხვა ტაკსების შევსება
  • და სხვადასხვა საჭირო პარამეტრების შეცვლა

პროგრამა ყენდება Windows-ის ოპერაციულ სისტემაზე და მისი გამოყენება სრულიად უფასოა. რაც მთავარია იგი მუშაობს ყველა ცნობილი ბრენდის მობილურ ტელეფონებთან. პროგრამას ასევე გააჩნია რამდენიმე ენოვანი ინტერფეისი. განაგრძე კითხვა →

How To Speed Up Firefox?

Firefox ბევრისთვის საყვარელი ბრაუზერია, იგი სისწრაფით, მოხერხებულობითა და მრავალფუნქციონალურობით (Add-on-ების მეშვეობით) გამოირჩევა. სწორედ ამ Add-on-ების გამო ხშირად ნელდება ხოლმე ამ ბრაუზერის სიჩქარე.

firefoxspeedometer0100_ffx

How To Speed-Up Firefox?

ამის თავიდან ასაცილებლად დეველოპერებმა შექმნეს ერთი მცირე, მაგრამ მუშა ხელსაწყო, რომელიც დაგეხმარებათ ბრაუზერის ჩართვის (startup) სიჩქარის გაუმჯობესებაში. განაგრძე კითხვა →

Adobe License Agreement Pop-Up Window-ის გათიშვა

გიყვართ ფოტოშოპი და ილუსტრატორი? ხშირად იყენებთ ამ პროგრამებს? დარწმუნებული ვარ კი. მე იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ მათი ლიცენზიის მოსაპოვებლად 1000 მწვანეს კი არ გადაიხდიდით, არამედ ინტერნეტში მის კრეკს და სერიულ ნომერს მოძებნიდით. ასეა? რათქმა უნდა კი.

მაგრამ ასეთი ფანჯარა არასდროს გიხტებოდათ ხოლმე პროგრამის ჩართვისას?

adobe_license_agreement

Adobe License Agreement Pop-Up Window

ამ პრობლემამ ორ თვეზე მეტი მაწვალა. ყოველი ჩართვისას მიგდებდა ხოლმე ამ ფანჯარას და არსებული სამი ღილაკიდან, ნებისმიერზე დაჭერის შემდეგ პროგრამა მაინც ირთვებოდა. თუ კი ასე ხდებოდა, უბრალოდ ამ ფანჯარის ამოგდების არსს ვერ ვწვდებოდი. ალბათ მორიგი ბაგი (BUG) იყო. მაგრამ ახლა მთავარი ისაა, რომ ამ პრობლემის გადაჭრის ხერხი ვისწავლე.

ვისწავლე და მინდა თქვენც გასწავლოთ. შუა ღამისას გამომღვეძა იმაში ფიქრით, რომ ნუთუ ამ პრობლემის მოგვარeბის გზა არ უნდა არსებობდეს? ნუთუ ასე უნდა ვწვალობდე ხოლმე ყოველი კომპთან დაჯდომისას? და ბოლოს 1000 უინტერესო შედეგის მიუხედავად მივაგენი ერთ ფორუმს და ვიღაც ღვთისნიერი კაცის პოსტს, სადაც უმარტივესი გზა იყო ახსნილი ამ თავის ტკივილის წამლისა. განაგრძე კითხვა →

ერთი საინტერესო მიგნება Firefox-ში

თუ თქვენ ვებ-გვერდების გასახსნელად Mozilla Firefox-ს ან IE (Internet Explorer)-ს ხმარობთ (იმედია ამ უკანასკნელს არა), მაშინ ეს პოსტი გამოგადგებათ ერთი პრობლემის მოგვარებაში, თუ კი ამას პრობლემა შეიძლება ვუწოდოთ.

firefox

ერთი საინტერესო მიგნება Firefox-ში

როდესაც შევდივართ ჩვენს საყავრელ საიტზე სადაც გვჭირდება ავტორიზაცია, შეგვყავს ჩვენი სახელი და პაროლი და შევდივართ სისტემაში, Firefox ამ სახელს (Username-ს) იმახსოვრებს, პაროლის დასამახსოვრებლად კი ჩვენი ნებართვაა საჭირო. როდესაც გამოვალთ სისტემიდან, რომელიმე ფორუმიდან, სოციალური ქსელიდან ან სხვა საიტიდან და შემდეგში ბრაუზერის გახსნისას ისევ მოგვინდება შესვლა, სახელის ველში, წინაზე ჩაწერილ სახელს უკვე დავინახავთ.  განაგრძე კითხვა →

როგორ გადმოვწეროთ Rapidshare.Com-იდან Flashget-ით?

დიდი ხანია უკვე ტექნიკურ საკითხზე პოსტი არ დამიწერია და დრო დადგა ეს პრობლემა გამოვასწორო.

თუ კი Rapidshare.Com-იდან ხშირად გიწევთ რაიმე ფაილის გადმოწერა და ამაზე დიდი დრო მიაქ, ვეცდები ამ პოსტში ახსნილი მაგალითით ეს დრო შეგიმციროთ.

rapidshare+flashget

როგორ გადმოვწეროთ Rapidshare.Com-იდან Flashget-ით?

მე თქვენ გასწავლით, თუ როგორ შეიძლება გადმოწერო Flashget-ის მეშვეობით Rapidshare.Com-იდან.

მათთვის, ვინც არ იცის: Rapidshare.Com გახლავთ ყველაზე პოპულარული უცხოური ფაილების ასატვირთი სერვერი, ხოლო Flashget ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Download Manager-ი (ინტერნეტიდან ფაილების გადმოასწერი პროგრამა)

პოსტში განხილული არ იქნება, რამდენიმე ფაილის ერთად გადმოწერის, დროის ლიმიტის გასაუქმებელი საშუალებელი და სხვა ხრიკები, რადგან ასეთი რამ მხოლოდ პრემუმის ექაუნთის შეძენის შემთხვევაშია შესაძლებელი :)

რა არის ამისთვის საჭირო?

საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ 3 რამ: განაგრძე კითხვა →