Jeffrey Katzenberg-ის თქმით, “3D კინოს მომავალია“, რასაც არ შემიძლია არ დავეთანხმო. ბოლო ორი 3D ფილმი, კერძოდ კი ავატარი და ალისა საოცრებათა სამყაროში, რომელთა პრემიერაც გასული თვეების მანძილზე შედგა, საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა კინომოყვარულთა შორის.

ტიტანიკი 3D
მათი გადაღება ნამდვილად მომგებიანი აღმოჩნდა. თითეულმა არაერთი ასეული მილიონი დოლარი მიიღო შემოსავალი. ალბათ სწორედ ამ ორი მიზეზის გამო გადაწყვიტა ჯეიმს კემერონმა თავისი ლეგენდარული ფილმის, ტიტანიკის, 3D ვარიანტში გადაღება.
კომპიუტერულ ტექნოლოგიებს დღეს-დღეობით ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. 3D ეფექტების დადება შესაძლებელია უკვე სპეციალური კამერის გადაღების გარეშეც, სწორედ ისეთების გარეშე, რომლებსაც კემერონი იყენებდა ავატარის გადაღებისას.
ტიტანიკის 3D-ს პრემიერა დაგეგმილია 2012 წლის გაზაფხულისთვის, ლეგენდარული გემის ჩაძირვის 100 წლის თავთან დაკავშირებით. მე ისღა დამრჩენია მოვლენებს დაველოდო და შეძლებისდაგვარად შეგატყობინოთ მათ შესახებ. ვფიქრობ ძალიან საინტერესო სანახაობრივი იქნება ეს უკანასკნელი.
თქვენ რას ფიქრობთ? შეცვლის თუ არა კლასიკური ტიპის კინოებს 3D ფილმები? მოგწონთ თუ არა მსგავსი სახის გადაღებული ფილმები და ზოგადად, რას ფიქრობთ 3D ტექნოლოგიებთან დაკავშირებით კინომატეგრაფიაში? : )
მე ჩემო ლანდიშ, ავატარის განხილვისას აღვნიშნე, რომ კინემატოგრაფში ახალი ერა იწყება, რომელსაც სახელიც კი მოვუგონე და დავარქვი “ტრიდემატოგრაფია”. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ხელოვნების ახალ ნაწილად ჩამოყალიბდეს და არანაირი კავშირი ჰქონდეს კინემატოგრაფთან. რაც შეეხება მოწონებას, მიუხედავად იმისა რომ კინოკლასიკის გულშემატკივარი ვარ, 3დ ფილმებიც მომეწონა. ჩემი აზრით საერთოდ არ უნდა მოხდეს ამათი შედარება და უნდა გაიმიჯნოს.
ძალიან საინტერესო იქნება ახალი ტიტანიკი, მაგრამ 2012 წელს ხომ უნდა ავფეთქდეთ და რა ვიცი:D
2012 წლის ზამთრამდე ჯერ გაზაფხულია და ფილმის ნახვის შემდეგ ბედნიერები ავფეთქდებით
რაც შეეხება შენს მოსაზრებას, ვიზიარებ მეც და გეთანხმები : )
:ლოლ:
რა მაგარი იქნება ახალი ტიტანიკი. 3D რომც არ ყოფილიყო, მაინც გამიხარდებოდა =D
მშვენიერია . საერთოდ მივესალმები 3D – ფილმების გადაღებას რაღაც უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ კინოს ყურება. სადღაც წავიკითხე ასევე აგვისტოში გამოვა ავატარის სრული ვერსია და თავიდან დატრიალდება კინოჩვენება მსოფლიო კინოთეატრებზე.
სრულსა და არასრულში რა იგულისხმება? ? : )
როგორც ვიცი რაღაც მონაკვეთები არ შევიდა ფილმში და ამა წლის აგისტოდან ხელახლა ჩაეშვება სრული ვერსია. როგორც ვიცი ინტიმური სცენებიც იქნება შესული
ა, ხო, იყო რაღაც საუბარი აგვისტოსთან დაკავშირებით, მარა არ დავკვირვებივარ და
3დ კი არა მალე 3ხ გაიჩითება და მერე უყარეთ კაკალი : ))
ჰოდა როგორც 2დში არ მინახავს ისევა არ ვნახავ 3დში
აი, ჯორჯ ლუქასს რო უჯიკოს ვინმემ კაი იქნება.
3D-ს შემოღება შინაარსს ურტყამს პირველ რიგში(უაზრო შინაარსის პირობებშიც კინო მაინც აინტერესებთ და უყურებენ ეფექტების გამო) და ის ფაქტი, რომ ეს ტექნოლოგია პოპულარული ხდება მოსახლეობაში, ამტკიცებს კოტე ყუბანეიშვილის ფრაზის* სიმართლეს.
P.S. შენიშვნა* – კოტე ყუბანეიშვილის ფრაზა: თანახმად დიდი გამოკვლევების, ხალხი გზაზე დგას გამო*ლევების.
შეცვლის? მე მგონია რომ უკვე შეცვალა
ეგრე უცებ არამგონია რო შეიცვალოს 2D-3D-ით.. უმეტესობას სახლებში რო ექნება 3D მონიტორები მერე ალბად ვინმე აღარ გადაიღებს 2D ს და რაც უკვე გადაღებულია დაახლოებით 20-25 წარმოდგენაც გაგვიჩირდება იმის რო ოდესღაც როგორ ვიჯექით ბრტყელ ეკრანტან საათობით …პირველად რო ვნახე მობილური მპ3 ფაილს კითხულობდა სიხარულისგან ლამის კედლებზე დავრბოდი 24 საათი ჩართული მქონდა,არადა სულ რაგაც 10 მბ ქონდა მემორი მოტოროლა ლ6 იყო
ნამდვილად საინტერესო სანახაობა იქნება,ოღონდ თუ 2012 ში გადავრჩით
ტიტანიკი 3D ძალიან მაგარი უნდა იყოს.
ისე მეგობრებო, 3D-მ რაღაც მხრივ უკვე ჩაანაცვლა 2D ფილმები,მაგრამ ეს მაინც ადამიანზეა დამოკიდებული. ზოგი კლასიკის ისეთი ფანია,სულ 4D-ში რომ აჩვენო ფილმი, მაინც იტყვის „ნაგავიაო“. მე კი პირიქით, ჰოლივიდური ფილმების ნახვით უფრო დიდი სიამოვნებას ვიღებ, ვიდრე დანარჩენებით.
კაცია და გუნება
დზაან მაგარია სჰოკია