კვირაზე მეტია, რაც ბორჯომიდან დაბრუნებული თბილისის აუტანელ სიცხეებს ვცდილობ შევეგუო. ახლა კი იმის შესახებ მოგიყვებით, რაც ამ ზაფხულს ყველაზე მეტად დამამახსოვრდა.

ძველებური მატარებელი
რადგან ბორჯომი ვახსენე, მოდით აქედან დავიწყებ. გამოცდების დასრულებისთანავე ბარგი ავიკიდე და რამდენიმე დღით ზემოთხსენებულ ადგილას გავემართე დასასვენებლად. გადაწყვეტილი მქონდა, რომ გზაში მატარებლით უნდა მემგზავრა, რატომღაც ვფიქრობდი რომ ასე უფრო მალე ჩავიდოდი, მეგონა მატარებელი თავის სახელს გაამართლებდა თქო – “ელექტრიჩკა”-ს, მაგრამ შევცდი.
ვინაიდან და რადგანაც მგზავრობის დიდი მოყვარული არ ვარ, ჩემთვის მთავარი დანიშნულების პუნქტამდე სწრაფად ჩასვლა იყო და არა კომფორტულად მგზავრობა. მანამდე ახლობლებისგან მქონდა გაგონილი, რომ მაგ მატარებელში ათასი რჯულის და რასის ხალხი მგზავრობდა და მათი ოფლის სუნი სიცხეში გადაადგილების პროცესს აუტანელს ხდიდა. ამ დროს გავიფიქრე, მაშინ ოპტიმალური ვარიანტი სამუშაო დღეს, დილის რეისზე გამგზავრება იქნებოდა, რადგან ხალხი ამ დროს ნაკლებად სარგებლობდა ამ ტრანსპორტით, აქაც კვლავინდებურად შევცდი.
ნუ მოკლედ, ხუთშაბათ დილას 5 საათზე უკვე ფეხზე ვიყავი, რათა 6 საათისთვის ვაგზლის მოედანზე ვყოფილიყავი. ხალხმა მატარებლის მოსვლამდე ნელ-ნელა იმატა. მალე “ელექტრიჩკაც” გამოჩნდა. როდესაც ვაგონების კარები გაიღო, იქ მყოფნი ადამიანებს აღარ გვანდნენ, ყოველგვარ მიივიწყეს დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, მოხუციც და ბავშვიც და მგზავრები თავიანთი ბარგით უკანმოუხედავად შეაბიჯებდნენ თავიან ვეებერთელა ფეხებს. იქ წაქცევა და რამდენიმე მოტეხილობის მიღება ერთი იყო…
ამ საშინელი სურათის აღწერამ ოთარ ჭილაძის პოემა – “სინათლის წელიწადი” გამახსენა, რომელიც სულ შემთხვევით აღმოვაჩინე ეროვნულ გამოცდაზე მოცემულ ტესტში.
აი ნაწყვეტიც:
მე ათი წლის ვარ.
ომია ყველგან. არეულია მთელი ქვეყა-
ნა, ჩვენს ოჯახს უჭირს, ხოლო ქალაქში
ჩვენი დარჩენა დაღუპვას ნიშნავს.
ჩავარდნილია მამა ლოგინად და, ავად-
მყოფი მეუღლის გარდა, სამი შვილი
ჰყავს სარჩენი დედას.
`უნდა წავიდეთ, უნდა წავიდეთ, აქედან
უნდა წავიდეთ ჩქარა~, _ აღარ გვშორ-
დება ეს ორი სიტყვა. თითქოს ეს ორი
სიტყვაღა დარჩა და თითქოს მხოლოდ
ამ სიტყვებს ძალუძთ ჩვენი უსაზღვრო
ტანჯვის დატევა, ან თითქოს ძალუძთ,
რომ აგვარიდონ: შიმშილს, სიცივეს და
უმწეობას… და ყოველდღიურ შიშსა
და ხიფათს.და ჩვენც მივდივართ.
ხალხის მდინარეს ჩვენი ოჯახიც ბაქან-
ზე გაჰყავს.
მე ათი წლის ვარ და ჩემ გარშემო გა-
მოლენჩებულ სახეებს ვხედავ, გამო-
ლენჩებულს სიძულვილისგან, სიჩქარი-
საგან და შიშისაგან…
მე ათი წლის ვარ და ჩემს სხეულზე
ვგრძნობ უხეშ ხელებს და ის ხელები
ჩემს გადაგდებას ცდილობენ გზიდან.
და მეუფლება ისეთი გრძნობა, თითქოს
ფორთოხლის პატარა ხე ვარ და თით-
ქოს ძალით მგლეჯენ მიწიდან.
მომგლიჯეს კიდეც. ხოლო ფესვებზე
მაბიჯებს ხალხი და მე პირველად
ვგრძნობ ამგვარ ტკივილს და გაოცება
ძრავს ჩემს არსებას… ხოლო ტკივილი
სულში იბუდებს საფუძვლიანად, რო-
გორც გამძღარი მხეცი ბუნაგში.მე საყვედურით ვუყურებ დედას. დე-
და მიღიმის და თან უაზროდ ხელს მის-
ვამს თავზე და მეუბნება: არაფერია,
არაფერია, არაფერია, საცაა წავალთ.მამა ვაგონში საკაცით შეჰყავთ და იქ
ირკვევა, რომ მოუპარავთ ჩვენი საგზა-
ლი. მე ათი წლის ვარ და უკვე ბრაზით
მეკვრება სუნთქვა. ბრაზით და კიდევ
იმ ცუდი გრძნობით, რომელსაც ჰქვია
შეურაცხყოფა… და დამცირება.და აი, მიდის მატარებელიც. და ყვე-
ლაფერი თავს იყრის ერთად, რაც გან-
ვიცადე ათი წლის ბავშვმა. ის მალე
ცრემლის ბურთად იქცევა და მომაწვე-
ბა ყელში მტანჯველად.
ტლანქი საგნებით და სხეულებით სავ-
სეა კუპე. მე კი სუსტი ვარ და ვერ
ვახერხებ მისვლას სარკმელთან, რომ
ერთხელ კიდევ შევავლო თვალი საყ-
ვარელ ქალაქს, რომელიც ბევრჯერ
მომენატრება და ჩემს არსებას შეაჩ-
ვევს სევდას.
და მეც თავი ამ დროს სწორედ ამ ათი წლის ბიჭივით ვიგრძენი, და როდესაც შევედი და მატარებელი დაიძრა, გზაში ჩემთვის ვფიქრობდი, რომელ წლებში წერდა ოთარი ამას და რა დროა ახლა? მსგავსი რამ ომის და არეულობის დროს იყოს შეიძლება მომხდარიყო, ახლა კი დასვენებისას?
ყოველთვის ვიქნევდი ხელს ჩვენს ბედკრულ საქართველოზე და მსგავსი მოვლენები კიდევ უფრო მარწმუნებს იმაში, რომ განწირული ერი ვართ და ადამიანობას ვკარგავთ თანდისთან. ასე შორს ვერ გავფრინდებით : )
მთელი გზა ამაზე ვფიქრობდი, მაგრამ ბოლოს ვეცადე ყველაფრისთვის კარგი თვალით შემეხედა და ეს მოვლენა, როგორც კურიოზი ისე დამმახსოვრდებოდა, ამიტომაც ჩამოსვლისას, როგორც კი შევძელი ბლოგს მივმართე, რათა თქვენთვის მომეყოლა
ასე რომ, თუ კი ოდესმე გადაწყვეტთ ამ მატარებლით მგზავრობას, არ გირჩევდით, რადგან არც სწრაფია და არც კომფორტული, თუ თავი 10 წლის ბავშვად არ გინდათ იგრძნოთ, რომელიც ომიანობის დროს დატოვებას ცდილობს, მაშინ გირჩევთ გადაადგილების სხვა საშუალება აირჩიოთ
პოსტთან რა შუაშია, მაგრამ აი ეს “ლორემ იპსუმ დოლორ სიტ ამეტ, უნდა და დასდევენ მივდგომოდი გადაწყვეტილებით ქალი სსიფ არ შეიძლება ისე მას გაუშვირა მონიტორინგის არ სულ ცოლისძმას ისინიც იატაკი პლატონი ხნის უნაგირი საძირკველი”- რა არის?
განვანახლე… refresh it
შენი ჰოსტინგით კმაყოფილი ხარ?
ძალიან
2 თუ 3 წლის წინ მატარებლით მივდიოდი წიფაში (სხვა ტრანსპორტი უბრალოდ არ დადიოდა). მეგობარმა მიმაცილა სადგურამდე და მატარებელში რომ შემოიხედა, დიდი ხანი მეხვეწებოდა, გადაიფიქრე წასვლაო
ოოო, შენი რა კარგად მესმის
საკუთარ თავზე, ხომ გაქვს გამოცდილი არა…?
ეჰ, ჭილაძე.. რა კაცი წავიდა ჩვენგან..
გთხოვთ მთლიანად დადოთ ოთარ ჭილაძის “სინათლის წელიწადი” დან ნაწყვეტი “მე 10 წლის ვარ”