Tag: ზურიუსი

13 მარტი

ის თუ რა მოხდა 13 მარტს საქართველოში, შეგიძლიათ შეიტყოთ:

რიცხვი 13

ის თუ რა შემემთხვა პირადად მე, შეგიძლიათ შეიტყოთ:

რა გეგონათ? გრძელ პოსტს დავწერდი და მე ვიბუტბუტებდი? : ) – ვერ მოგართვით : )

რა საჭიროა, რაღაცის 10ჯერ განმეორება, როდესაც შეგიძლია ყველაფერი ის შეაჯამო, რასაც ეთანხმები? : )

P.S. თუ კი ვინმეს რაიმე საინტერესო უწერია ამ თემებთან დაკავშირებით და მათი ლინკები ამ სიაში არ ჩანს, მე მაპატიეთ და კომენტარის სახით შემატყობინეთ : )

გამარჯობა ანუ როგორ გავხდეთ კრეატინულები?

ჰოი, რა ბედნიერია ჩემი ცხრას პლუს ერთი თითი (მარცხენა ხელის ცერს არ ვხმარობ კლავიატურაზე)!

მეღირსა!… :D :D :D

Zurriuss

მოკლედ, მე Zurriuss ვარ, ამ ბლოგის სტუმარი და ლანდიშას აწ უკვე განუყრელი მეგობარი ;)

დღეს გიამბობთ, როგორ გავხდეთ კრეატინულები საკუთარი მაგალითით. არ გეგონოთ, თავს ვიპიარებდე. ახლა ისე მეძინება, ცხელი ტაფა სახეში არ მაწყენდა :D

ამისათვის აუცილებელია, ღამის 2 საათი მაინც იყოს. ამ დროს სხეული პრაქტიკულად გამოთიშულია, სახე კი – გამოთაყვანებული. თუ ყოველივე ამას კომპიუტერთან დიდხანს ჯდომასაც დავუმატებთ, მით უკეთესი. ადამიანის ტვინი ამ ინფორმაციას აგროვებს, დიდი მონდომებით აღრიცხავს მეხსიერებაში და მერე ცოტა ხნით აყოვნებს, სანამ რაიმე ახალი იდიოტობა არ ჩაანაცვლებს. სინამდვილეში ამ დროს კი ნამდვილად ბევრი საჭირო ინფორმაცია ინახება: თუნდაც ისეთი, რომელსაც მერე განსაკუთრებულად დავაფასებთ. განაგრძე კითხვა →