ვორდპრესის დეველოპერები მის ბირთვს ელვისებური სისწრაფით ანახლებენ და უამრავ საინტერესო ფუნქციას ამატებ ყოველ ვერსიაში. უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება 2.9 ვერსია, რომლის ახალ ფუნქციებზეც და მნიშვნელობებზეც დღეს ვისაუბრებ.
სანაგვე
ალბათ გქონიათ შემთხვევა, როდესაც რაიმე პოსტი, სურათი ან კომენტარი წაგშლიათ და გსურდათ მისი აღდგენა (მახსოვს ნატოშას დაემართა რამდენიმე დღის წინ ესეთი რამ), მაგრამ ვერაფერი გიღონიათ, რადგან იგი სამუდამოედ დაემშვიდობა თქვენს მონაცემთა ბაზებს.
ახალ ვერსიაში ამისთვის წამალი გამოიგონეს – სანაგვე (Trash), რომელიც იგივე ფუქნციის იქნება, რასაც თქვენი Recycle Bin შვრება თქვენს ვინდოუსში. ინახავს “წაშლილ” ინფორმაციას, სანამ სანაგვეს არ გაასუფთავებთ.

Wordpress Trash Can
მე თუ მკითხავთ, ეს იმდენად მნიშვნელოვანი ფუქნციაა, რომ აქამდე უნდა ჩამატებულიყო
სტანდარტულად სანაგვეში არსებული პოსტები 30 დღის შემდეგ იშლება, მაგრამ თქვენ ამ რიხცვის შეცვლა შეგიძლიათ wp-config.php ფაილში შემდეგი ხაზის გაწერით.
define('EMPTY_TRASH_DAYS',7);
განაგრძე კითხვა →