Landish.Ge » wordpress.com

მანახე შენი ბლოგი და გეტყვი ვინ ხარ შენ
ბლოგებზე არაერთხელ თქმულა და არაერხელ დაწერილა. თქმისა რა მოგახსენოთ, მარა დაწერილის სიას მეც მსურს ერთი პოსტი შევმატო.

ბლოგები რო თემატიკითა და ვიზუალური მხრით განსხვავდებიან, ეს ყველამ იცის. მაგრამ რეალური პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ირჩევენ ბლოგერები თავიანთი ბლოგისთვის კონკრეტულ დიზაინს და ამა თუ იმ პლატფორმას, ბევრმა არ იცის.

მე გადავწყვიტე დამეყო ბლოგები კატეგორიებად თავისი ვიზუალური მხრიდან გამომდინარე და გამერკვია, თუ რატომ აქვთ მათ ავტორებს ასეთი დიზაინი.

ზანგი ბლოგები

ტერმინი ზანგი ბლოგები ქართულ ბლოგოსფეროში კარგა ხანია დამკვიდრდა.  იგი მოიცავს მუქ ფონზე დაწერილი ღია, ან უარეს შემთხვევაში მუქივე ფერის ტექსტს. ასეთი ბლოგები შედარებით ცოტაა, თუმცა იმდენი, რომ მათზე სალაპარაკო მაინც გვეძლევა.

ზანგი ბლოგები

მახსოვს ინტერნეტში პირველი საიტი, როცა გავაკეთე, მუქი ფერის იყო, მაშინ მეგონა, რომ შავი ფერის დიზაინი ღია ფერისას სჯობდა. დღევანდელი გადასახედიდან ვხვდები, რომ ძალიან, ძალიან ვცდებოდი. მაშინ ეგ ფერი ჩემს შინაგან მდგომარეობას ასახავდა.

ალბათ ამ შემთხვევაშიც ამჟამინდელი მუქი დიზაინის მქონე ბლოგების ავტორების შინაგან მდგომარეობას ასახავს. ან უბრალოდ ჰგონიათ, რომ ეს მაგარია და ღია ფერის შაბლონები ზედმეტად გაპაპსავებულია.

ეს მათი აზრია, მაგრამ ის, რომ ასეთ დიზაინებზე ტექსტის წაკითხვა არც თუ ისე სასიამოვნოა ადამიანისთვის, ეს ჩემი მოგონილი არაა, ამ მოსაზრებას არაერთი პიროვნება ეთანხმება. ასეთი ბლოგერები თავიანთ ბლოგზე ძირითადად ჯღაბნიან, მაშინ როცა გულზე დააწვებათ რამე ან სხვა.

იმაში დასარწმუნებლად, რომ მარტო მე არ ვფიქრობ ასე, რამდენიმე ბლოგერს ვკითხე მათი აზრი მუქ ფერებთან დაკავშირებით და შემდეგი სახის პასუხები მივიღე: „რახან დამწყები ვარ, ტრაკში კი არ მაქვს თვალები“; „ჩემამდე არ დადის მსგავსი დიზაინის გაკეთების არსი“ და სხვა.

მოკლედ ამ თემას ცალკე პოსტი უნდა მივუძღვნა, მაგრამ დღეს ამაზე ამით მოვრჩები. უბრალოდ გავა დრო და თითოეული, ვისაც მუქი ფერის დიზაინი უყენია, აუცილებლად შეცვლის და გადავა ღია ფერისაზე. იმედი მაქვს ეს მომენტი ყველასთვის მალე დადგება.

ღია ფერის ბლოგები

ღია ფერის ბლოგები

მიყვარს ღია ფერის დიზაინის მქონე ბლოგები. კითხვაც მიადვილდება და ვიზუალურადაც სასიამოვნო შესახედია ხოლმე. მარტივ, სადა დიზაინს არაფერი სჯობს ბლოგის შემთხვევაში, სადაც მთავარი აქცენტი კონტენტზეა გადატანილი.

ასეთი ბლოგების ავტორები ამას ხვდებიან, არ ვერ ხვდებიან სულაც და უბრალოდ უყენიათ ღია ფერის შაბლონები. ნებისმიერ ვარიანტში ეს კაკ მინიმუმ 1 პლიუსია მათი ბლოგებისა.

მათთვის მთავარია მომხმარებელი ადვილად კითხულობდეს ტექსტს და აქცენტი სრულიად გაკეთებული აქვთ თავიანთ ნაწერეზე. ესეც შესაძლოა მათ სულიერ მდგომარეობაზე მეტყველებდეს, თუ კი ასეა, გილოცავთ თქვენ დამშვიდებული სულის პატრონი ბრძანდებით, რომლებიც ბლოგს შემოქმედებითად უდგებიან და ცდილობენ მეტი ყურადღება, დრო და ენერგია დაუთმონ მას. მოკლედ ქება-დიდების გარდა ღია ფერის ბლოგებზე ვერაფერს ვიტყვი.

ბლოგები blogspot.com-ზე

ბლოგები blogspot.com-ზე

ბლოგერების ძალიან დიდ ნაწილს ბლოგი blogspot.com-ზე აქვს. თუ რატომ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მე შემდეგნაირად შევეცადე.

როდესაც ადამიანს სურს ბლოგის გაკეთება, იგი პირველად Google-ს მიმართავს ხოლმე დახმარებისთვის, როდესაც იგი ეძებს თუ როგორ გააკეთოს  ბლოგი, ზემოხსნებული საძიებო სისტემა პირველ რიგში blogspot.com-ს უპოვნის, შემდეგ კი სხვა ბლოგინგ პლატფორმებს. რა თქმა უნდა, blogspot რახან Google-ს პროდუქცია, ადამიანიც იფიქრებს, რომ ეს საუკეთესოა და იწყებს სწორედ აქ ბლოგის კეთებას.

ხოლო მაშინ როდესაც გაირკვევა რომ wordpress.com ბევრად მოსახერხებელია, მერე იწყებს ფიქრს, “ნეტავ თავიდანვე რატომ არ დავრეგისტრირდი მანდ? ძალიან მინდა გადმოსვლა, მაგრამ რა ვუყო ახლა ჩემს პოსტებს?” მან ხომ ისიც არ იცის, თუ რაოდენ ადვილია პოსტების გადატანა blogspot-იდან wordpress-ზე.

არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ბლოგერები ამ სერვისს იყენებენ, ეს არის დიზაინის სრული რედაქტირების უფლება, მათ ხომ შეუძლიათ აქ ფლეშ საათების, მფრინავი ძროხების (იზვინი ლილიან    ) და სხვა “ფინწიკლიუშკების” დამატება, რაც ბლოგის ჩატვირთვას საათ ნახევარს ანდომებს და საბოლოოდ მკითხველის  ხელმეორედ შემოსვლის სურვილსაც აქრობს. მაგრამ ამას როდის ხვდებიან ისინი.

ბლოგები wordpress.com-ზე

ბლოგები wordpress.com-ზე

wordpress.com-ზე ზემოხსნებული მიზეზის გამო თავისით არავინ, უფრო სწორად ვერავინ რეგისტრირდება, რადგან ეს სერვისი blogspot.com-ზე ნაკლები დონის მიაჩნიათ. აქ წევრიანდებიან ძირითადად მეგობარი ბლოგერის რჩევით, ფორუმზე წაკითხული პოსტებით ან სხვა ბლოგერების მიერ დაწერილი სტატიებით (ესეც პოსტიც ამ უკანაკსნელს მიეკუთვნება).

არის მეორე ვარიანტიც, როდესაც პიროვნება შეიტყობს wordpress.com-ის ავკარგიანობის შესახებ, და გადმოსვლას დააპირებს, იმავე საძიებო სისტემით მოიძიებს ამ პრობლემის გადაჭრის გზას, რათა შეძლოს მარტივად გადმოსვლა wordpress.com-ზე (პოსტების დაკარგვის გარეშე).

აქ ხომ ყველაფრის მართვა ძალიან მარტივია. შეზღუდულია მხოლოდ დიზაინის სრული რედაქტირება, თუმცა header-ის (საიტის თავის) შეცვლა თითქმის ყველა დიზაინზეა შესაძელებელი და widget-ების მეშვეობით sidebar-ის მართვა ცარიელი სიამოვნებაა. wordpress.com-ზე არსებულ ბლოგერებს შედარებით დახვეწილი აქვთ გემოვნება ბლოგთან დაკავშირებით, როგორც ვიზუალური მხრით, ასევე ტექნიკური.

ბლოგები .ge ზონაში

ბლოგები .ge ზონაში

ბლოგერები რომლებსაც აქვთ უკვე ცალკეული დომენები .ge ზონაში, ისინი უკვე აღარ ხუმრობენ და ბლოგინგს სერიოზულად უყურებენ. მათთვის ბლოგი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ონლაინ დღიური. ასეთი ადამიანები ფულსაც კი არ ზოგავენ საკუთარი ბლოგის განვითარებისთვის (ნუ დომენის 30 ლარი და +- ჰოსტის ფული).

მსგავსი ტიპის ბლოგერებისთვის მნიშვნელოვანია რომ მათი მკითხველები საყვარელი ბლოგის დომენს ადვილად იმახსოვრებდნენ და მის ბლოგზე მარტივად ხვდებოდნენ, ამ ბლოგის ლინკს თავის მეგობრებსაც უზიარებდნენ და სხვ.

შეჯამება

თუ შენ გაქვს ბლოგი blogspot.com-ზე და თანაც მუქი ფერის დიზაინით, წინ ბევრი რამ გაქვს სასწავლი აწ ნასწავლი ბლოგერებისგან.

თუ შენ უბრალოდ ბლოგი გაქვს blogspot.com-ზე ღია ფერის დიზაინით, მაშინ შენ შედარებით ნასწავლი ხარ წინამორბედ  ბლოგერების კატეგორიასთან შედარებით.

თუ შენ ბლოგი wordpress.com-ზე გაქვს მუქი დიზაინით. ე.ი. რაღაც გისწავლია, მაგრამ ბოლომდე ვერა.

თუ შენ ბლოგი გაქვს wordpress.com-ზე ღია ფერის დიზაინით, მაშინ უკვე კარგად იცნობ მკითხველის სურვილებს.

ხოლო თუ შენ უკვე გაქვს საკუთარი დომენი, ე.ი. შენ ტექნიკურადაც მეტი ინფორმაციის მფლობელი ხარ, ბლოგინგი შენთვის ბევრ რამეს წარმოადგენს, ზრუნავ მომხმარებლის ინტერესებზე და მოკლედ რომ ვთქვათ, შენ უკვე აღარ ხუმრობ. (აღარაფერს ვამბომ .com დომენზე მქონე ბლოგების შესახებ.)

პ.ს. ეს სწორედ ის ხუმრობაა, რომლის 50 პროცენტიც სიმართლეა. ასე რომ ზოგიერთი ბლოგერი, ვინც ზემოხსნებულ კატეგორიებში საკუთარ თავს ამოიცნობს, გთხოვთ წყენად ნუ მიიღებთ.

აქვე შეიძლებოდა ქართული ბლოგინგ პლატფრომების განხილვაც, როგორიცაა blog.ge, log.ge და platforma.ge, მაგრამ მათი არასტაბილური მუშაობის გამო, გადავწყვიტე, რომ ამ პოსტში განხილვა უადგილო იქნებოდა.

მოკლედ პოსტის წაკითხვის შემდეგ ალბათ შეძლებთ უკვე საკუთარი თავის დახასიათბას, როგორც ბლოგერს, გაგეხსნებათ გონება და გაჩინდებათ სურვილი გაიუმჯობესოთ ბლოგის ვიზუალური მხარე და შეიცვალოთ ბლოგინგ პლატფორმა. იზრუნოთ საკუთარ მკითხველზე და ბლოგის პიარზე. და ბოლოს ამ პოსტის იმხედვით, ვინ ვარ მე?

პ.ს. არ დაგავიწყდეთ ტექსტური რეკლამებისთვის დაკლიკვა, გმადლობთ!