Tag: Web 2.0

ქართული “KissYoutube”, ანუ linkMYVIDEO.GE

ვინც არ იცით, გეტყვით რომ KissYoutube არის საიტი, საიდანაც მარტივად შეგიძლიათ Youtube-ზე არსებული ვიდეოების გადმოწერა.

მისი მთავარი პლიუსი და სიმარტივე ისაა, რომ ვიდეოს გადმოსაწერად საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ “youtube.com/watch?v=VKMm4XBsqhk“-ის წინ სიტყვა “kiss“-ის დამატება, შემდეგ კონკრეტულ გვერდზე გადახვალთ და გადმოწერთ ვიდეოს.

დღეს კიდევ ერთი ვებ-გვერდი აღმოვაჩინე, რომელიც ქართულ ვიდეო-ჰოსტინგ საიტიდან, Myvideo.Ge-დან იწერს ვიდეოებს მსგავსად. ეს არის საიტი linkMYVIDEO.

ოღონდ ამ ჯერად, წინა მაგალითისგან განსხვავებით, საჭიროა სიტყვა “link“-ის დამატება “myvideo.ge/?video_id=980113“-ის წინ.  განაგრძე კითხვა →

IMO

ერთხელ, ერთმა კომენტარი დამიტოვა, ხშირად ეძებე ხოლმე დილაობით ინტერნეტში საიტებიო, კარგ რამეებს ჩითავო. დღესაც, სწორედ ერთი ასეთი რეიდის დროს ეს საინტერესო და გამოსადეგი საიტი აღმოვაჩინე – imo.im

imo.im - IM your friends online

IMO არის web-based ონლაინ მესენჯერი, რომელიც შემდეგ ჩატ კლიენტებს აერთიანებს:

  • Skype
  • MSN
  • AIM
  • ICQ
  • Yahoo
  • Google Talk
  • Myspace
  • Faceebok

პირადად ჩემთვის ყველაზე სასიხარულო და მოულოდნელი ფეისბუქისა და სკაიპის აღმოჩენა იყო ამ სიაში, რადგან ყველაზე მეტად ამ 2-ს ვიყენებ ადამიანებთან საკონტაქტოდ და მათი ანალოგიც ჯერ არ შემხვედრია. განაგრძე კითხვა →