Tag: Twitter

“სოციალური მედიის დღის” ასოციალური მოვლენები

რამდენიმე თვის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ კი სოციალური მედიით და ბლოგინგით იმდენი ხალხი დაინტერესდებოდა, რამდენიც 30 ივნისს “მთაწმინდის პარკის” ამფითეატრში შეიკრიბა. ხალხის ოდენობა რამდენიმე ასეულს შეადგენდა. ზოგმა ახალი ნაცნობები შეიძინა, ზოგმა ძველები მოინახულა, ზოგმაც რაღაც საინტერესო გაიგო არსებული პრეზენტაციიდან და რაღა თქმა უნდა, ზოგმაც ეს ყოველივე გააკრიტიკა.

“რა საჭირო იყო სოციალური მედიის დღის ჩატარება?”, “რა არაშესაფერისად იყო შერჩეული თემები”, “სოციალური მედია მხოლოდ ბლოგინგს არ ნიშნავს” და მსგავსი პროვოკაციული შეძახილები არაერთ ქართულ ბლოგსა და მათ კომენტარებში ვიხილე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ეს ბლოგები, პოსტები და კომენტარები თქვენ თვითონვე მოიძიოთ, რადგან გამოჩნდება ვინმე პროვოკატორი და იტყვის, შენგან რა მესწავლება, გუგლის გამოყენება შენზე უკეთ ვიცი და ა.შ.

თუმცა მოდით გასული დღის პრობლემას/საკითხს ცოტა სხვანაირად მივუდგეთ. სულ რომ ბლოგებზე და ბლოგერებზე არ ვისაუბროთ, ვეცდები სხვა მაგალითი მოგიყვანოთ. განაგრძე კითხვა →

Screenr

რა არის Screenr?

Screenr ეს არის ონლაინ აპლიკაცია, რომლის საშუალებით თქვენ შეძლებთ თქვენს დესკტოპს გადაუღოთ ვიდეო 5 წუთის განმავლობაში. იგი twitter-თან არის ინტეგრირებული და არ საჭიროებს ზედმეტ და დროისდამკარგავ რეგისტრაციას. გადაღებული ვიდეო მომენტალურად იდება საიტზე და თქვენი თანხმობის გარეშე არ ქვეყნდება. თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ ამ ვიდეოს წაშლაც. ასევე შეგიძლიათ ვიდეოს გაუკეთოს მოკლე აღწერა (120 სიმბოლომდე). მისი მთავარი პლიუსი ისაა, რომ არ არის საჭირო ზედმეტი პროგრამების დაყენება. ვიდეობის ნახვა შესაძლებელია თვით iPhone-დანაც კი.

screenr

რა არის Screenr?

როგორ გამოვიყენოთ იგი?

ძალიან მარტივად :)

  • შევიდეთ საიტზე – Screenr.com
  • დავაჭიროთ ღილაკს Record
  • მოვირგოთ ჩარჩო ჩვენს გემოზე (ამ შემთხვევაში ზომაზე)
  • დავაჭიროთ წითალ ღილაკს (რათა დაიწყოს ჩაწერა)
  • დავაჭიროთ Done-ს, როდესაც მოვრჩებით ჩაწერას (მაქსიმუმ 5 წუთი)
  • დავტკბეთ გადაღებული ვიდეოთი :)

განაგრძე კითხვა →

ყველაფერი Twitter-ის შესახებ

Twitter ეს არის ახალი სიტყვა სოციალურ ქსელებში. იგი მიკრო-ბლოგინგის ყველაზე ცნობილი სახეა, რომელსაც  მილიონობით ადამიანი მოიხმარს მსოფლიოში. მასში უამრავი ქართველიცაა გაწევრიანებული. თვითეთის მიზანია შენს ახლობლებს და იმ ადამიანებს, რომელებიც შენით არიან დაინტერესებულნი, შეატყობინო, თუ რითი ხარ დაკავებული ამა თუ იმ მომენტში. შენ არავის არ ესაუბრები, თუმცა ამავდროულდ უამრავი კონფერენციის თანამონაწილე ხარ. თვითერს უამრავი ცნობილი ხალხიც იყენებს, მაგალითად  ბარაკ ობამა (აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი), ბრიტნი სპირსი (პოპ-ვარსკვლავი), შაკილ ონილი (კალათბურთელი) და სხვ. იმის უკეთ გასაგებად, თუ რა არის თვითერი, შეგიძლიათ იხილოთ მცირე ვიდეო მისი ახნის შესახებ (ინგლისურ ენაზე).

birdandt_tcm18-151058

Twitter

განაგრძე კითხვა →