Tag: სკაიპი

IMO

ერთხელ, ერთმა კომენტარი დამიტოვა, ხშირად ეძებე ხოლმე დილაობით ინტერნეტში საიტებიო, კარგ რამეებს ჩითავო. დღესაც, სწორედ ერთი ასეთი რეიდის დროს ეს საინტერესო და გამოსადეგი საიტი აღმოვაჩინე – imo.im

imo.im - IM your friends online

IMO არის web-based ონლაინ მესენჯერი, რომელიც შემდეგ ჩატ კლიენტებს აერთიანებს:

  • Skype
  • MSN
  • AIM
  • ICQ
  • Yahoo
  • Google Talk
  • Myspace
  • Faceebok

პირადად ჩემთვის ყველაზე სასიხარულო და მოულოდნელი ფეისბუქისა და სკაიპის აღმოჩენა იყო ამ სიაში, რადგან ყველაზე მეტად ამ 2-ს ვიყენებ ადამიანებთან საკონტაქტოდ და მათი ანალოგიც ჯერ არ შემხვედრია. განაგრძე კითხვა →

მოგბეზრდათ სკაიპში გაუთავებელი საუბარი?

სათაური ისე გამომივიდა, თითქოს ახლა რაიმე პროდუქტის რეკლამირებას ვიწყებდე, როგორც “ტვ-შოპზეა”, მაგრა არა.

ამას წინათ ჩემს ერთ ახლობელს Skype-ში “გავუჩალიჩე” შემდეგი რამ, რასაც არ მეგონა თუ “ჩაყლაპავდა” და დაიჯერებდა.

alien_and_bee_talking_on_skype_web

Skype-ში საუბარი

ეს მეთოდი ზედგამოჭრილია იმ შემთხვევაში, როცა თქვენ ხართ Invisible Mode-ში, ანუ ხართ ე.წ. “დამალული”, არ ხართ საუბრის ხასიათზე და ამ დროს გწერთ თქვენი კონტაქტების სიიდან თქვენი რომელიმე ნაცნობი, ან უცნობი.

თქვენ მას უნდა დაუხვედროთ მსგავსი შინაარსის ტექსტი, ინგლისურად ან რუსულად (მეტი დამაჯერებლობისთვის).

მაგალითად:

This is automatically generated message, when user is offline. Please try to contact him or her later.

ან რაღაც მაგდაგვარი.

მთავარი მიზანი ისაა, რომ ჩვენი მომწერი, დავაჯეროთ იმაში, რომ თქვენ ამჟამად ხართ გასული, მაგრამ გაქვთ ჩართული ერთგვარი ავტომოპასუხე, რომლის შესახებაც მას ნამდვილად არ სმენია აქამდე. ხოლო, თუ რა ტექსტს მოიფიქრებთ, ეს თქვენზეა დამოკიდებული.

ეს ხერხი, რამდენიმეზე ვცადე და მხოლოდ 1-2-მა თუ გაიგო, რაში იყო საქმე და მომწერეს, მე მაგით ვერ დამაგოიმებო : ))

ხოდა ეს მოკლედ თქვენზეა და იმაზე დამოკიდებული, თუ რამენად არის ის პიროვნება, ვისთანაც საუბარი არ გსურთ, ინფორმაციულად აღჭურვილი ტექნიკურ საკითხებში.

ამით თქვენ შეილება რეალურადაც დააჯეროთ ვინმეს, რომ მარლა ხართ გასული და ჩართული გაქვთ ავტომოპასუხე.

ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რომ არ მივწერო, რა მოხდება? განაგრძე კითხვა →

სიყვარულის ახსნა – ეფექტური მეთოდი

ცხოვრება სიყვარულზეა აგებული, მის მოპოვებას და შენარჩუნებას დიდი დრო სჭირდება, დანგრევას და დაკარგვას კი ერთი წამი. სიყვარულის გარეშე ჩვენ რანი ვიქნებოდით? სიყვარული ყველა ასაკშია მოსალოდნელი და ყველასთვის ეს ტერმინი და გრძნობა სხვადასხვანაირად გამოიხატება.

როგორ ავუხსნათ ჩვენს რჩეულს სიყვარული? როგორ გამოვუტყდეთ გრძნობებში? როგორ გავიგოთ, ისიც იმავეს გრძნობს თუ არა, რასაც ჩვენ? და რაც მთავარია როგორ მოვახერხოთ ეს ეფექტურად, რომ მოწონებული ადამიანის გული დავიპყროთ?

1407374374_d4042c9be2

სიყვარულის ახსნა - ეფექტური მეთოდი

ამაზე მეცნიერები ასწლეულობით ფიქრობდნენ და საშველს ვერ მიადგნენ, თუმცა ამ პრობლემის გადაჭრა ორმა ახალგაზრდამ შეძლო. მათ სურთ თავიანთი გამოცდილება ჩვენც გაგვიზიარონ, რათა ჩვენი გრძნობები უფრო მალე გახდეს ერთმანეთისთვის ნათელი.

ეფექტური მეთოდის გამოყენება ძალიან მარტივად გახდა შესაძლებელი, სულ რაღაც სამ დღეში თქვენ შეგიძლიათ თქვენი რჩეული გვერდით იყოლიოთ. სამი დღე დიდი დრო არაა, თუმცა ზოგს შესაძლოა მოთმინებამაც უმტყუნოს. მაგრამ რას არ იზამს ადამიანი საყვარელი პიროვნების მოსაპოვებლად? განაგრძე კითხვა →