ძიება ბლოგზე
-
ესეც საინტერესოა
ჩემი თვითერი
- @Katiee_Ge Settings > Accounts and Import > Google Account settings 3 days ago
- @Sweet naec.ge-ზე, as i know 6 days ago
- How to change the ‘root’ password for MySQL in XAMPP? http://bit.ly/49MONK 6 days ago
პოსტების კატეგორიები
- დეველოპმენტი (28)
- ვორდპრესი (22)
- თბილისი (7)
- პირადი ჩანაწერები (14)
- საზოგადოება (9)
- სანაგვე (35)
- სოციალური მედია (19)
ბოლო კომენტარები
- Landish on როგორ მივაბათ საკუთარი დომენი Gmail-ს?
- Landish on ბოულინგი “თბილისი ცენტრალში”
- GioMac on როგორ მივაბათ საკუთარი დომენი Gmail-ს?
- green on როგორ მივაბათ საკუთარი დომენი Gmail-ს?
- ნინ on ბოულინგი “თბილისი ცენტრალში”
- BLOGGING.GE » Blog Archive » საკუთარი დომეინის მიბმა Gmail-ზე on როგორ მივაბათ საკუთარი დომენი Gmail-ს?
- შეყვარებული on როგორ მივაბათ საკუთარი დომენი Gmail-ს?
- სანთებელიანი on WordPress 2.9 Features
- Landish on WordPress 2.9 Features
- სანთებელიანი on WordPress 2.9 Features
-
ბოლო პოსტები
ტეგების ღრუბელი
ამირანი ბიჭი ბლოგერები ბლოგი ბლოგინგი ბლოგოსფერო გალერეა განათლება გრავატარი დასვენება ვიდეო თამაში კინო კრეატივი ლუდი მხიარული პაემანი პლაგინი პორნო პროექტი რეკლამა რუსთავი 2 საინტერესო საიტები საქართველო სექსი სკაიპი სკოლა ურთიერთობა უსაფრთხოება ქალი ჯავასკრიპტი 3D 10 მიზეზი CSS Facebook Firefox Google IE Sucks Iphone MySQL PHP Rapidshare Template Twitter Web Youtubeბმულები
- ბლოგზე 7 მკითხველია
Google Search Terms
მას შემდეგ, რაც ჩემს ბლოგზე გუგლიდან გადმოსული ვიზიტორების რაოდენობამ 40%-ს გადააჭარბა, დამაინტერესა თუ რა საძიებო/საკვანძო სიტყვებს იშველიებდნენ ისინი ამისთვის.
შედეგი საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა, როგორც მიზნობრივი აუდიტორიის, ასევე შემთხვევითი მომხმარებლების თვალსაზრისით.

Google Search Terms
გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ საკმარისია გქონდეთ მაღალი ფეიჯრანკი და ბლოგზე მხოლოდ ერთხელ დაწეროთ სიტყვა „სექსი“ და ყოველი პორნოს მაძიებელი ახალგაზრდა თქვენთან შემოვა.
გასაკვირი არაა, რომ მაძიებლთა უმეტესი ნაწილი დაინტერესებული იყო „ოცნების ქალაქით“, ასოს გაზრდით, სექსით, მარიოს თამაშით და სხვ. თუმცა ერთობ საკვირველი მხოლოდ ის იყო, თუ როგორ ეძებდნენ ისინი ამ ყოველივეს.
წარმოგიდგენთ search term-ების სახალისო სიის პირველ ნაწილს, რომელსაც თან სდევს ჩემი კომენტარებიც. განაგრძეთ კითხვა
კატეგორია - სოციალური მედია
ტეგები: Google, landish, search, search terms, ასოს გადიდება, ბლოგი, ვიზიტორი, კუნილინგუსი, ლანდიშა, პორნო, საკვანძო სიტყვები, საძიებო სიტყვები, სექსი, შედეგი, ძიება
36 კომენტარი
ო, ღმერთო! სულ სექსი, სექსი! როსღა გვეღირსოს ჩვენ გათავება?
ის, რომ თვალსაც მაკლია და ყურსაც (მოკლედ ინვალიდი ვარ) უცხო არავისთვის არის. ამ ნაკლების გამო არაერთხელ ჩავმდგარვარ უხერხულ სიტუაციაში, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ჰეფი ენდით მთავრდება.

სექსი
ბოლო პერიოდში ძალიან უცნაური რამ მემართება. ადრე ასეთი რამ სმენის გამო დიალოგებში მემართებოდა, ახლა კი მხედველობის გამო მემართება, რადგან ახლა ხალხთან ძირითადად კომპიუტერით მაქვს მიმოწერა. და მაინც რა მემართება?
იმ დღეს თინის ეწერა ფეისბუქზე სტატუსად: “მაგრად მეძინვის” და მე რატომღაც წავიკითხე “მაგრად მენძვრის”. არ ვიცი ეს ფაქტი რას დავაბრალო, მაგრამ მსგავსი რაღაცეები, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე არაერთი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. მეც შესაბამისად დავუკომენტე მაგ სტატუსზე და შესაბამისად ორივეს გაგვეცინა (:D). მარა რა იყო აქ სასაცილო ვერ ვხვდები. განაგრძეთ კითხვა
განათლების ახალი რეფორმა – 10 სავალდებულო საგანი ეროვნულ გამოცდებზე
საკუთარ ყურებას არ დავუჯერე, როდესაც კურიერის ერთ-ერთი სიუჟეტში მოვისმინე შემდეგი ფრაზა, რომ ეროვნულ გამოცდებზე 10 სავალდებულო საგნის ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს, მაშინ როდესაც წელს 4 სავალდებულო საგნის ჩაბარებაა აუცილებელი, შარშან კი არც მეტი, არც ნაკლები 3 იყო.

აბიტურიენტი გოგონა
პირველი რაც გავიფიქრე იყო, აი სად გავასწარი მეთქი, მეორე – საწყალი აბიტურიენტები თქო, მესამე კი, ნუ მესამეს ალბათ ყველანი ხვდებით
. ეს რეფორმა 2011 წლიდან ამოქმედდება და მასზე ექსპერტები უკვე მუშაობენ.
მოდით ვეცადოთ ზედმეტი გინებისა და ლანძღვის გარეშე ობიექტურად შევაფასოთ სიტუაცია. ჩვენი განათლების სამინისტრო ბოლო წლებია აქტიურად ცვლის სასწავლო რეფორმებს. დამეთანხმებით, რომ უმეტესობა მათგანი მოსახლეობის (მოსწავლეებისა და მასწავლებლების) მიერაა დაწუნებული. განაგრძეთ კითხვა
კატეგორია - თბილისი
ტეგები: აბიტურიენტები, განათლება, ეროვნული გამოცდები, პორნო, სექსი, სექსოლოგია, სკოლა, ღამე შორენასთან
37 კომენტარი
10 მიზეზი, რატომ სჯობს ბილიარდი სექსს?
სულ ცოტა ხანია, რაც ბილიარდს ვთამაშობ, ეს თამაში კი უკვე ძალიან შემიყვარდა. ამას წინათ რაღაც მასალას ვეძებდი ქართულ ენაზე ბილიარდთან დაკავშირებით და ამასაც წავაწყდი.

10 მიზეზი, რატომ სჯობს ბილიარდი სექსს?
- თქვენ არ გჭირდებათ ბილიარდის ჟურნალების ჩუმად სახლში მიტანა და გადამალვა
- თუ თქვენ არ ხართ ძლიერი ბილიარდში, ამისთვის არავინ დაგცინებთ და შეგიძლიათ პროფესიონალს მიმართოთ დახმარებისთვის
- თუ თქვენი პარტნიორი ბილიარდის თამაშის დროს მოინდომებს ფირზე ჩაწერას, თქვენ ამაზე არ აღელდებით, რომ შემდეგში ეს ფაქტი ხელს შეუშლის თქვენს კარიერას
- თქვენი პარტნიორი არასოდეს დაგიწყებთ გამოკითხვას, კიდევ ვისთან ერთად თამაშობდით წარსულში ბილიარდს
- ბილიარდის თამაში შესაძლებელია საერთოდ ახალგაცნობილთან ან უცნობთან
- თუ თქვენ ხედავთ ბრწყინვალე მოთამაშეს და მოგინდებათ მასთან თამაში, ეს არანაირ სირცხვილს არ წარმოადგენს და თამამად შეგიძლიათ შეთავაზოთ
- თუ თქვენი პარტნიორის მოსვლამდე სხვასთან ითამაშებ, არ ეწყინება და ამისთვის კამათს არ დაგიწყებს
- თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად მოათავსოთ საკუთარ კაბინეტში ბილიარდის თამაშის დროს გადაღებული ფოტოები, ასევე ისაუბროთ თანამშრომლებთან ბილიარდის შესახებ და ამის გამო თქვენ “დაუკმაყოფილებელ” და აგზნებულ ადამიანად არავინ ჩაგთვლით
- თქვენი პარტნიორი არასოდეს მოგთხოვთ პირობის დადებას, რომ სიცოცხლის ბოლომდე მარტო მასთან ითამაშებთ
- თუ თქვენი პარტნიორი დაკარგავს ბილიარდის ინტერესს ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენც იგივე გააკეთოთ
ბონუსი: თქვენი პარტნიორი არასოდეს გეტყვით საყვედურს, რომ “ჩვენ უკვე ხო ვითამაშეთ ბილიარდი დღეს და სულ მაგ ფიქრი რატომ გაქვსო”

