40 სართულიანი მეგრული წყევლა და სხვანი

ნიჭიერის” დღევანდელი გადაცემით იმდენად კმაყოფილი ვარ, პოსტი რომ არ მიმეძღვნა, არ შეიძლებოდა. თუ კი მეორე გადაცემა, პირველთან შედარებით ორჯერ უფრო საინტერესო და სახალისო იყო, მესამე ნამდვილად სამჯერ უკეთესი იყო. შესავალშივე რომ არ გამიგრძელდეს, პირდაპირ შოუს მონაწილეებზე დავიწყებ საუბარს.

Next Level VS. New Style

Next Level VS. New Style

დღევანდელი გადაცემა, ჯგუფმა “Next Level”-მა გახსნა, რომელიც “Hip-Hop”-სა და “Breakdance”-ს ცეკვავს. იგი ჯერ კიდევ წინა გადაცემაში აიღარეს ჯგუფ “New Style”-ს კონკურენტად, თუმცა მე თუ მკითხავ კონკურენციამდე ბევრი უკლიათ. არა, უდაოდ კარგად ცეკვავდნენ, თუმცა ამ ორიდან ჩემთვის პირველ გადაცემაში მყოფი ჯგუფი ფავორიტია.

ასე რომ დავას, “Next Level”  ჯობია, თუ “New Style”, არ დავიწყებ. განაგრძეთ კითხვა

კატეგორია - სანაგვე | ტეგები: , , | 18 კომენტარი

უნიჭო ნიჭიერები და ქართველი სიუზან ბოილი

სულ ცოტა ხანია რაც „ნიჭიერის“ პირველი გადაცემა დასრულდა, რომელსაც საკმაო ფურორი და აჟიოტაჟი მოჰყვა. საქართველოში არაერთი უცნაური ნიჭით დაჯილდოვებული პიროვნება მთელი ქვეყნის მასშტაბით წარსდგა, რომელთაგანაც გადაცემის მეორე ტურში მხოლოდ რამდენიმემ მოახერხა გადასვლა.

დადებითი თუ უარყოფითი ემოციის მოხდენა ჩემზე არაერთმა მონაწილემ შეძლო. გამაოცა უმეტესი მონაწილის უნიჭოობის (ანუ განსაკუთრებული არაფრის) ნიჭით დაჯილდოვებულობამ.

ზოგს ბავშვობიდანვე შეუძლია მუშტი პირში ჩაიდვას, რასაც ჟიურის აღტაცება და მაიას „ვაიმე შვილო“ მოჰყვება.

მარიამ გუჯაბიძე პროექტში "ნიჭიერი"

მარიამ გუჯაბიძე პროექტში "ნიჭიერი"

ზოგს ველიოსიპედზე უკუღმა ტრიალი შეუძლია და დამსწრე საზოგადოების ასე გაოცება. განაგრძეთ კითხვა

კატეგორია - სოციალური მედია | ტეგები: , , , , , | 38 კომენტარი

ჯეოსტარი (მიმოხილვა)

პროექტმა, რომელიც მსოფლიოს 22 ქვეყანაში ტარდება და სხვადასხვა სახელით არის ცნობილი, რამდენიმე წლის წინ საქართველოშიც შეამოღწია და მან „ჯეოსტარის“ სახელით მოიპოვა პოპულარობა.

ჯეოსტარი (მიმოხილვა)

ჯეოსელისა“ და „რუსთავი 2“-ის ეს გრანდიოზული პროექტი მუსიკის ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდებს თავის წარმოჩენის საშუალებას  აძლევს. ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოს სამთვიანი მარათონი იწყება, რომლის გამარჯვებულიც სხვადასხვა პრიზებით ჯილდოვდება. განაგრძეთ კითხვა

კატეგორია - სანაგვე | ტეგები: , , , | 13 კომენტარი