გიყვართ ფოტოშოპი და ილუსტრატორი? ხშირად იყენებთ ამ პროგრამებს? დარწმუნებული ვარ კი. მე იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ მათი ლიცენზიის მოსაპოვებლად 1000 მწვანეს კი არ გადაიხდიდით, არამედ ინტერნეტში მის კრეკს და სერიულ ნომერს მოძებნიდით. ასეა? რათქმა უნდა კი.

მაგრამ ასეთი ფანჯარა არასდროს გიხტებოდათ ხოლმე პროგრამის ჩართვისას?

adobe_license_agreement

Adobe License Agreement Pop-Up Window

ამ პრობლემამ ორ თვეზე მეტი მაწვალა. ყოველი ჩართვისას მიგდებდა ხოლმე ამ ფანჯარას და არსებული სამი ღილაკიდან, ნებისმიერზე დაჭერის შემდეგ პროგრამა მაინც ირთვებოდა. თუ კი ასე ხდებოდა, უბრალოდ ამ ფანჯარის ამოგდების არსს ვერ ვწვდებოდი. ალბათ მორიგი ბაგი (BUG) იყო. მაგრამ ახლა მთავარი ისაა, რომ ამ პრობლემის გადაჭრის ხერხი ვისწავლე.

ვისწავლე და მინდა თქვენც გასწავლოთ. შუა ღამისას გამომღვეძა იმაში ფიქრით, რომ ნუთუ ამ პრობლემის მოგვარeბის გზა არ უნდა არსებობდეს? ნუთუ ასე უნდა ვწვალობდე ხოლმე ყოველი კომპთან დაჯდომისას? და ბოლოს 1000 უინტერესო შედეგის მიუხედავად მივაგენი ერთ ფორუმს და ვიღაც ღვთისნიერი კაცის პოსტს, სადაც უმარტივესი გზა იყო ახსნილი ამ თავის ტკივილის წამლისა. განაგრძე კითხვა →