მოკლედ, როგორც იქნა მოვიცალე და მივხედე ჩემს ერთ-ერთ პლაგინს, რომელიც საშუალებას გაძლევთ myvideo.ge-დან ვიდეოების მარტივად ჩასმას თქვენი ვორდპრესის ბლოგის პოსტებსა და გვერდებში. ამ პლაგინის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ მის შესაბამის გვერდზე – Myvideo.Ge Plugin.
1.5 ვერსიაში დამატებულია ვიდეო ფლეიერის 100% გაწელვის საშუალება, ანუ პოსტში იგი გამოჩნდება კონტენტის სიგანეზე. ეს პარამეტრი შეგიძლიათ ხელით შეცვალოთ ზომის სურვილისამებრ.
გარდა ამისა ამ ვერსიაში დამატებულია Settings ლინკი პლაგინების ჩამონათვალში, საიდანაც მარტივად შეგიძლიათ პარამეტრების გვერდზე გადასვლა.
ახალი ვერსიის დაწერის აუცილობელობა საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც myvideo.ge-ს ადმინისტაციამ შეცვლა embed კოდი, სადაც ახლა ვიდეოების ID-ს ემატება .flv და .mp4 გაფართოებები. განაგრძე კითხვა →