ადამიანი მისი მეორე ნახევრის საძებრად და საინტერესო ადამიანის გასაცნობად სხვადასხვა ხერხს მიმართავს. ზოგი პირველივე შემხვედრს გამოესაუბრება, ზოგი დაინტერესებული პირის საერთო ნაცნობს სთხოვს მის განოცბას, მათ კი ვისაც ყველაზე ნაკლებად გაუმართლა ან ერთგვარი ანონიმურობის დაცვა სურს, გაზეთებს მიმართეს, კერძოდ კი იმ ჟურნალ-გაზეთებს, რომლებსაც პაემნების განყოფილება აქვთ.

მხიარული პაემანი #1
სწორედ ასეთი ერთ-ერთი გაზეთი მეჭირა ხელში გუშინ და მაგ განყოფილებას წავაწყდი, უსაქმურობისგან რომ არ მოვკვდარიყავი, ყველა განცხადება წავიკითხე და საკმაოდაც ვიხალისე. ამის შემდეგ გადავწყვიტე ბლოგზე ახალი რუბრიკა “მხიარული პაემანი” დამემატებინა, რომელიც სახალისო და საინტერესო განცხადებების კრებული იქნებოდა და იგივე ყოველკვირეულად განახლდებოდა.
მაშ ასე წარმოგიდგენთ ამ რუბრიკის პირველ ნომერს
სიის სახით იხილავთ იმ განცხადებების ორიგინალურ ვარიანტებს, რომლებმაც ჩემი ყურადღება მიიწვია, ხოლო ტირის შემდეგ ვეცდები ჩემი კომენტარი დავურთო. განაგრძე კითხვა →