Landish.Ge » მობილური

რა არის MyPhoneExplorer და როგორ გამოვიყენოთ იგი?
ძალიან ბევრი მსაყვედურობს იმას, რომ არ ვიცი მესიჯზე პასუხის მიწერა. იმის გამო, რომ კომპიუტერთან ჯდომის დროს მეზარებოდა ტელეფონის ხელში აღება და რამდენიმე სიტყვის მიწერა, ამან არაერთ ნაცნობთან კონფლიქტი შემიქმნა, რომელიც საბედნიეროდ კარგად დასრულდა. მსგავსი რამ რომ აღარ მომხდარიყო, დავიწყე გამოსავლის ძიება, საბოლოოდ ერთ გადაწყვეტილებას მივადექი, ეს არის  MyPhoneExplorer.

MyPhoneExplorer მესიჯების გაგზავნა

რა არის MyPhoneExplorer?

ეს არის პროგრამა, რომლის საშუალებითაც ადვილად ხდება კომპიუტერიდან თქვენი მობილურის მართვა. მას შეუძლია:

მესიჯების გაგზავნა

კონტაქტების დამატება/რედაქტირება/წაშლა

ფაილების იმპორტი/ექსპორტი

კალენდრის და სხვადასხვა ტაკსების შევსება

და სხვადასხვა საჭირო პარამეტრების შეცვლა

პროგრამა ყენდება Windows-ის ოპერაციულ სისტემაზე და მისი გამოყენება სრულიად უფასოა. რაც მთავარია იგი მუშაობს ყველა ცნობილი ბრენდის მობილურ ტელეფონებთან. პროგრამას ასევე გააჩნია რამდენიმე ენოვანი ინტერფეისი.

რატომ უნდა გამოვიყენოთ ეს პროგრამა?

MyPhoneExplorer ტემპერატურის შემოწმება და სხვა საჭირო ინფორმაცია

პროგრამის გამოყენება-არ გამოყენების საკითხს თავიდან ბოლომდე თქვენ გაბარებთ. უბრალოდ ზემოხსენებული მაგალითის გამო შესაძლოა თქვენც მოგინდეთ მისი გამოყენება, რადგან მსგავს სიტუაციაში ალბათ თქვენც ყოფილხართ. ხოლო ის თუ როგორ გამოვიყენოთ, ამას ქვემოთ დავწერ.

როგორ გამოვიყენოთ MyPhoneExplorer?

პროგრამის გამოყენება მისი ინტერფეისი გამო ძალიან მარტივია. იმისთვის რომ თქვენ შეძლოთ ამ პროგრამის ფუნქციონალურად ამუშავება დაგჭირდებათ შემდეგი:

პერსონალური კომპიუტერი, ან ლეპტოპი

მობილური, როგორც მინიმუმ მეორე თაობა (2G)

თვით ეს პროგრამა – გადმოწერეთ

USB კაბელი

და თქვენი ტელეფონის დრაივერი

თუ თქვენ კომპიუტერში არ გაქვთ დაყენებული დრაივერი, იგი შესაძლოა მობილურის ყუთში იდოს, ან თუ ტელეფონი მოპარული გაქვთ, მაშინ მისი დრაივერის გადმოწერა შეგიძლიათ ამ საიტიდან – http://nodevice.com/

MyPhoneExplorer კალენდარისა და ტასკების მართვა

მას შემდეგ რაც ყველა ზემოხსენებული ხელსაწყო ხელთ გექნებათ, მიჰყევით ამ ინსტრუქციებს.

დააყენეთ ტელეფონის დრაივერი

დააყენეთ გადმოწერილი პროგრამა MyPhoneExplorer

შეუერთეთ USB კაბელით თქვენი მობილური კომპიუტერს

დატკბით არსებული პროგრამით და გაიადვილეთ ცხოვრება

პირველი ჩართვისას პროგრამა მოგთხოვთ პროფილის შექმნას, რაც ძალიან მარტივია, თქვენ უბრალოდ წერთ სასურველ სახელს და მიუთითებთ მას შეერთების დროს (File > Connect.)

პროგრამა ასევე საშუალებას გვაძლევს თვალი ვადევნოთ ისეთ მონაცემებს, როგორიცაა, SIM ბარათზე არსებული კონტაქტებისა და ცარიელი ადგილის რაოდენობა, ტელეფონის ტემპერატურა, მისი განახლების ვერსია (“პრაშივკა”) და სხვა.

ამ პროგრამის აღმოჩენის დღიდან სისტემატიურად ვიყენებ, რაც ცხოვრებას ნამდვილად მიადვილებს, ახლა მესიჯების წერა კლავიატურიდან შემიძლია და მათი კითხვა კომპიუტერის ეკრანზე. ასე რომ დამიმესიჯეთ ხოლმე და გპირდებით რომ პასუხის მოწერა არ დამეზარება ხოლმე   .

პ.ს. იმისთვის, რომ დაგიმესიჯოთ საჭიროა მქონდეს მობილურზე შევსებული ბალანსი, რაც გარკვეული თანხასთან არის დაკავშირებული. მე კი ამ გარკვეული თანხის მოპოვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებ, თუ კი გვერდზე და პოსტის ქვემოთ არსებულ ტექსტურს რეკლამაზე მხოლოდ ერთხელ დააკლიკავთ, წინასწარ დიდი მადლობა