“ცხოვრება ლაიქ ღილაკამდე და მის შემდეგ” – ასე ჰქვია მარკ ცუკერბერგის ახალ წიგნს, რომელიც 2011 წლის გაზაფხულზე გამოვა. ექსპერტების ვარაუდით იგი ბესტსელერი გახდება.

“ალბათ ყველას გახსოვთ ის დღე, როდესაც ფეისბუქს like ღილაკი დაემატა. ბევრს ეს იდეა მოეწონა, ბევრისთვის კი შემაწუხებელი და მომაბეზრებელი იყო ახალი ნოთიფიქეიშენების მიღება. თუმცა დროთა განმავლობაში ყველა მიეჩვია და ამ ღილაკს დამატებითი ფუნქციაც გამოუჩინეს.

ჩვენ შევადარეთ ფეისბუქის მონაცემები და როგორც აღმოჩნდა ყველაზე მეტად ამ ღილაკს რუსეთის სამხრეთით მდებარე ერთ პატარა ქვეყანაში, საქართველოში იყენებენ. ფეისბუქის ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს გამოკვლევა და როგორც აღმოჩნდა მხოლოდ ქართველებს მოაფიქრდათ ამ ღილაკის გამოყენება სხვადასხვა კონკურსებში.

სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მონაცემთა ბაზაზე და ჩვენს სერვერებზე მიდის სერიოზული დატვირთვა. ჩვენი IT გუნდის წევრები მუხლჩაუხრელად შრომობენ, რომ აღმოფხვრან ყოველგვარი ხარვეზი, თუმცა დატვირთვა იმდენად დიდია, რომ ჩვენ პრობლემებს ვერ ავუდივართ, რის გამოც ხშირად ითიშება ჩვენი საიტი, ხშირად იტვირთება კონტენტი დაგვიანებით და სხვ. ზარალმა უკვე მილიონებს გადააჭარბა.” – აცხადებს ცუკერბერი CNN-თან ინტერვიუს დროს. განაგრძე კითხვა →