ძიება ბლოგზე
-
ესეც საინტერესოა
ჩემი თვითერი
- @Katiee_Ge Settings > Accounts and Import > Google Account settings 3 days ago
- @Sweet naec.ge-ზე, as i know 6 days ago
- How to change the ‘root’ password for MySQL in XAMPP? http://bit.ly/49MONK 6 days ago
პოსტების კატეგორიები
- დეველოპმენტი (28)
- ვორდპრესი (22)
- თბილისი (7)
- პირადი ჩანაწერები (14)
- საზოგადოება (9)
- სანაგვე (35)
- სოციალური მედია (19)
ბოლო კომენტარები
- Landish on როგორ მივაბათ საკუთარი დომენი Gmail-ს?
- Landish on ბოულინგი “თბილისი ცენტრალში”
- GioMac on როგორ მივაბათ საკუთარი დომენი Gmail-ს?
- green on როგორ მივაბათ საკუთარი დომენი Gmail-ს?
- ნინ on ბოულინგი “თბილისი ცენტრალში”
- BLOGGING.GE » Blog Archive » საკუთარი დომეინის მიბმა Gmail-ზე on როგორ მივაბათ საკუთარი დომენი Gmail-ს?
- შეყვარებული on როგორ მივაბათ საკუთარი დომენი Gmail-ს?
- სანთებელიანი on WordPress 2.9 Features
- Landish on WordPress 2.9 Features
- სანთებელიანი on WordPress 2.9 Features
-
ბოლო პოსტები
ტეგების ღრუბელი
ამირანი ბიჭი ბლოგერები ბლოგი ბლოგინგი ბლოგოსფერო გალერეა განათლება გრავატარი დასვენება ვიდეო თამაში კინო კრეატივი ლუდი მხიარული პაემანი პლაგინი პორნო პროექტი რეკლამა რუსთავი 2 საინტერესო საიტები საქართველო სექსი სკაიპი სკოლა ურთიერთობა უსაფრთხოება ქალი ჯავასკრიპტი 3D 10 მიზეზი CSS Facebook Firefox Google IE Sucks Iphone MySQL PHP Rapidshare Template Twitter Web Youtubeბმულები
- ბლოგზე 5 მკითხველია
ავატარი – ფილმის მიმოხილვა
ავატარი, ეს სწორედ ის ფილმია, რომელმაც შეძლო მთელი მსოფლიოს ალაპარაკება. მის გამოსვლას ყველა მოუთმენლად ელოდა, მათ შორის ქართველებიც. დღეს კი სწორედ ამ ფილმის პრემიერა გადიოდა კინოთეატრ “ამირანში”, საიდანაც რამდენიმე საათის წინ დავბრუნდი და ემოციებისგან ჯერ კიდევ არ დავცლილვარ.
ავატარი (პოსტერი)
ამ ფილმის გამო არაერთი ხმაური იყო ატეხილი, თუმცა მის შესახებ არაფერი ვიცოდი, უფრო სწორად კი არ ვიცოდი ავატარი რას ნიშნავდა ამ ფილმის მიხედვით, უბრალოდ მის პუბლიკაციას ველოდი, რომ თავად გამეგო ყველაფერი.
რა არის ავატარი? – მოდით, მეტი გარკვევისთვის ფილმის მნიშვნელოვან ნაწილს მოგიყვებით, რაც მეტ წარმოდგენას შეგიქმნით ამ ყველაფრის შესახებ. განაგრძეთ კითხვა
3D ამირანში
WOW, ალბათ ეს ის შორისდებულია, რომელიც შეიძლება პირველი თქვა 3D განზომილებით ნანახი ფილმის შემდეგ. ასეც არის, წუხელ მქონდა ბედნიერება პირველად ცხოვრებაში მენახა სამ განზომილებიანი ფილმი. ამის საშუალება კინოთეატრ “ამირანმა” ამა წლის 2 იანვრიდან მოგვცა. მე კი მხოლოდ გუშინ შევძელი ამ ახალი ტექნოლოგიებით დატკბობა.

3D ამირანში
ემოციების დამალვა სათვალის გაკეთების პირველივე წუთიდან მოყოლებული ამ პოსტის წერამდე მიჭირს. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ერთი შეხედვით პლასტმასის უცნაურმა სათვალემ და კომპიუტერულმა გრაფიკამ თავი ანიმაციურ სამყაროში მაგრძნობინა. თავი მულტფილმის ერთ-ერთი გმირი მეგონა, იმდენად რეალურად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული.
ანიმაციური ფილმი “საშობაო ზღაპარი“ სავსე იყო ექსტრემალური ეფექტებით და გადაღებით, რის გამოც, არაერთი სცენის დროს სკამისთვის ხელების მჭიდროდ ჩაჭიდება მომიწია. ცოტაც და ვიფიქრე მეც გავფრინდები მეთქი. თოვლის ეფექტი იმდენად რეალური იყო, რომ რაღაც მომენტში ვიფიქრე თვალში არ ჩამივარდეს ფიფქები თქო. ახლო კადრიდან გადაღებული ადამიანის სახეები და ხელები კი ანიმაციური გმირის გვერდით ყოფნის ეფექტს ჰქმნის. განაგრძეთ კითხვა
რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2
როგორც ჩანს, ფორმულა “კრეატივმა” ტრადიციად ჩამოაყალიბა ფილმ “რაც ყველაზე ძალიან გიყვარსის” ჩვენებებზე ბლოგერების დაპატიჟება. კვირას სწორედ ამ ფილმის მეორე სერიაზე ვიყავით მიწვეულნი. სეანსზე დასწრების ბედნიერება მეც მერგო.
ვისაც ფილმის პირველი ნაწილის ბლოგერული ქრონიკები იცით, გეხსომებათ ჩემი იმდროინდელი მოსაზრებაც და პოსტიც. მას შემდეგ საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე და ფილმის სანახავად ამჯერად ფხიზელ მდგომარეობაში მივედი

რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2
ბევრი დამეთანხმება იმაში, რომ როდესაც ფილმის ორ ან მეტ სერიას იღებენ, პირველი სერია ყოველთვის უკეთესი გამოდის ხოლმე, ამ შემთხვევაში ამ თეორიამ არ გაამართლა. ჩემდა გასაკვირვად ფილმი მომეწონა. რამდენჯერმე გავიცინე კიდეც. თუმცა არა ისე, როგორც ეს უკანა რიგებიდან ისმოდა. რამდენჯერმე გავიფიქრე კიდეც, ისინი სხვა ფილმს ხომ არ უყურებენ თქო
მოკლედ, ფილმი იდეალური არ იყო, იყო მცირედი ხარვეზები, მაგრამ პირველთან შედარებით ბევრად უკეთესი გამოდგა.
მინუსების კატეგორიას შეილება მივანიჭოთ, ის ფაქტი, რომ სრულიად ზედმეტი იყო კადრების ვერტფრენდიდან გადაღება, მითუმეტეს, როდესაც ეს კარგად არ იციან (ჯერ). განაგრძეთ კითხვა

