Tag: Google

განახლებული Google Docs!

თუ კი Google Docs-ის აქტიური მომხმარებელი ხართ, მაშინ თქვენთვის სასიამოვნო სიახლე მაქვს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში Google აქტიურად მუშაობდა მისი ერთ-ერთი პროდუქციის, Google Docs-ის განახლებაზე. ამ განახლებებზე მუშაობა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და დღეს-დღეობით უკვე შესაძლებელია ახალი ფუნქციების გამოყენება.

Google Docs Logo

ერთ-ერთი საინტერესო განახლება real-time რედაქტირებაა, რაც საშუალებას გაძლევთ რამდენიმე ადამიანს, იმუშაოთ ერთ ან რამდენიმე დოკუმენტზე ერთდროულად. თქვენ ასევე შეგიძლიათ თვალი ადევნოთ სხვა რედაქტორების მუშაობის პროცესსაც.

ამ რედაქტირებასთან ერთად დამატებულია ჩათის ფუნქციაც, რაც თქვენს კოლეგებთან სწრაფი და მარტივი კავშირის საშუალებას მოგცემთ.  განაგრძე კითხვა →

Google Search Terms

მას შემდეგ, რაც ჩემს ბლოგზე გუგლიდან გადმოსული ვიზიტორების რაოდენობამ 40%-ს გადააჭარბა, დამაინტერესა თუ რა საძიებო/საკვანძო სიტყვებს იშველიებდნენ ისინი ამისთვის.

შედეგი საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა, როგორც მიზნობრივი აუდიტორიის, ასევე შემთხვევითი მომხმარებლების თვალსაზრისით.

Google Search Terms

გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ საკმარისია გქონდეთ მაღალი ფეიჯრანკი და ბლოგზე მხოლოდ ერთხელ დაწეროთ სიტყვა „სექსი“ და ყოველი პორნოს მაძიებელი ახალგაზრდა თქვენთან შემოვა.

გასაკვირი არაა, რომ მაძიებლთა უმეტესი ნაწილი დაინტერესებული იყო „ოცნების ქალაქით“, ასოს გაზრდით, სექსით, მარიოს თამაშით და სხვ. თუმცა ერთობ საკვირველი მხოლოდ ის იყო, თუ როგორ ეძებდნენ ისინი ამ ყოველივეს.

წარმოგიდგენთ search term-ების სახალისო სიის პირველ ნაწილს, რომელსაც თან სდევს ჩემი კომენტარებიც. განაგრძე კითხვა →

15+ Google Chrome Extensions for Facebook

მას შემდეგ, რაც Google Chrome-ის აქტიური მომხმარებელი გავხდი, დავიწყე მისთვის გამოსადეგი და საინტერესო გაფართოებების/ედონების ძებნა. ძიებისას არაერთ ათეულ საინტერესო გაფართოებას წავაწყდი, რომელთა გამოყენებამ ინტერნეტში ძრომიალი უფრო საინტერესო გამიხადა.

მინდა ეს გაფართოებები თქვენც გაგიზიაროთ, რათა ჩემსავით შვება იგრძნოთ. დღეს კონკრეტულ თემას, ფეისბუქს შევეხები და მისთვის გამოსადეგი ედონების სიას ჩამოგითვლით, თან ვეცდები თითეული მათგანის ფუნქცია აგიხსნათ.

1. Beautify Facebook

Beautify Facebook

ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი გაფართოებაა, მას შემდეგ რაც ფეისბუქმა სახე იცვალა, რის შემდეგაც რთული გახდა ინფორმაციის მიღება ახალი შეტყობინებების და სხვა ქმედებების (activities) შესახებ.

ამ ედონის საშუალებით თქვენი ფეისბუქის გვერდი ისეთივე გახდება, როგორც ზემოთა ფოტოზე; დაემატება ახალი სმაილები ჩატში, ფეისბუქის title ტეგში, favicon-ის გვერდით დაეწერება ახალი შეტყობინებების/ქმედებების რაოდენობა და სხვ.

სხვების თუ არა, ამ გაფართოების დაყენებას ყველას გირჩევთ : ) განაგრძე კითხვა →

მანახე შენი ბლოგი და გეტყვი ვინ ხარ შენ

ბლოგებზე არაერთხელ თქმულა და არაერხელ დაწერილა. თქმისა რა მოგახსენოთ, მარა დაწერილის სიას მეც მსურს ერთი პოსტი შევმატო.

ბლოგები რო თემატიკითა და ვიზუალური მხრით განსხვავდებიან, ეს ყველამ იცის. მაგრამ რეალური პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ირჩევენ ბლოგერები თავიანთი ბლოგისთვის კონკრეტულ დიზაინს და ამა თუ იმ პლატფორმას, ბევრმა არ იცის.

მე გადავწყვიტე დამეყო ბლოგები კატეგორიებად თავისი ვიზუალური მხრიდან გამომდინარე და გამერკვია, თუ რატომ აქვთ მათ ავტორებს ასეთი დიზაინი.

ზანგი ბლოგები

ტერმინი ზანგი ბლოგები ქართულ ბლოგოსფეროში კარგა ხანია დამკვიდრდა.  იგი მოიცავს მუქ ფონზე დაწერილი ღია, ან უარეს შემთხვევაში მუქივე ფერის ტექსტს. ასეთი ბლოგები შედარებით ცოტაა, თუმცა იმდენი, რომ მათზე სალაპარაკო მაინც გვეძლევა.

ზანგი ბლოგები

ზანგი ბლოგები

მახსოვს ინტერნეტში პირველი საიტი, როცა გავაკეთე, მუქი ფერის იყო, მაშინ მეგონა, რომ შავი ფერის დიზაინი ღია ფერისას სჯობდა. დღევანდელი გადასახედიდან ვხვდები, რომ ძალიან, ძალიან ვცდებოდი. მაშინ ეგ ფერი ჩემს შინაგან მდგომარეობას ასახავდა.

ალბათ ამ შემთხვევაშიც ამჟამინდელი მუქი დიზაინის მქონე ბლოგების ავტორების შინაგან მდგომარეობას ასახავს. ან უბრალოდ ჰგონიათ, რომ ეს მაგარია და ღია ფერის შაბლონები ზედმეტად გაპაპსავებულია. განაგრძე კითხვა →

Let Me Google That For You

ალბათ ყველას გყავთ ისეთი ნაცნობი, ვინც ამა თუ იმ ფილმის, სიმღერის ან სხვა რაიმე მედია ფაილის მოძებნას გთხოვთ ინტერნეტში, თვითონ კი არ იციან, ეს როგორ ქნან. ჩემს გარშემო ასეთი უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია.

I will use Google before ask dumb questions.

უკვე ყელში მაქვს ხოლმე ამოსული თხოვნები წიპა, “ლად აუ ეს სიმღერა მინდა რა”, “აუ ის ფილმი არ იცი სად ვნახო და რამე?”, არადა გუგლში მოძიებაზე ხომ ადვილი არაფერია? უბრალოდ შედიხარ საიტზე, წერ იმას რაც გინდა, და დანარჩენს უკვე გუგლი შვრება.

მაგრამ არა, არიან ასეთი უცოდინარები და ჯიუტებიც. სწორედ მათთვის შეიქმნა საიტი Let Me Google That For You.

სერვისის მიზანია “ვასწავლოთ” ისეთ მომხმარებლებს გუგლის გამოყენება, რომლებმაც ეს არ იციან ან უბრალოდ ყველაფრის მზა-მზარეულზე მირთმევას არიან მიჩვეულნი. განაგრძე კითხვა →

ვინც ეძებს, ის პოულობს :D

წუხელ საღამოს ერთგვარი კვლევა ჩავატარე ჩემს ნიკთან დაკავშირებით. ავდექი და “ლანდიშა” დავგუგლე, შედეგებმა ძლიერ გამაკვირვა, ზოგზე “:D” სმაილის სახე მივიღე, ზოგზე “:spy:” სმაილის, ზოგზეც კი “:huh:” სმაილის :D . შედეგების კონტენტის უმეტესობა ბლოგზე და ფორუმებზეა ნაწერი, მაგრამ უმეტესობას ვერც ვიხსენებ სად, როდის და ვის მიმართ დაიწერა.

ძიების საინტერესო შედეგები

მოკლედ იხილეთ სქრინები, შესაძლოა წახალისდეთ, შესაძლოა რეაქცია საერთოდ არ გქონდეთ, მაგრამ მაინც ნახეთ. :D

1. შედეგი პირველი

search_results_1

გადაიჯვამ და ლანდიშა გადაგაჯვამს თავზე :D

ცხოვრებაში თუ კი რაიმესთვის დამიჯვამს, ეს არის დაუცველი და უსუსური უნიტაზი. და ჰაჰა მაქსიმუმ გაროშკი პატარაობაში :D განაგრძე კითხვა →

13 საჭირო პლაგინი ბლოგისთვის

დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი თქვენთაგანი ვისაც WordPress-ის ძრავი უყენია და ბლოგერობს, აუცილებლად იყენებს რაიმე პლაგინს (Plugins). მათ გარეშე ხომ WordPress-ი თითქმის არაფერია. პლაგინებს თქვენ ტქვენი გემვნებითვე აყენებეთ და საჭიროებისამებრ, მაგრამ დღეს მინდა 13 მნიშვნელოვანი პლაგინის შესახებ გიამობთ, რომელიც აუცილებლად უნდა გეყენოთ თქვენს ბლოგზე :)

1) Akismet

akismet

Akismet

ყველაზე ძლიერი და საუკეთესო დაცვა სპამებისგან. თუ კი კომენტარებში სპამებმა შეგაწუხეს, არ დაგჭიდება რაიმე CAPTCHA კოდების მქონე პლაგინების დაყენება და მომხარებლებისთვის ზედმეტი საფეხურის გავლის მოთხოვნა. დააყენეთ აკისმეტი და დაისვენეთ.

გადმოწერე – Akismet

განაგრძე კითხვა →