Tag: თამაში

ქუჩაში რომ შემოგხვდეთ

როგორც ჩანს, ბლოგოსფეროს ამ თამაშის მახეში მეც გავები. რამდენიმე კვირის წინ ეკამ დამტაგა და ახლა მიწევს საკუთარი თავის დახასიათება, რათა მიცნობდეთ, იმ შემთხვევაში, თუ კი ქუჩაში ერთხელ მაინც დამინახავთ.

სად?

თითქმის ყველგან. ძირითადად ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში, ბარებსა და კაფეებში. განსაკუთრებით PUB-ებში “პეროვსკაიას” ქუჩაზე, “დონატებში” აბაშიძეზე და სხვ.

ლანდიშა - სათვალეების გარეშე

ლანდიშა - სათვალეების გარეშე

ასევე ტრანსპორტში, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ავტობუსებში, უფრო ხშირად #14 ნომერში, რადგან ტაქსის ფული ნაკლებად მაქვს და ამიტომაც ბილეთსაც არასდროს არ ვიღებ. თუ კონტროლიორი გამაჩერებს და ბილეთის წარდგენას მთხოვს, მაშინ თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ ხოლმე და ჩემი დილის გავარჯიშებაც ეს არის :D

ზაფხულში და კარგ ამინდში ძალიან მიყვარს ბაღებში, სკვერებში და მსგავს ადგილებში ყოფნა, ასე რომ ძალიან ხშირად შესაძლოა მიხილოთ “მთაწმინდის პარკში”, “ვერის ბაღში”, კუს ტბაზე და სხვ. ძირითადად ლუდის ბოთლით ხელში : ) განაგრძე კითხვა →

მოგზაურობა თურქეთში: დიდი რაგბი და დაუვიწყარი ვიქენდი!

თითქმის ერთი კვირა გავიდა, რაც თურქეთიდან ჩამოვედი, თუმცა პოსტი ამის შესახებ დღემდე ვერ დავწერე, რადგან ეს მოგზაურობა იმდენად ემოციური იყო, რომ აქამდე ეიფორიაში ვიყავი.

19 მარტის მოსაღამოვებულ ჟამს საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ შეკრებილი ათასობით ადამიანი “ვარდების მოედანზე” ელოდა თავის ტრანსპორტს. ზოგი შვილებს აცილებდა, ზოგი დედას და მამას, ზოგიც საყვარელ ადამიანს და ზოგიც მეგობარს.

Trabzon / Hollywood

საღამოს 10 საათისთვის ყველანი ჩვენს ჩვენს ავტობუსებში ვისხედით და გამგზავრებას ველოდით.წინ გრძელი გზა გველოდა. როდესაც ორგანიზატორები დარწმუნდნენ, რომ ყველანი ადგილზე ვიყავით და არავინ გვაკლდა, გზას შევუდექით, რასაც ხალხის ჟრიამული მოჰყვა.

წინ რომ გრძელი გზა გველოდა და მეორე დღეს საინტერესო მატჩი, ეს მეც კარგად ვიცოდი, ამიტომ ვიფიქრე ცოტას წავუძინებ მეთქი და ენერგიებს შევინახავ თქო, თუმცა ვინ მაცალა, ქართველების ამბავი ხომ იცით? ქეიფი და ლხინი ავტობუსის დაძვრისთანავე დაიწყო, არყებითა და ლუდებით მომარაგებული ახალგაზრდობა ერთმანეთს სადღეგრძელოების თქმით ავსებდა. განაგრძე კითხვა →

საიტი, რომელმაც ბავშობის ოცნება ამიხდინა

წუხელ, შეიძლება ითქვას რომ ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ოცნება ნაწილობრივ ავიხდინე. ალბათ გაინტერესებთ რა ოცნებაა და როგორ ავიხდინე იგი. პატარაობიდან მოყოლებული ძალიან მიყვარდა დეტექტივების და კრიმინალური ჟანრის ფილმების ყურება, სწორედ ამიტომ მინდოდა, რომ FBI-ის აგენტი ვყოფილიყავი მკვლელობების განყოფილებაში. სიმართლე რომ გითხრათ, დღესაც რომ შემომთავაზონ ეს სამსახური, უარს არ ვიტყვი.

Kill With Me

Kill With Me

წუხელ ერთი საიტის აღმოჩენით ძალიან კმაყოფილი დავრჩი, ასე დიდი ხანია არცერთ ვებ-გვერს არ მოვუხიბლივარ. საიტი 2008 წლის ერთ-ერთი ფილმის, Untraceable-ის პოპულარიზაციისთვის შეიქმნა. ვებ-გვერდზე შესვლის შემდეგ თქვენ ეხმარებით მკვლელს მსხვერპლის შეწირვის დაჩქარებაში. ნუ ფილმის შინაარსით ეს ასეა, რეალურად კი თქვენ ხართ ახალი აგენტი, რომელიც ცდილობს ამ მკვლელის შეჩერებას.

თავიდან ცოტათი გამიჭირდა მასთან შეჭიდება, მაგრამ ბოლოს მისი სერვერი მაინც გავანადგურე და ხელახლა არაერთხელ ჩავრთე სათამაშოდ. იმდენად ჩამითრია, რომ ამ პოსტის წერისას რამდენჯერმე შევჩერდი, რომ კვლავინდებურად შემძლებოდა იმ სიამოვნების მიღება, რასაც ალბათ ზემოხსენებული სამსახურურებრივი დავალების შესრულების შემთხვევაში მივიღებდი.  განაგრძე კითხვა →