თუ კი Google Docs-ის აქტიური მომხმარებელი ხართ, მაშინ თქვენთვის სასიამოვნო სიახლე მაქვს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში Google აქტიურად მუშაობდა მისი ერთ-ერთი პროდუქციის, Google Docs-ის განახლებაზე. ამ განახლებებზე მუშაობა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და დღეს-დღეობით უკვე შესაძლებელია ახალი ფუნქციების გამოყენება.

Google Docs Logo

ერთ-ერთი საინტერესო განახლება real-time რედაქტირებაა, რაც საშუალებას გაძლევთ რამდენიმე ადამიანს, იმუშაოთ ერთ ან რამდენიმე დოკუმენტზე ერთდროულად. თქვენ ასევე შეგიძლიათ თვალი ადევნოთ სხვა რედაქტორების მუშაობის პროცესსაც.

ამ რედაქტირებასთან ერთად დამატებულია ჩათის ფუნქციაც, რაც თქვენს კოლეგებთან სწრაფი და მარტივი კავშირის საშუალებას მოგცემთ.  განაგრძე კითხვა →