წუხელ, შეიძლება ითქვას რომ ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ოცნება ნაწილობრივ ავიხდინე. ალბათ გაინტერესებთ რა ოცნებაა და როგორ ავიხდინე იგი. პატარაობიდან მოყოლებული ძალიან მიყვარდა დეტექტივების და კრიმინალური ჟანრის ფილმების ყურება, სწორედ ამიტომ მინდოდა, რომ FBI-ის აგენტი ვყოფილიყავი მკვლელობების განყოფილებაში. სიმართლე რომ გითხრათ, დღესაც რომ შემომთავაზონ ეს სამსახური, უარს არ ვიტყვი.

Kill With Me
წუხელ ერთი საიტის აღმოჩენით ძალიან კმაყოფილი დავრჩი, ასე დიდი ხანია არცერთ ვებ-გვერს არ მოვუხიბლივარ. საიტი 2008 წლის ერთ-ერთი ფილმის, Untraceable-ის პოპულარიზაციისთვის შეიქმნა. ვებ-გვერდზე შესვლის შემდეგ თქვენ ეხმარებით მკვლელს მსხვერპლის შეწირვის დაჩქარებაში. ნუ ფილმის შინაარსით ეს ასეა, რეალურად კი თქვენ ხართ ახალი აგენტი, რომელიც ცდილობს ამ მკვლელის შეჩერებას.
თავიდან ცოტათი გამიჭირდა მასთან შეჭიდება, მაგრამ ბოლოს მისი სერვერი მაინც გავანადგურე და ხელახლა არაერთხელ ჩავრთე სათამაშოდ. იმდენად ჩამითრია, რომ ამ პოსტის წერისას რამდენჯერმე შევჩერდი, რომ კვლავინდებურად შემძლებოდა იმ სიამოვნების მიღება, რასაც ალბათ ზემოხსენებული სამსახურურებრივი დავალების შესრულების შემთხვევაში მივიღებდი. განაგრძე კითხვა →