PR სკოლა

უკვე 2 კვირაზე მეტია, რაც PR სკოლაში პიარის ლექციებს ვესწრები. ამის შესახებ კურსის დასრულების შემდეგ ვაპირებდი დაწერას, თუმცა ერთ-ერთი გასული ლექცია იმდენად საინტერესო იყო, რომ გადავიწყვიტე ეს პროცესი დამეჩქარებინა.

GAU Tbilisi PR School

PR სკოლა, რომელიც Gepra-სა და GAU-ს თანამრომლობის შედეგია, ყველა დაინტერესებულ პირს უტარებს ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურს, რომელიც  მარკეტინგს, პიარს, ივენთ-მენეჯმენტს, მედია დაგეგმარებას და ყველა იმ პუნქტს მოიცავს, რაც სამომავლოდ პიარ მენეჯერს დასჭირდება.

კურსი 3 თვის მანძილზე გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში ყოველი ლექცია იმდენად დატვირთულია ინფორმაციით, რომ თითეულ მათგანზე გამოყოფილი დრო შესაძლოა მცირედ მოგეჩვენოს. განაგრძეთ კითხვა

კატეგორია - პირადი ჩანაწერები | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , | 21 კომენტარი

“ბილაინი” პლაგიატორია (?)

დღეს დილას ფეისბუქზე ბილაინის (ახალი) სარეკლამო რგოლი ვიხილე, რომელმაც ერთ-ერთი ძველი რეკლამა გამახსენა თავისი იდეით და შესრულებით. აი იხილეთ თქვენც ორივე ვიდეო (და იპოვნეთ 10 განსხვავება :D ).

ბილაინის რეკლამა

http://www.youtube.com/watch?v=IU3hXdDdzUk

ვიდეოს ბმული – http://www.youtube.com/watch?v=IU3hXdDdzUk

განაგრძეთ კითხვა

კატეგორია - სოციალური მედია | ტეგები: , , , | 44 კომენტარი

კრეატიული რეკლამები – ნაწილი 2

2 კვირაზე მეტი გავიდა, რაც კრეატიული რეკლამების ნაკრების გაკეთება გადავწყვიტე. პირველმა პოსტმა ამასთან დაკავშირებით მოწონება დაიმსახურა. დღეს კი მეორე ნაწილს გთავაზობთ, სადაც არც მეტი არც ნაკლები ორიგინალური რეკლამები დაგხვდებათ თავისი იდეითა თუ გაფორმებით. იხილეთ თითოეული მათგანი, რომლის ხანგრძლივობა 1 წუთსაც არ აღემატება. მიიღეთ სიამოვნება ნანახი რეკლამიდან და დატოვეთ კომენტარი.

MTV Porn

ბმული – http://vimeo.com/7419090

ეს ვიდეო ძალიან მომეწონა იდეით და შესრულებითაც, ის რომ პორნოზე მეტად თურმე MTV-ს ყურებაა თინეიჯერებისთვის საზიანო და მშობლები მის ყურებას ბავშვებს უშლიან.  განაგრძეთ კითხვა

კატეგორია - სანაგვე | ტეგები: , , , | 15 კომენტარი

კრეატიული რეკლამები – ნაწილი 1

დარწმუნებული ვარ რეკლამებს ვერცერთი თქვენგანი ვერ იტანს, ტელევიზორში მის გამოჩენისას ეგრევე სხვა არხზე გადართავთ ხოლმე და უკან არ ბრუნდებით, მანამ არ დამთავრდება იგი. ეს იმიტომ ხდება, რომ რეკლამები ძირითადად მოსაბეზრებელია ხოლმე. იმისთვის, რომ რეკლამის დროს მაყურებელმა სხვა არხზე არ გადართოს, საჭიროა რომ ისეთი რეკლამა გადაიღონ, რომელსაც სიამოვნებით უყურებდნენ.

გადავწყვიტე ასეთი კატეგორია დამემატებინა, ვიდეოები, რომლებიც მოიცავდა მსგავსი სახის რეკლამებს, რომლებსაც სიამოვნებით ვნახავდი ტელევიზორში, რომ ყოფილიყო.

1. Foxsports – Cabin

ბმული – http://vimeo.com/7192217

ეს გახლავთ ვიდეო სპორტული არხის შესახებ, რეკლამის აზრი იმაში დევს, რომ სპორტი ყველა ნორმალურ ადამინს უყვარს. განაგრძეთ კითხვა

კატეგორია - სანაგვე | ტეგები: , , | 10 კომენტარი