Tag: ბლოგინგი

“სოციალური მედიის დღის” ასოციალური მოვლენები

რამდენიმე თვის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ კი სოციალური მედიით და ბლოგინგით იმდენი ხალხი დაინტერესდებოდა, რამდენიც 30 ივნისს “მთაწმინდის პარკის” ამფითეატრში შეიკრიბა. ხალხის ოდენობა რამდენიმე ასეულს შეადგენდა. ზოგმა ახალი ნაცნობები შეიძინა, ზოგმა ძველები მოინახულა, ზოგმაც რაღაც საინტერესო გაიგო არსებული პრეზენტაციიდან და რაღა თქმა უნდა, ზოგმაც ეს ყოველივე გააკრიტიკა.

“რა საჭირო იყო სოციალური მედიის დღის ჩატარება?”, “რა არაშესაფერისად იყო შერჩეული თემები”, “სოციალური მედია მხოლოდ ბლოგინგს არ ნიშნავს” და მსგავსი პროვოკაციული შეძახილები არაერთ ქართულ ბლოგსა და მათ კომენტარებში ვიხილე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ეს ბლოგები, პოსტები და კომენტარები თქვენ თვითონვე მოიძიოთ, რადგან გამოჩნდება ვინმე პროვოკატორი და იტყვის, შენგან რა მესწავლება, გუგლის გამოყენება შენზე უკეთ ვიცი და ა.შ.

თუმცა მოდით გასული დღის პრობლემას/საკითხს ცოტა სხვანაირად მივუდგეთ. სულ რომ ბლოგებზე და ბლოგერებზე არ ვისაუბროთ, ვეცდები სხვა მაგალითი მოგიყვანოთ. განაგრძე კითხვა →

Post Schedule-მ ცხოვრება გამიადვილა

ალბათ თითოეულ თქვენგანს ჰქონია შემთხვევა, როცა ბლოგზე წერისას ამა თუ იმ თემაზე მუზა მოსვლია და კარგად დაუწერია, ან რამდენიმე პოსტი ერთად გამოუქვეყნებია, შემდეგ კი კვირაობით იკარგებოდით და თქვენს ბლოგს ახალი პოსტების სიმცირეს უჩიოდით.

ჩემს ბლოგს თუ დიდი ხანია ადევნებთ თვალყურს, ნახავდით, რომ დეკემბერში ორიოდე პოსტი მაქვს გაკეთებული, წინა თვეებში კი შედარებით მეტი, ახლა კი ბოლო რამდენიმე დღეა თითქმის ყოველდღიურად იდება ახალი პოსტი, ესეც სწორედ მუზის და წერის ხალისის ბრალია.

პოსტის მოგვიანებით გამოქვეყნება

მინდა ერთი კარგი ხრიკი გასწავლოთ, რომელიც იმ შემთხვევაში დაგეხმარებათ, როდესაც წერის “მუღამზე” ხართ და რამდენიმე პოსტის ერთად დაწერა შეგიძლიათ, მაგრამ ყველას ერთდროულად გამოქვეყნება არ გსურთ.

საზოგადოდ ცნობილია, რომ სჯობს ბლოგის მკითხველმა იცოდეს, თუ რა ინტერვალებით ახლდება ბლოგი და იდება ახალი მასალა, ვიდრე ერთხელ 3 პოსტი დაიდოს და შემდეგ 2 თვე არ გამოჩნდეს.

ზემოთხსენებული ხრიკის გაკეთება ნებისმიერ ვორდპრესის მომხმარებელს შეუძლია. არ ააქვს მნიშვნელობა იგი wordpress.com-ის მომხმარებელია თუ განცალკევებულ სერვერზე უდგას ბლოგი.

ამ ხრიკის მთავარი მიზანია, რომ ერთ კონკრეტულ თარიღზე დაწერილი პოსტი გამოქვეყნდეს რამდენიმე წუთით, საათით, დღით ან წლის შემდეგაც კი. განაგრძე კითხვა →

უმნიშვნელოვანესი კვირა ქართული ბლოგოსფეროს განვითარებისთვის – ახალი მედიის ფორუმი და სხვ.

ის, რომ გასული რამდენიმე დღე და კვირა ქართული ბლოგოსფეროს განვითარებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, ეს ბევრმა შენიშნა. 12-13 ოქტომბერს “მთაწმინდის პარკი” ახალი მედიის წარმომადგენლებს  – ბლოგერებს, ჟურნალისტებს და უბრალოდ სიტყვის თავისუფლების გამოხატვის მოყვარულებს მასპინძლობდა. პარკი ღონისძიებაზე ასეულობით ქართველ თუ უცხოელ სტუმარს მასპინძლობდა.

  • რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო?
  • როგორ ჩაიარა ყველაფერმა?
  • რატომ უნდა გვქონდეს ბლოგი, თუნდაც პირადი?
  • რა არის ზოგადად ბლოგი და როგორ გავხადოთ იგი პოპულარული?
  • საიდან სჯობს დავიწყოთ ბლოგის გაკეთება?
  • რა არის დროის მოკვლის საუკეთესო საშუალება?
  • როგორ შევქმნათ პოდკასტი და საერთოდაც, რა არის იგი?

ამ და სხვა საინტერესო თემებზე ჩატარდა კონფერენციები, პრეზენტაციები ქართველი და უცხელი ექსპერტების მიერ და იწერებოდა უამრავი ინტერვიუ. (პრეზენტაციები, რომელიც ქართველებმა ბლოგერებმა მოამზადეს, სავარაუდოდ დაიდება ახალი მედიის ფორუმზე, ან მათ პირად ბლოგებზე: – Sweet, Dodka, Rocko )

New-Media-Forum-Logo

New Media Forum

მიუხედავად ჩამოსული უცხოელი ექსპერტებისა, რომლებიც პარალელლურად ატარებდნენ სემინარებს, ქართველი ბლოგერების პრეზენტაციებზე სავსე იყო აუდიტორია. პირადად ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ნოდარ დავითურის (a.k.a. Rocko) პრეზენტაცია – “როგორ შევუყვარდეთ საძიებო სისტემებს?”.  სხვა დანარჩენ პრეზენტაციებში ახალი ვერაფერი შევიტყვე, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ყველაფერი აქამდე ვიცოდი :)

თუ კი შენ ბლოგის გაკეთების სურვილი გაქვს და არ იცი როგორ, მაშინ შენ სამწუხაროდ უამრავი სასარგებლო ინფორმაცია დაკარგე :(

ზოგადად წინა ორი დღის განრიგი ასე გამოიყურებოდა  – 12 ოქტომბერი და 13 ოქტომბერი. განაგრძე კითხვა →