IWPR-სთან თანამშრომლობის შემდეგ …

მიუხედავად იმისა, რომ ამ პოსტის წერა დაგვიანებით დავიწყე და არჩევნების თემაც დღეს უკვე ნაკლებად აქტუალურია, მაინც მსურს იმ გამოცდილების შესახებ ორიოდე სიტყვით ვთქვა, რომელიც IWPR-სთან (IWPR Insitute for War & Peace Reporting/ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი) თანამშრომლობის შემდეგ მივიღე.

IWPR-ის ოფისში რამდენიმე ბლოგერი

IWPR-ის ოფისში რამდენიმე ბლოგერი

მაგრამ, ჯერ მოდით სულ თავიდან დავიწყოთ, ჯერ კიდევ იმ დღიდან, როდესაც ოფისში მე, დოდკა და სხვა რამდენიმე ბლოგერი ვიყავით მისულნი. საქმიანი დიალოგის თემა „არჩევნების გაშუქება“ იყო. მათ სურდათ ქართველი ჟურნალისტებისა და ბლოგერების (თავისუფალი ჟურნალისტები) დახმარებით შეექმნათ ისეთი საინფორმაციო წყარო, რომელიც არჩევნების მოვლენებს მომენტალურად გააშუქებდა. განაგრძეთ კითხვა

კატეგორია - პირადი ჩანაწერები | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , | 16 კომენტარი

“სოციალური მედიის დღის” ასოციალური მოვლენები

რამდენიმე თვის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ კი სოციალური მედიით და ბლოგინგით იმდენი ხალხი დაინტერესდებოდა, რამდენიც 30 ივნისს “მთაწმინდის პარკის” ამფითეატრში შეიკრიბა. ხალხის ოდენობა რამდენიმე ასეულს შეადგენდა. ზოგმა ახალი ნაცნობები შეიძინა, ზოგმა ძველები მოინახულა, ზოგმაც რაღაც საინტერესო გაიგო არსებული პრეზენტაციიდან და რაღა თქმა უნდა, ზოგმაც ეს ყოველივე გააკრიტიკა.

“რა საჭირო იყო სოციალური მედიის დღის ჩატარება?”, “რა არაშესაფერისად იყო შერჩეული თემები”, “სოციალური მედია მხოლოდ ბლოგინგს არ ნიშნავს” და მსგავსი პროვოკაციული შეძახილები არაერთ ქართულ ბლოგსა და მათ კომენტარებში ვიხილე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ეს ბლოგები, პოსტები და კომენტარები თქვენ თვითონვე მოიძიოთ, რადგან გამოჩნდება ვინმე პროვოკატორი და იტყვის, შენგან რა მესწავლება, გუგლის გამოყენება შენზე უკეთ ვიცი და ა.შ.

თუმცა მოდით გასული დღის პრობლემას/საკითხს ცოტა სხვანაირად მივუდგეთ. სულ რომ ბლოგებზე და ბლოგერებზე არ ვისაუბროთ, ვეცდები სხვა მაგალითი მოგიყვანოთ. განაგრძეთ კითხვა

კატეგორია - საზოგადოება, სოციალური მედია | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , | 34 კომენტარი

მანახე შენი ბლოგი და გეტყვი ვინ ხარ შენ

ბლოგებზე არაერთხელ თქმულა და არაერხელ დაწერილა. თქმისა რა მოგახსენოთ, მარა დაწერილის სიას მეც მსურს ერთი პოსტი შევმატო.

ბლოგები რო თემატიკითა და ვიზუალური მხრით განსხვავდებიან, ეს ყველამ იცის. მაგრამ რეალური პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ირჩევენ ბლოგერები თავიანთი ბლოგისთვის კონკრეტულ დიზაინს და ამა თუ იმ პლატფორმას, ბევრმა არ იცის.

მე გადავწყვიტე დამეყო ბლოგები კატეგორიებად თავისი ვიზუალური მხრიდან გამომდინარე და გამერკვია, თუ რატომ აქვთ მათ ავტორებს ასეთი დიზაინი.

ზანგი ბლოგები

ტერმინი ზანგი ბლოგები ქართულ ბლოგოსფეროში კარგა ხანია დამკვიდრდა.  იგი მოიცავს მუქ ფონზე დაწერილი ღია, ან უარეს შემთხვევაში მუქივე ფერის ტექსტს. ასეთი ბლოგები შედარებით ცოტაა, თუმცა იმდენი, რომ მათზე სალაპარაკო მაინც გვეძლევა.

ზანგი ბლოგები

ზანგი ბლოგები

მახსოვს ინტერნეტში პირველი საიტი, როცა გავაკეთე, მუქი ფერის იყო, მაშინ მეგონა, რომ შავი ფერის დიზაინი ღია ფერისას სჯობდა. დღევანდელი გადასახედიდან ვხვდები, რომ ძალიან, ძალიან ვცდებოდი. მაშინ ეგ ფერი ჩემს შინაგან მდგომარეობას ასახავდა.

ალბათ ამ შემთხვევაშიც ამჟამინდელი მუქი დიზაინის მქონე ბლოგების ავტორების შინაგან მდგომარეობას ასახავს. ან უბრალოდ ჰგონიათ, რომ ეს მაგარია და ღია ფერის შაბლონები ზედმეტად გაპაპსავებულია. განაგრძეთ კითხვა

კატეგორია - ვორდპრესი | ტეგები: , , , , , , | 114 კომენტარი