Tag: 3D

ტიტანიკი 3D

Jeffrey Katzenberg-ის თქმით, “3D კინოს მომავალია“, რასაც არ შემიძლია არ დავეთანხმო. ბოლო ორი 3D ფილმი, კერძოდ კი ავატარი და ალისა საოცრებათა სამყაროში, რომელთა პრემიერაც გასული თვეების მანძილზე შედგა, საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა კინომოყვარულთა შორის.

ტიტანიკი 3D

მათი გადაღება ნამდვილად მომგებიანი აღმოჩნდა. თითეულმა არაერთი ასეული მილიონი დოლარი მიიღო შემოსავალი. ალბათ სწორედ ამ ორი მიზეზის გამო გადაწყვიტა ჯეიმს კემერონმა თავისი ლეგენდარული ფილმის, ტიტანიკის, 3D ვარიანტში გადაღება.

კომპიუტერულ ტექნოლოგიებს დღეს-დღეობით ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. 3D ეფექტების დადება შესაძლებელია უკვე სპეციალური კამერის გადაღების გარეშეც, სწორედ ისეთების გარეშე, რომლებსაც კემერონი იყენებდა ავატარის გადაღებისას. განაგრძე კითხვა →

ავატარი – ფილმის მიმოხილვა

ავატარი, ეს სწორედ ის ფილმია, რომელმაც შეძლო მთელი მსოფლიოს ალაპარაკება. მის გამოსვლას ყველა მოუთმენლად ელოდა, მათ შორის ქართველებიც. დღეს კი სწორედ ამ ფილმის პრემიერა გადიოდა კინოთეატრ “ამირანში”, საიდანაც რამდენიმე საათის წინ დავბრუნდი და ემოციებისგან ჯერ კიდევ არ დავცლილვარ.

ავატარი (პოსტერი)

ავატარი (პოსტერი)

ამ ფილმის გამო არაერთი ხმაური იყო ატეხილი, თუმცა მის შესახებ არაფერი ვიცოდი, უფრო სწორად კი არ ვიცოდი ავატარი რას ნიშნავდა ამ ფილმის მიხედვით, უბრალოდ მის პუბლიკაციას ველოდი, რომ თავად გამეგო ყველაფერი.

რა არის ავატარი? – მოდით, მეტი გარკვევისთვის ფილმის მნიშვნელოვან ნაწილს მოგიყვებით, რაც მეტ წარმოდგენას შეგიქმნით ამ ყველაფრის შესახებ. განაგრძე კითხვა →

3D ამირანში

WOW, ალბათ ეს ის შორისდებულია, რომელიც შეიძლება პირველი თქვა 3D განზომილებით ნანახი ფილმის შემდეგ. ასეც არის, წუხელ მქონდა ბედნიერება პირველად ცხოვრებაში მენახა სამ განზომილებიანი ფილმი. ამის საშუალება კინოთეატრ “ამირანმა” ამა წლის 2 იანვრიდან მოგვცა. მე კი მხოლოდ გუშინ შევძელი ამ ახალი ტექნოლოგიებით დატკბობა.

3D ამირანში

3D ამირანში

ემოციების დამალვა სათვალის გაკეთების პირველივე წუთიდან მოყოლებული ამ პოსტის წერამდე მიჭირს. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ერთი შეხედვით პლასტმასის უცნაურმა სათვალემ და კომპიუტერულმა გრაფიკამ თავი ანიმაციურ სამყაროში მაგრძნობინა. თავი მულტფილმის ერთ-ერთი გმირი მეგონა, იმდენად რეალურად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული.

ანიმაციური ფილმი “საშობაო ზღაპარი“  სავსე იყო ექსტრემალური ეფექტებით და გადაღებით, რის გამოც, არაერთი სცენის დროს სკამისთვის ხელების მჭიდროდ ჩაჭიდება მომიწია. ცოტაც და ვიფიქრე მეც გავფრინდები მეთქი. თოვლის ეფექტი იმდენად რეალური იყო, რომ რაღაც მომენტში ვიფიქრე თვალში არ ჩამივარდეს ფიფქები თქო. ახლო კადრიდან გადაღებული ადამიანის სახეები და ხელები კი ანიმაციური გმირის გვერდით ყოფნის ეფექტს ჰქმნის. განაგრძე კითხვა →