Tag: 10 მიზეზი

როგორ განვასხვავოთ მამაკაცი ქალისგან?

ადამიანი ჟესტების ენით საუბრობს. ურთიერთობისას რაღაც მიმიკებით გამოვირჩევით ხოლმე. ეს ადამიანის ფსიქოლოგიის ნაწილია. სწორედ ასეთი მიმიკები, ჟესტები და დეტალები დაგეხმარებათ ადამიანის უკეთ შეცნობაში. მაგრამ გაინტერესებთ ესა თუ ის მამაკაცი ქალი ხომ არა? ან ესა თუ ის ქალი – მამაკაცი? ეს დაგეხმარებათ მამაკაცის ქალისგან განსხვავებაში.

200170283-001

როგორ განვასხვავოთ მამაკაცი ქალისგან?

არსებობს რაღაც ცნობილი ფაქტები, რომელიც თითეული ჩვენგანისთვის ნაცნობია კიდეც. ბავშობაში ბიჭებს გოგოები არ “გეკაიფებოდნენ” ხოლმე, აბა ფრჩხილებზე დაიხედეო? :D მიმიხვდით რასაც ვგულისხმობ? თუ ვერა, მაშინ გადაიკეთეთ პოსტი და აუცილებლად გაგახსენდებათ.  განაგრძე კითხვა →

10 მიზეზი, რატომ სჯობს ბილიარდი სექსს?

სულ ცოტა ხანია, რაც ბილიარდს ვთამაშობ, ეს თამაში კი უკვე ძალიან შემიყვარდა. ამას წინათ რაღაც მასალას ვეძებდი ქართულ ენაზე ბილიარდთან დაკავშირებით და ამასაც წავაწყდი.

8ball-main_Full

10 მიზეზი, რატომ სჯობს ბილიარდი სექსს?

  1. თქვენ არ გჭირდებათ ბილიარდის ჟურნალების ჩუმად სახლში მიტანა და გადამალვა
  2. თუ თქვენ არ ხართ ძლიერი ბილიარდში, ამისთვის არავინ დაგცინებთ და შეგიძლიათ პროფესიონალს მიმართოთ დახმარებისთვის
  3. თუ თქვენი პარტნიორი ბილიარდის თამაშის დროს მოინდომებს ფირზე ჩაწერას, თქვენ ამაზე არ აღელდებით, რომ შემდეგში ეს ფაქტი ხელს შეუშლის თქვენს კარიერას
  4. თქვენი პარტნიორი არასოდეს დაგიწყებთ გამოკითხვას, კიდევ ვისთან ერთად თამაშობდით წარსულში ბილიარდს
  5. ბილიარდის თამაში შესაძლებელია საერთოდ ახალგაცნობილთან ან უცნობთან
  6. თუ თქვენ ხედავთ ბრწყინვალე მოთამაშეს და მოგინდებათ მასთან თამაში, ეს არანაირ სირცხვილს არ წარმოადგენს და თამამად შეგიძლიათ შეთავაზოთ
  7. თუ თქვენი პარტნიორის მოსვლამდე სხვასთან ითამაშებ, არ ეწყინება და ამისთვის კამათს არ დაგიწყებს
  8. თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად მოათავსოთ საკუთარ კაბინეტში ბილიარდის თამაშის დროს გადაღებული ფოტოები, ასევე ისაუბროთ თანამშრომლებთან ბილიარდის შესახებ და ამის გამო თქვენ “დაუკმაყოფილებელ” და აგზნებულ ადამიანად არავინ ჩაგთვლით
  9. თქვენი პარტნიორი არასოდეს მოგთხოვთ პირობის დადებას, რომ სიცოცხლის ბოლომდე მარტო მასთან ითამაშებთ
  10. თუ თქვენი პარტნიორი დაკარგავს ბილიარდის ინტერესს ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენც იგივე გააკეთოთ

ბონუსი: თქვენი პარტნიორი არასოდეს გეტყვით საყვედურს, რომ “ჩვენ უკვე ხო ვითამაშეთ ბილიარდი დღეს და სულ მაგ ფიქრი რატომ გაქვსო” :D