როგორც ჩანს, ბლოგოსფეროს ამ თამაშის მახეში მეც გავები. რამდენიმე კვირის წინ ეკამ დამტაგა და ახლა მიწევს საკუთარი თავის დახასიათება, რათა მიცნობდეთ, იმ შემთხვევაში, თუ კი ქუჩაში ერთხელ მაინც დამინახავთ.
სად?
თითქმის ყველგან. ძირითადად ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში, ბარებსა და კაფეებში. განსაკუთრებით PUB-ებში “პეროვსკაიას” ქუჩაზე, “დონატებში” აბაშიძეზე და სხვ.

ლანდიშა - სათვალეების გარეშე
ასევე ტრანსპორტში, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ავტობუსებში, უფრო ხშირად #14 ნომერში, რადგან ტაქსის ფული ნაკლებად მაქვს და ამიტომაც ბილეთსაც არასდროს არ ვიღებ. თუ კონტროლიორი გამაჩერებს და ბილეთის წარდგენას მთხოვს, მაშინ თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ ხოლმე და ჩემი დილის გავარჯიშებაც ეს არის
ზაფხულში და კარგ ამინდში ძალიან მიყვარს ბაღებში, სკვერებში და მსგავს ადგილებში ყოფნა, ასე რომ ძალიან ხშირად შესაძლოა მიხილოთ “მთაწმინდის პარკში”, “ვერის ბაღში”, კუს ტბაზე და სხვ. ძირითადად ლუდის ბოთლით ხელში : ) განაგრძე კითხვა →