Landish.Ge » ტარკანი

მოგზაურობა თურქეთში: დიდი რაგბი და დაუვიწყარი ვიქენდი!
თითქმის ერთი კვირა გავიდა, რაც თურქეთიდან ჩამოვედი, თუმცა პოსტი ამის შესახებ დღემდე ვერ დავწერე, რადგან ეს მოგზაურობა იმდენად ემოციური იყო, რომ აქამდე ეიფორიაში ვიყავი.

19 მარტის მოსაღამოვებულ ჟამს საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ შეკრებილი ათასობით ადამიანი “ვარდების მოედანზე” ელოდა თავის ტრანსპორტს. ზოგი შვილებს აცილებდა, ზოგი დედას და მამას, ზოგიც საყვარელ ადამიანს და ზოგიც მეგობარს.

Trabzon / Hollywood

საღამოს 10 საათისთვის ყველანი ჩვენს ჩვენს ავტობუსებში ვისხედით და გამგზავრებას ველოდით.წინ გრძელი გზა გველოდა. როდესაც ორგანიზატორები დარწმუნდნენ, რომ ყველანი ადგილზე ვიყავით და არავინ გვაკლდა, გზას შევუდექით, რასაც ხალხის ჟრიამული მოჰყვა.

წინ რომ გრძელი გზა გველოდა და მეორე დღეს საინტერესო მატჩი, ეს მეც კარგად ვიცოდი, ამიტომ ვიფიქრე ცოტას წავუძინებ მეთქი და ენერგიებს შევინახავ თქო, თუმცა ვინ მაცალა, ქართველების ამბავი ხომ იცით? ქეიფი და ლხინი ავტობუსის დაძვრისთანავე დაიწყო, არყებითა და ლუდებით მომარაგებული ახალგაზრდობა ერთმანეთს სადღეგრძელოების თქმით ავსებდა.

გზა და გზა ე.წ. “პერეკურების” გაჩერების გამო დაახლოებით 7 საათში სარფში ვიყავით, მობილურმა ქსელებმაც თავისებურად გაგვაცილეს თურქეთისკენ მიმავალ გზაზე. საზღვარზე ჩემდა გასაკვირად მცირე დრო დავხარჯეთ, ერთი საათი, არც კი. რის შემდეგაც თურქულ მიწაზე დავადგით ფეხი, უფრო სწორად საბურავი.

თურქეთის სანაპირო - მზის ამოსვლა

წინ კიდევ დაახლოებით 3 საათი და 300 კილომეტრი უნდა გვემგზავრა, სანაპიროზე მიმავალს ისღა დაგვრჩენოდა, რომ ზღვისთვის გვეცქირა და ზაფხულის მოლოდინსა და მონატრებაში ვყოფილიყავით.

ზღვის ცქერაში დრო მალე გავიდა, ტრაბზონსაც მივადექით, ამ დროს დაახლოებით დილის 8 საათი იყო (იქაური დროით), სასტუმროში შესვლა არ გვეჩქარებოდა, ამიტომაც დავიწყეთ ქალაქის თვალიერება.

ტრაბზონის "ვაგზალი"

მართალი იყო ტაქსისტი, რომელმაც ჯერ კიდევ წინა დღეს “ვარდების მოედანზე” მიმიყვანა, რომ იქაურობა ქართველებით არის სავსეო და საქართველოს ძალაინ ჰგავსო.

ტრაბზონის თვალიერებისას არაერთი მსგავსება ვიხილე მასსა და თუ თბილისს შორის, რომელიც ვიდეოპოსტად შეგიძლიათ იხილოთ ჩემს youtube-ზე.

როდესაც ქალაქი მოვინახულეთ, სასტუმროებში დაბინავების დროც მოვიდა, რამდენიმე ასეული კაცი, სხვადასხვა სასტუმროში გადავნაწილდით. იქ, სადაც მე დავბინავდი, ერთი საინტერესო მოწყობილობა იდგა – “ფეხების გამპრიალებელი“, რომლის შესახებაც ამ ვიდეოდან შეგიძლიათ გაიგოთ.

როდესაც ცოტათი მაინც ამოვისუნთქეთ გადაღლილი მგზავრობის შემდეგ, დრო მოვიდა რათა, ის მთავარი მისია შეგვესრულებინა, რისთვისაც ჩავედით – გვეგულშემატკივრა ჩვენი ნაკრებისთვის. მატჩის დაწყებამდე მხატვარმა, ზალიკო სულაკაურმა სახეზე დროშები, რაგბის ბურთები, და ბორჯღალოები მოგვახატა.

ზალიკო სულაკაური მახატავს დროშას!

ამის შემდეგ ყველანი გავირაზმეთ ტრაბზონის სტადიონისკენ. შესასვლელში თავი “დინამოს” სტადიონთან ვიგრძენი, აქაც ერთი ჭიშკარი იყო ღია, ისიც ნახევარად და ზღვა ხალხის მცდელობა დროზე შესვლისა და ადგილების დაკავების. მოკლედ ერთი სიტყვით მაგარი “ჭყლეტვა” იყო  .

"ჭყლეტვა" სტადიონზე შესვლამდე

ბოლოს როგორც იქნა შევაღწიეთ და ტრიბუნებზე ჩვენი ადგილები დავიკავეთ. თვალს ვავლებდი მთელს სტადიონს, რათა რუსეთის ნაკრების ფანები მენახა, თუმცა ამაოდ – სულ არ ყოფილან (ან ჭორის დონეზე ვიცი, რომ მხოლოდ 2ნი იყვნენ  ). და აი ამ დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩვენი ნაკრების გამარჯვებაში, ჩვენ ისინი უკვე დამარცხებული გვყვავდნენ ფსიქოლოგიურად, ახლა მხლოდ ტაბლოზე დასაფიქსირებელი ქულები გვჭირდებოდა.

თამაშს არაერთი ცნობილი სახე და პოლიტიკური ფიგურა ესწრებოდა. მატჩის მსვლელობის არცერთ წუთს არ გაჩერებულან საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები, ხან რა და ხან რა შეძახილებით ვამხნევებდით ჩვენს ნაკრებს, შიგა და შიგ ტალღასაც არ ვიშურებდით – იხილეთ ტალღის ვიდეო. მთელი თამაშის განმავლობაში უდიდეს სიამოვნებას ვიღებდით.

ვიდეო, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

<object width="730" height="436"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/TDx_qKJBIDc?version=3"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/TDx_qKJBIDc?version=3" type="application/x-shockwave-flash" width="730" height="436" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

ბმული – http://www.youtube.com/watch?v=TDx_qKJBIDc

ვიდეო ძალიან ბანალური მოგეჩვენებათ, თუმცა გარანტიას გაძლევთ, რომ რამდენმე მომენტში გაგეღიმებათ/გაგეცინებათ : )

ბოლოს, როგორც იქნა მატჩიც დასრულდა, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ 36 – 08. გულშემატკივრებმაც და მორაგბეებმაც უდიდესი სიხარული განვიცადეთ. ერთმანეთს ვეხუტებოდით, ვესიყვარულებოდით, ვულოცავდით, ყველა ერთმანეთს უღიმოდა და ბოღმა და ნეგატივი არავისში სუფევდა. ასეთი “ერთიანი” საქართველო მე დიდი ხანია არ მენახა.

ამის შემდეგ ყველამ ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღნიშვნა გადაწყვიტა. სასწრაფოდ სუპერმარკეტებს მივეძალეთ და ალკოჰოლური სასმელებით მოვმარაგდით, თუმცა მანამდე, თამაშის დასრულების შემდეგ, სავაჭრო ფორუმს ვესტუმრეთ, სადაც სპეციალურად ჩვენთვის უნდა ყოფილიყო 40%-იანი ფასდაკლება, თუმცა როდესაც ფორუმში რაიმეს შეძენა გადავწყვიტეთ, იქაური გამყიდვლები ამ ფასკადლების შესახებ გაგებაში არ ყოფილან, ამიტომაც იქიდან ხელცარიელების წამოსვლა მოგვიწია. იხილეთ ვიდეოპოსტი სავაჭრო ფორუმიდან.

აღსანიშნავად მეც ვიყავი გამზადებული, თუმცა წინა ღამის უძილობის და სტადიონზე დახარჯული ემოციების გამო “ენერგიაგამოცლილი” ვიყავი, ამიტომაც საწოლს მივეძალე და მეორე დღის გათენებას ველოდი.

გათენდა, მეორე დღეც დადგა, ყველანი პახმელიაზე იყვნენ, თავი სტკიოდათ, “ნაბეღლავი” სწყუროდათ და სახლში უნდოდათ. ტურში ბონუსის სახით შესული “სუმელას მონასტრის” დათვალიერება აღარავის უნდოდა, თუმცა რამდენიმე მოხალისე მაინც გამოჩნდა, რომელთა რიგებს მეც შევუერთდი.

ნაწილი თბილისში დაბრუნდა, ნაწილი კი სუმელაზე ავედით, სადაც ძალიან საინტერესო ხედი ვიხილეთ – კლდეზე აშენებული მონასტერი, რომელმაც თავი რაღაცით “ვარძიას” მომაგონა (თუმცა რა თქმა უნდა მასთან ახლოსაც ვერ მივა  ).

სუმელას მონასტერი - ხედი ქვემოდან

მანდ ასვლისას კი ვაჟა-ფშაველას გენიალური სიტყვები გამახსენდა, “გზას ვამბობ, თორემ რა გზაა, ვიწრო ბილიკი კლდეზედა”.

გზას ვამბობ, თორემ რა გზაა, ვიწრო ბილიკი კლდეზედა

ბოლოს როგორც იქნა დავძლიეთ კილომეტრიანი “გზა” აღმართზე და მონასტერშიც ავედით, სადაც არსებული ფრესკები რაღაცით ქრისტიანულ ხატებს მაგონებდა ( იხილეთ ვიდეო ). დაახლოებით 1 საათიც იქ დავყავით, ჩამოსვლისას კი სუვენირების მაღაზიასაც ვესტუმრეთ, სადაც რამდენიმე შესანიშნავი შენაძენი გავაკეთეთ.

სუვენირების მაღაზია

სუმელათი აღფრთოვანებულნი თბილისისკენ გზას დავადექით. თურქეთს ნელ-ნელა ვტოვებდით და მშობლიურ მიწას უფრო და უფრო ვუახლოვდებოდით. ჩამობნელდა, ყველანი დაღლილ-დაქანცულები ვიყავით თუმცა მგზავრობისას გართობას მაინც ვახერხებდით.

როდესაც საზღვარს გადმოვსცდით, აქაც გულთბილი დახვედრა მივიღეთ მებაჟეებისგან, მილოცვები, სიყვარული, ჩახუტება და ერთი ამბავი. საკუთარ მიწა-წყალზე ფეხის დადგმა და ქართული ჰაერის შეგრძნება ასეთი სასიამოვნო არასდროს ყოფილა. თავი კი შინ მხოლოდ მაშინ ვიგრძენით, როდესაც ავტობუსის მძღლომა პირველ “იამკაში” ჩაარტყა  .

მოსალმება ჩვენმა მობილურმა ოპერატორებმაც იწყეს, აქვე ატყდა რეკვები სახლებში და მეგობრებთან. სახლამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო და მანძილი რჩებოდა. თუმცა მანამდე ბათუმში შევრჩერდით რათა დაკარგული ენერგია აგვეღდგინა და საკვები პროდუქტით მოვმარაგებულიყავით. მაშინ როდესაც სხვები გვიანობამდე ღია სასადილოებს მიეძალნენ, მე ღამის ბათუმით ვტკბებოდი.

ამის შემდეგ დაიწყო არც თუ ისე გრძელი, მაგრამ არც მოკლე გზა დასავლეთიდან თბილისისაკენ. გზად კვლავინდებურად ვაგრძელებდით ქეიფს და დილისთვის უკვე შინ ვიყავით. მეორე დღეს კი ყველამ საკუთარ საწოლში გაიღვიძა.

რა აზრის დავრჩი თურქებზე?

ერთ-ერთ ვიდეოპოსტშიც ვახსენე, რომ თურქეთში მამაკაცები ბევრად სიმპათიურები არიან, ვიდრე ქალები თქო (გადახრები არ დამწყებია  ), რადგან მამაკაცები საკუთარ თავს მეტად უვლიდნენ, ვიდრე ჩადრიანი ქალები, რომლებიც არანაირი კოსმეტიკურ საშუალებებს არ ხმარობდნენ. ახალგაზრდა ბიჭები კი ან დიმა ბილანს მოგაგონებდნენ, ან ტარკანს.

რაც შეეხება ასაკოვან კაცებს, რომლებიც ძირითადად ჩაის სმით ერთობიან, სრულიად შეუგნებელი ხალხია, პირდაპირი გაგებით : ). ალბათ გაინტერესებს, თუ საიდან დავასკვენი ეს  ?    როდესაც ჩვენთან კონტაქტში შედიოდნენ, თურქულ ენაზე გვესაუბრებოდნენ და გვისვამდნენ შეკითხვებს, ჩვენ კი თავის ჰორიზონტალური ან ვერტიკალური მიმართულებით ვიქნევდით, და ვცდილობდით აგვეხსნა, რომ თურქული არ გვესმის, ისინი  თავისას მაინც აგრძელებდნენ  .

ხოლო თვითონ თურქეთი შესანიშნავი ქვეყანაა, ძალიან სუფთა და მოწესრიგებული. ქუჩაში ზემდეტ ნაგავს ვერ ნახავთ. რაც კი ძირს ნაყარი შემხვდა, სულ ქართველების მიერ იქნა დაყრილი. ჩვენი წასვლის შემდეგ ალბათ გენერალური “უბორკა” მოაწყვეს  .

რამდენიმე რჩევა თურქეთში წამსვლელთათვის

თუ თქვენ ოდესმე დააპირებთ თურქეთში წასვლას, მინდა მოგცეთ რამდენიმე რჩევა, რომელიც საკუთარი გამოცდილებიდან მივიღე და მერწმუნეთ, გამოგადგებათ : )

1. არავითარ შემთხვევაში არ წაიღოთ იქ დოლარები, იხმარეთ მხოლოდ და მხოლოდ ლირები, დაახურდავეთ თბილისის ნებისმიერ ვალუტის გადამცვლელ პუნკტში და ისე გაემგზავრეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ უბრალოდ ფინანსურად დაზარალდებით.

რატომ ? – იმიტომ რომ თურქი, როდესაც დაინახავს რომ თქვენ დოლარი გაქვთ, ყველანაირად ეცდება რომ იგი თქვენი ხელიდან წაგართვათ და ხურდაში ლირები დაგიბრუნოთ, რაც მისთვის მომგებიანი იქნება ვალუტის თვალსაზრისით და თქვენთვის წამგებიანი.

2. აუცილებლად ისწავლეთ ელემენტარულ დონეზე მაინც თურქული, გამარჯობა, ნახვამდის, და მსგავსი რაღაცეები და/ან წაიღეთ ლექსიკონი. აუცილებლად გამოგადგებათ.

რატომ? – იმიტომ რომ არცერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა არ იცის უცხო ენა, გარკვეული გამონაკლისების გარდა. ისიც დიდ ქალაქებში, სასტუმროებში და მსგავს დაწესებულებებში, სადაც ტურისტები ხშირად სტუმრობენ ხოლმე. და იმისთვის რომ გააგებინოთ, რა გსურთ, 2იოდე სიტყვის ცოდნა აუცილებელია : )

მოკლედ ასე დასრულდა ჩემი 2 დღიანი მოგზაურობა თურქეთში, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი ინფო-თბილისის ჯგუფს ასეთი შესანიშნავად ორგანიზებული ტურისთვის : )