Tag: საქართველო

4 ივნისიდან სატელეფონო ინდექსები იცვლება

დიდი ხნის შესვენების შემდეგ, ბლოგზე საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციით გიბრუნდებით – 4 ივნისიდან საქართველოში სატელეფონი ინდექსები იცვლება. რას ნიშნავს ეს?

თუ მაგალითად თბილისში არსებული სატელეფონო ნომრები ამჟამად არის 6 ციფრიანი (XX-XX-XX), ზაფხულის დასაწყისიდანვე იგი 7 ციფრიანი (X-XX-XX-XX) გახდება.

ეს სიახლე ეხებათ, როგორც ქალაქის ნომრებს, ასევე მობილურ ოპერატორებსაც. თბილისის გარდა ინდექსების შეცვლა მოხდება საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებშიც. ამისათვის დეტალურად იხილეთ ცხრილი.

ახალი სატელეფონო ინდექსების ცხრილი

  • თბილისში და რეგიონებში არსებულ ნომრებს წინ დაემატებათ 2-იანი.
  • რუსთავში არსებული ნომრების საწყისი 1-იანი შეიცვლება 2-იანით (შეიცვლება ასევე ქალაქის კოდიც – 341).
  • მობილური ოპერატორების ნომრებში 8-იანს ჩაანაცვლებს 5-იანი.
  • ფიქსირებულ ნომრებს 8-იანის შემდეგ დაემატება 7-იანი.

მაგალითად, თუ თქვენ 5 ივნისს გადაწყვიტეთ ახალ ბინაში გადასვლა და ავეჯის გადასაზიდად გჭირდებათ შესაბამისი კომპანიის ნომერზე დარეკვა, 25-60-60-ის ნაცვლად თქვენ უნდა აკრიფოთ ნომერი 2-25-60-60. :უფასორეკლამა: განაგრძე კითხვა →

ლანდიშა მერად!

დიახ, გადავწყვიტე საკუთარი ძალები პოლიტიკაშიც გამოვცადო და 30 მაისს, მერის არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. გაგაცნობთ ჩემს პროგრამას და ყველა იმ პირობას, რომელიც შესრულებული იქნება ჩემი მერობის არჩევის შემთხვევაში.

მერობის კანდიდატი - ლანდიშა! ხმა მიეცით მას! შემოხაზეთ ნომერი 0!

შემოხაზეთ ნომერი 0!

თქვენს წინაშეა ყველაზე ახალგაზდა, ენერგიული (როცა არ ეძინება), ყველაზე წარმაცი და ამავდროულად შრომის მოყვარე (შრომასაც გააჩნია), ყველაზე მონდომებული (მონდომების მიზანს გააჩნია) და ყველაზე წარმატებული (მომავალი) პოლიტიკური ფიგურა ქართულ პოლიტიკაში. განაგრძე კითხვა →

მოგზაურობა თურქეთში: დიდი რაგბი და დაუვიწყარი ვიქენდი!

თითქმის ერთი კვირა გავიდა, რაც თურქეთიდან ჩამოვედი, თუმცა პოსტი ამის შესახებ დღემდე ვერ დავწერე, რადგან ეს მოგზაურობა იმდენად ემოციური იყო, რომ აქამდე ეიფორიაში ვიყავი.

19 მარტის მოსაღამოვებულ ჟამს საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ შეკრებილი ათასობით ადამიანი “ვარდების მოედანზე” ელოდა თავის ტრანსპორტს. ზოგი შვილებს აცილებდა, ზოგი დედას და მამას, ზოგიც საყვარელ ადამიანს და ზოგიც მეგობარს.

Trabzon / Hollywood

საღამოს 10 საათისთვის ყველანი ჩვენს ჩვენს ავტობუსებში ვისხედით და გამგზავრებას ველოდით.წინ გრძელი გზა გველოდა. როდესაც ორგანიზატორები დარწმუნდნენ, რომ ყველანი ადგილზე ვიყავით და არავინ გვაკლდა, გზას შევუდექით, რასაც ხალხის ჟრიამული მოჰყვა.

წინ რომ გრძელი გზა გველოდა და მეორე დღეს საინტერესო მატჩი, ეს მეც კარგად ვიცოდი, ამიტომ ვიფიქრე ცოტას წავუძინებ მეთქი და ენერგიებს შევინახავ თქო, თუმცა ვინ მაცალა, ქართველების ამბავი ხომ იცით? ქეიფი და ლხინი ავტობუსის დაძვრისთანავე დაიწყო, არყებითა და ლუდებით მომარაგებული ახალგაზრდობა ერთმანეთს სადღეგრძელოების თქმით ავსებდა. განაგრძე კითხვა →

13 მარტი

ის თუ რა მოხდა 13 მარტს საქართველოში, შეგიძლიათ შეიტყოთ:

რიცხვი 13

ის თუ რა შემემთხვა პირადად მე, შეგიძლიათ შეიტყოთ:

რა გეგონათ? გრძელ პოსტს დავწერდი და მე ვიბუტბუტებდი? : ) – ვერ მოგართვით : )

რა საჭიროა, რაღაცის 10ჯერ განმეორება, როდესაც შეგიძლია ყველაფერი ის შეაჯამო, რასაც ეთანხმები? : )

P.S. თუ კი ვინმეს რაიმე საინტერესო უწერია ამ თემებთან დაკავშირებით და მათი ლინკები ამ სიაში არ ჩანს, მე მაპატიეთ და კომენტარის სახით შემატყობინეთ : )