მას შემდეგ, რაც ჩემს ბლოგზე გუგლიდან გადმოსული ვიზიტორების რაოდენობამ 40%-ს გადააჭარბა, დამაინტერესა თუ რა საძიებო/საკვანძო სიტყვებს იშველიებდნენ ისინი ამისთვის.

შედეგი საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა, როგორც მიზნობრივი აუდიტორიის, ასევე შემთხვევითი მომხმარებლების თვალსაზრისით.

Google Search Terms

გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ საკმარისია გქონდეთ მაღალი ფეიჯრანკი და ბლოგზე მხოლოდ ერთხელ დაწეროთ სიტყვა „სექსი“ და ყოველი პორნოს მაძიებელი ახალგაზრდა თქვენთან შემოვა.

გასაკვირი არაა, რომ მაძიებლთა უმეტესი ნაწილი დაინტერესებული იყო „ოცნების ქალაქით“, ასოს გაზრდით, სექსით, მარიოს თამაშით და სხვ. თუმცა ერთობ საკვირველი მხოლოდ ის იყო, თუ როგორ ეძებდნენ ისინი ამ ყოველივეს.

წარმოგიდგენთ search term-ების სახალისო სიის პირველ ნაწილს, რომელსაც თან სდევს ჩემი კომენტარებიც. განაგრძე კითხვა →