“ნიჭიერის” დღევანდელი გადაცემით იმდენად კმაყოფილი ვარ, პოსტი რომ არ მიმეძღვნა, არ შეიძლებოდა. თუ კი მეორე გადაცემა, პირველთან შედარებით ორჯერ უფრო საინტერესო და სახალისო იყო, მესამე ნამდვილად სამჯერ უკეთესი იყო. შესავალშივე რომ არ გამიგრძელდეს, პირდაპირ შოუს მონაწილეებზე დავიწყებ საუბარს.
დღევანდელი გადაცემა, ჯგუფმა “Next Level”-მა გახსნა, რომელიც “Hip-Hop”-სა და “Breakdance”-ს ცეკვავს. იგი ჯერ კიდევ წინა გადაცემაში აიღარეს ჯგუფ “New Style”-ს კონკურენტად, თუმცა მე თუ მკითხავ კონკურენციამდე ბევრი უკლიათ. არა, უდაოდ კარგად ცეკვავდნენ, თუმცა ამ ორიდან ჩემთვის პირველ გადაცემაში მყოფი ჯგუფი ფავორიტია.
ასე რომ დავას, “Next Level” ჯობია, თუ “New Style”, არ დავიწყებ. განაგრძე კითხვა →
