Landish.Ge » ლელა წურწუმია

“სოციალური მედიის დღის” ასოციალური მოვლენები
რამდენიმე თვის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ კი სოციალური მედიით და ბლოგინგით იმდენი ხალხი დაინტერესდებოდა, რამდენიც 30 ივნისს “მთაწმინდის პარკის” ამფითეატრში შეიკრიბა. ხალხის ოდენობა რამდენიმე ასეულს შეადგენდა. ზოგმა ახალი ნაცნობები შეიძინა, ზოგმა ძველები მოინახულა, ზოგმაც რაღაც საინტერესო გაიგო არსებული პრეზენტაციიდან და რაღა თქმა უნდა, ზოგმაც ეს ყოველივე გააკრიტიკა.

“რა საჭირო იყო სოციალური მედიის დღის ჩატარება?”, “რა არაშესაფერისად იყო შერჩეული თემები”, “სოციალური მედია მხოლოდ ბლოგინგს არ ნიშნავს” და მსგავსი პროვოკაციული შეძახილები არაერთ ქართულ ბლოგსა და მათ კომენტარებში ვიხილე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ეს ბლოგები, პოსტები და კომენტარები თქვენ თვითონვე მოიძიოთ, რადგან გამოჩნდება ვინმე პროვოკატორი და იტყვის, შენგან რა მესწავლება, გუგლის გამოყენება შენზე უკეთ ვიცი და ა.შ.

თუმცა მოდით გასული დღის პრობლემას/საკითხს ცოტა სხვანაირად მივუდგეთ. სულ რომ ბლოგებზე და ბლოგერებზე არ ვისაუბროთ, ვეცდები სხვა მაგალითი მოგიყვანოთ.

წარმოიდგინეთ, რომ მიდიხართ რომელიმე კორპორატიულ ღონისძიებაზე, ან ეს შეიძლება საერთოდაც არ იყოს კორპორატიული ივენთი და იყოს სხვა სახის ღონისძიება, სადაც მოწვეულია რომელიმე ქართველი შემსრულებელი, მაგალითად ლელა წურწუმია და ბენდის მიერ დაკრული მუსიკის ფონზე ხალხისათვის კარგად ნაცნობ სიმღერებს მღერის. ეს სიმღერები და მისი ტექსტები ბევრისთვის ნაცნობია, ზოგს ეს მელოდია კი პირველად ესმის, ზოგს სულაც არ ადარდებს თუ რას მღერის ლელა და თავის კოლეგებთან ერთად მეტად საჭირბოროტო საკითხზე საუბრობს ან თუნდაც იმ ხუმრობებზე იცინის, რომელიც მხოლოდ მის გარშემო მყოფმა რამდენიმე ადამიანმა იცის.

საღამოზე გამართულ ფურშეტს არც სასმელი აკლია და არც საკვები. ყველა, მიუხედავად განსხვავებული მუსიკალური გემოვნებისა ცდილობს საღამოთი დატკბეს და სიამოვნება მიიღოს შეკრებილ სტუმრებთან ურთიერთობით. ლელასთან არავინ მირბის, მიკროფონს ხეიდან არავინ გლეჯს და რაც მთავარია, “დოლჩე გაბანას” კაბაზე იაფფასიან ღვინოს არავინ ასხამს. ამის გასაკეთებლად მათ დრო მოგვიანებითაც ექნებათ, თუმცა გულის მოფხანა მხოლოდ A4-ის ქაღალდის ფურცელზე შეუძლიათ, რომელსაც კომპანიის ფოიეში გააკრავენ და ანონიმურად თუ ღიად დაეთანხმებიან ან შეეწინააღმდეგებიან ამ ერთის უკმაყოფილებას.

ფურცელზე არაფრის მომცემი კრიტიკაა, რომელსაც ავტორის ქვეშემდომები ბრმად ენდობიან და მისი ნდობის მოსაპოვებლად მის აზრზს გონების გაუნძრევლადაც კი ეთანხმებიან. ავტორი კი ამ დროს არც ივენთ-მენეჯერია და არც ვოკალური მონაცემებით გამოირჩევა, თუმცა, რახან ლელას სიმღერის ტექსტებსა ბენდის დაკრულს აკრიტიკებს, სხვას ჰგონია და ალბათ საკუთარი თავიც დააჯერა, რომ იგი უკეთეს ღონისძიებას ჩაატარებს, უკეთეს მომღერლებსაც მოიწვევს, აი ისეთებს, როგორიც “მგზავრებია” და უკეთეს სიმღერებსაც შესთავაზებს, რომელსაც ყველა ყურისგდებით მოუსმენს.

რეალურად კი გამბედაობა არ ჰყოფნის ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად და ჩუმად, მაგრამ ყველას დასანახად ურჩევნია რომ ფურცელზე დაწერილი კრიტიკა საჯაროდ გამოჰკიდოს კედელზე, რათა ყველამ შეძლოს მისი წაკითხვა და გონების გაუნძრევლად ვირტუალური მხარდაჭერები მოიკრიბოს.

ხოლო მაშინ, როდესაც ახალი თანამშრომლები ამ ღონისძიებაზე პირველად არიან და მცირე შენიშვნების გარდა მთლიანობაში კმაყოფილნი რჩებიან, შეფასების ფურცელს 5-იანზე ავსებენ და მომავალში კიდევ უფრო უკეთესი ივენთის მოლოდინში რჩებიან. კიდევ უფრო მეტი და ახალი სიმღერის მოსმენაში, ახალი თანამშრომლების გაცნობაში, რომლებთანაც ურთიერთობა შემდგომში შესაძლოა “სლუჟებნიი რამანშიც” კი გადაიზარდოს  და რაც მთავარია დაწინაურებისა და სცენაზე, ერთხელ მაინც გამოსვლის სურვილით და იმედით რჩებიან.

ლელასთვის კი ასეთ ივენთზე პირველად სიმღერა, თუ მრავაწლის გამოცდილება იმ აზრს უმკვრივებს, რომ ყოველთვის იარსებებს მადლიერი მსმენელი, რომელიც მის კომპაქტ დისკებს სიამოვნებით იყიდის და მის სიმღერებსაც სიამოვნებით მოისმენს, იარსებებენ ადამიანები, რომელთა გემოვნებაში არცერთი მუსიკალური ჟანრი არ შევა და მისი რეპერტუარის მოსმენის შემდეგ უკმაყოფილონი კვლავინდებურად დაფაზე გამოაკრავენ თავიანთ მწუხარებასა და დარდს. ყოველთვის იარსებებს პოზიცია და ოპოზიცია, მთავარია ლელა კარგად დაფიქრდეს და მიხვდეს, რომელი მხარისთვის უნდა იმღეროს.

იმედი მაქვს ამ შედარებით მეტაფორულ პოსტს შესაბამისად გაიგებთ, სწორად აღიქვამთ და გადაწყვეტთ, არსებული ლელა გირჩევნიათ, თუ შორეული “მგზავრები”.