Tag: თბილისი

ლანდიშა მერად!

დიახ, გადავწყვიტე საკუთარი ძალები პოლიტიკაშიც გამოვცადო და 30 მაისს, მერის არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. გაგაცნობთ ჩემს პროგრამას და ყველა იმ პირობას, რომელიც შესრულებული იქნება ჩემი მერობის არჩევის შემთხვევაში.

მერობის კანდიდატი - ლანდიშა! ხმა მიეცით მას! შემოხაზეთ ნომერი 0!

შემოხაზეთ ნომერი 0!

თქვენს წინაშეა ყველაზე ახალგაზდა, ენერგიული (როცა არ ეძინება), ყველაზე წარმაცი და ამავდროულად შრომის მოყვარე (შრომასაც გააჩნია), ყველაზე მონდომებული (მონდომების მიზანს გააჩნია) და ყველაზე წარმატებული (მომავალი) პოლიტიკური ფიგურა ქართულ პოლიტიკაში. განაგრძე კითხვა →

თბილისი-ბორჯომის მატარებელი და ოთარ ჭილაძის “სინათლის წელიწადი”

კვირაზე მეტია, რაც ბორჯომიდან დაბრუნებული თბილისის აუტანელ სიცხეებს ვცდილობ შევეგუო. ახლა კი იმის შესახებ მოგიყვებით, რაც ამ ზაფხულს ყველაზე მეტად დამამახსოვრდა.

old_train_2

ძველებური მატარებელი

რადგან ბორჯომი ვახსენე, მოდით აქედან დავიწყებ. გამოცდების დასრულებისთანავე ბარგი ავიკიდე და რამდენიმე დღით ზემოთხსენებულ ადგილას გავემართე დასასვენებლად. გადაწყვეტილი მქონდა, რომ გზაში მატარებლით უნდა მემგზავრა, რატომღაც ვფიქრობდი რომ ასე უფრო მალე ჩავიდოდი, მეგონა მატარებელი თავის სახელს გაამართლებდა თქო – “ელექტრიჩკა”-ს, მაგრამ შევცდი.

ვინაიდან და რადგანაც მგზავრობის დიდი მოყვარული არ ვარ, ჩემთვის მთავარი დანიშნულების პუნქტამდე სწრაფად ჩასვლა იყო და არა კომფორტულად მგზავრობა. მანამდე ახლობლებისგან მქონდა გაგონილი, რომ მაგ მატარებელში ათასი რჯულის და რასის ხალხი მგზავრობდა და მათი ოფლის სუნი სიცხეში გადაადგილების პროცესს აუტანელს ხდიდა. ამ დროს გავიფიქრე, მაშინ ოპტიმალური ვარიანტი სამუშაო დღეს, დილის რეისზე გამგზავრება იქნებოდა, რადგან ხალხი ამ დროს ნაკლებად სარგებლობდა ამ ტრანსპორტით, აქაც კვლავინდებურად შევცდი. განაგრძე კითხვა →