სიმართლე, რომ გითხრათ ნამდვილად არ მეგონა თუ კი ჩემს ბლოგს ონლაინში ისევ ვიხილავდი. თვეზე მეტია რაც სერვერი გათიშული იყო და ადმინისტრაციას ვერ ვუკავშირდებოდი (გარკვეული მიზეზების გამო), რათა გამეგო, თუ რა ხდებოდა. მოკლედ ბლოგს მონატრებული ვარ ძალიან და უახლოეს მომავალში შევუდგები უფრო ფართო მაშტაბიან პოსტვას
ბოლო თვის მანძილზე კი იმდენი საწერი მასალა მომიგროვდა, რომ ვშიშობ ბაზა არ დავაზიანო ამდენი ინფრომაციით
თუ კი ჩემს ბლოგს ერთხელ მაინც ესტუმრეთ მისი არსებობის მანძილზე, შეამჩნევდით “საიდბარში” არსებულ წარწერას გამოცდებთან დაკავშირებით. დღეს პირველი გამოცდა ვწერე ქართულ ენასა და ლიტერატურაში. რომ ვთქვა გამიძნელდა, მოგატყუებთ, რომ ვთქვა ძალიან გამიადვილდა, ამ შემთხვევაშიც მოტყუებულნი დარჩებით. მე კი რახან ტყუილები არ მიყვარს, გეტყვით სიმართლეს – გამოცდა საშუალო დონის სირთულის იყო. ყოველგვარი ჭორი იმის შესახებ, რომ წელს ბევრად გართულებულიაო და რაღაც, არ გამართლდა, ყოველშემთხვევაში ჩემთვის მაინც. მოკლედ ტესტი ადვილად დავწერე, წვიმის დროს გემრიელადაც დავსველდი და გადაღლილი ვცდილობ ახლა ამ პოსტის დაფაბლიშებას
ეს რაც შეეხებოდა სიახლეებს ასე ვთქათ პირადი ცხოვრებიდან. ახლა კი იმ კატეგორიასაც შევეხოთ, რასაც ძირითადად ჩემი ბლოგი “ემსახურება”. განაგრძე კითხვა →