Tag: ბლოგი

“სოციალური მედიის დღის” ასოციალური მოვლენები

რამდენიმე თვის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ კი სოციალური მედიით და ბლოგინგით იმდენი ხალხი დაინტერესდებოდა, რამდენიც 30 ივნისს “მთაწმინდის პარკის” ამფითეატრში შეიკრიბა. ხალხის ოდენობა რამდენიმე ასეულს შეადგენდა. ზოგმა ახალი ნაცნობები შეიძინა, ზოგმა ძველები მოინახულა, ზოგმაც რაღაც საინტერესო გაიგო არსებული პრეზენტაციიდან და რაღა თქმა უნდა, ზოგმაც ეს ყოველივე გააკრიტიკა.

“რა საჭირო იყო სოციალური მედიის დღის ჩატარება?”, “რა არაშესაფერისად იყო შერჩეული თემები”, “სოციალური მედია მხოლოდ ბლოგინგს არ ნიშნავს” და მსგავსი პროვოკაციული შეძახილები არაერთ ქართულ ბლოგსა და მათ კომენტარებში ვიხილე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ეს ბლოგები, პოსტები და კომენტარები თქვენ თვითონვე მოიძიოთ, რადგან გამოჩნდება ვინმე პროვოკატორი და იტყვის, შენგან რა მესწავლება, გუგლის გამოყენება შენზე უკეთ ვიცი და ა.შ.

თუმცა მოდით გასული დღის პრობლემას/საკითხს ცოტა სხვანაირად მივუდგეთ. სულ რომ ბლოგებზე და ბლოგერებზე არ ვისაუბროთ, ვეცდები სხვა მაგალითი მოგიყვანოთ. განაგრძე კითხვა →

moved to new host

ალბათ გემახსოვრებათ, თუ რამდენს ვწუწუნებდი ჰოსტის შეცვლასთან დაკავშირებით. ამას გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვახერხებდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის შესაფერისი ჰოსტი დიდი ხანია, რაც შერჩეული მაქვს.

Serv.ge - servers for you

გასული დღეების მანძილზე კი ბლოგი გათიშული იყო. ამ დღეებში ჰოსტს ვიცვლიდი, თუმცა ჰოსტის შეცვლა ასეთი რთული და შრომატევადი ნამდვილად არ არის. არც ამ პოსტს ვწერ მხოლოდ იმიტომ, რომ ახალ ჰოსტზე ვარ, არამედ იმიტომ, რომ მთელი ამ დროის მანძილზე serv.ge-ს ადმინისტრაცია და Cpanel-ის Support Team ჩართული იყო და ერთობლივად ცდილობნენ ჩემთვის, ერთი მოკვდავი ბლოგერისთვის, იმ პრობლემის გადაჭრას, რომელიც ჩემი კაპრიზებიდან გამომდინარე წარმოიშვა.

მაშინ როდესაც სხვა არსებულ ჰოსტებზე ყოფნისას ტექნიკური დახმარების მიღებისთვის მესაჭიროებოდა რაიმე სახის რიგში დგომა ან პასუხისთვის ლოდინი, აქ თითოეულ დასმულ შეკითხვაზე ვიღებდი დეტალურად ახსნილ და გასაგებ პასუხს, იმის თაობაზე, თუ რა პროცესში იყო ჩემს მიერ (კაპრიზნულად) მოთხოვნილი ცვლილებების შეტანაზე მუშაობა.

ამ მხარდაჭერისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი თითეულ იმ პიროვნებას, რომლის დრო და ენერგია დაიხარჯა ჩემი, როგორც ერთ-ერთი კლიენტის სურვილის დაკმაყოფილებისთვის.

ამის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ serv.ge-ში ნამდვილი პროფესიონალები მუშაობენ და აწი ჰოსტის შეცვლაც აღარ დამჭირდება. განაგრძე კითხვა →

Google Search Terms

მას შემდეგ, რაც ჩემს ბლოგზე გუგლიდან გადმოსული ვიზიტორების რაოდენობამ 40%-ს გადააჭარბა, დამაინტერესა თუ რა საძიებო/საკვანძო სიტყვებს იშველიებდნენ ისინი ამისთვის.

შედეგი საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა, როგორც მიზნობრივი აუდიტორიის, ასევე შემთხვევითი მომხმარებლების თვალსაზრისით.

Google Search Terms

გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ საკმარისია გქონდეთ მაღალი ფეიჯრანკი და ბლოგზე მხოლოდ ერთხელ დაწეროთ სიტყვა „სექსი“ და ყოველი პორნოს მაძიებელი ახალგაზრდა თქვენთან შემოვა.

გასაკვირი არაა, რომ მაძიებლთა უმეტესი ნაწილი დაინტერესებული იყო „ოცნების ქალაქით“, ასოს გაზრდით, სექსით, მარიოს თამაშით და სხვ. თუმცა ერთობ საკვირველი მხოლოდ ის იყო, თუ როგორ ეძებდნენ ისინი ამ ყოველივეს.

წარმოგიდგენთ search term-ების სახალისო სიის პირველ ნაწილს, რომელსაც თან სდევს ჩემი კომენტარებიც. განაგრძე კითხვა →

“ბლოგის შესახებ” და სხვანი…

ალბათ უკვე შეამჩნევდით, რომ გვერდი – ბლოგის შესახებ, უკვე დიდი ხანია რაც გამოქვეყნებულია, მაგრამ შიგ ინფორმაცია სულ არ ეწერა არც ავტორის, არც ბლოგის შესახებ.

ცვლილებები ბლოგზე

დღეს ეს პრობლემა გადავჭერი და შევავსე ბლოგის ეს გვერდი საჭირო ინფორმაციით. თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ ამ გვერდს და მიიღოთ შესაბამისი ინფორმაცია. ვინაიდან და რადგანაც, გვერდებზე კომენტარები გათიშული მაქვს, თქვენ შეგიძლიათ ამ პოსტის ბოლოში გამოთქვათ აზრი, გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით.

ასევე განვაახლე კონტაქტის გვერდიც, უფრო სწორად ჩავამატე საკონტაქტო ფორმა, რომლის მეშვოებითაც შეგიძლიათ მომწეროთ წერილები.

არც ქართველი ბლოგერების გვერდი დამვიწყებია, და გადავწყვიტე იქაც ჩამემატებინა ფორმა, რომლის მეშვოეიბთაც თქვენვე შეძლებდით ბლოგის დამატებას.

ჩემი ცვლილებები ბლოგზე ჯერ-ჯერობით ამით ამოვწურე, ველი თქვენს მოსაზრებებს : )

დავბრუნდისსავით :P

სიმართლე, რომ გითხრათ ნამდვილად არ მეგონა თუ კი ჩემს ბლოგს ონლაინში ისევ ვიხილავდი. თვეზე მეტია რაც სერვერი გათიშული იყო და ადმინისტრაციას ვერ ვუკავშირდებოდი (გარკვეული მიზეზების გამო), რათა გამეგო, თუ რა ხდებოდა. მოკლედ ბლოგს მონატრებული ვარ ძალიან და უახლოეს მომავალში შევუდგები უფრო ფართო მაშტაბიან პოსტვას :D ბოლო თვის მანძილზე კი იმდენი საწერი მასალა მომიგროვდა, რომ ვშიშობ ბაზა არ დავაზიანო ამდენი ინფრომაციით :D

თუ კი ჩემს ბლოგს ერთხელ მაინც ესტუმრეთ მისი არსებობის მანძილზე, შეამჩნევდით “საიდბარში” არსებულ წარწერას გამოცდებთან დაკავშირებით. დღეს პირველი გამოცდა ვწერე ქართულ ენასა და ლიტერატურაში. რომ ვთქვა გამიძნელდა, მოგატყუებთ, რომ ვთქვა ძალიან გამიადვილდა, ამ შემთხვევაშიც მოტყუებულნი დარჩებით. მე კი რახან ტყუილები არ მიყვარს, გეტყვით სიმართლეს – გამოცდა საშუალო დონის სირთულის იყო. ყოველგვარი ჭორი იმის შესახებ, რომ წელს ბევრად გართულებულიაო და რაღაც, არ გამართლდა, ყოველშემთხვევაში ჩემთვის მაინც. მოკლედ ტესტი ადვილად დავწერე, წვიმის დროს გემრიელადაც დავსველდი და გადაღლილი ვცდილობ ახლა ამ პოსტის დაფაბლიშებას :D

ეს რაც შეეხებოდა სიახლეებს ასე ვთქათ პირადი ცხოვრებიდან. ახლა კი იმ კატეგორიასაც შევეხოთ, რასაც ძირითადად ჩემი ბლოგი “ემსახურება”. განაგრძე კითხვა →